ინოვაციური, არომატული, ანტიალერგიული პატჩები შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის, 18 თვიდან.
• შეიცავს 100 % ბუნებრივ მცენარეულ ეთერზეთებს
• განაპირობებს სასუნთქი გზების ჯანსაღ ფუნქციობას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს
• ახდენს, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით გამოწვეული დისკომფორტის, კუპირებას და აადვილებს სუნთქვას 8 საათის განმავლობაში
• აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისაგან
• გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისპაზომლიზური და ანტივირუსული მოქმედება.
არომათერაპია (ეთერზეთოვანი თერაპია) - გულისხმობს ბუნებრივი, მცენარეული ექსტრაქტების გამოყენებას ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
თითოეული არომატული პატჩი შეიცავს:
• ფიჭვის ეთერზეთი - ხასიათდება ძლიერი ანტივირუსული, ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური, ანტისპაზომლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
• ევკალიპტის ეთერზეთი - გამოირჩევა ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, რეგენერაციის მასტიმულირებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით.
• როზმარინის ეთერზეთი - გააჩნია ძლიერი ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ამოსახველებელი და ბრონქოდილატატორული მოქმედება.
• პიტნის ეთერზეთი - გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიპირეტული, შეშუპების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება.
• ფორთოხლის ეთერზეთი - ამცირებს სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპებასა და აუმჯობესებს სუნთქვისა და ძილის ხარისხის.
» თითოეული პატჩი გამოყოფს მცენარეული ეთერზეთების არომატს 8 საათის განმავლობაში
» მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 20 წუთში
» ეფექტის ხანგრძლივობა ნარჩუნდება 8 საათამდე
» უნიკალური კომბინაცია უზრუნველყოფს ანტიალერგიულ მოქმედებას
ჩვენებები:
• სინუსიტის, რინიტის, ტონზილიტის, ტრაქეიტის, ლარინგიტის, ფარინგიტის პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
• მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, ბრონქიოლიტის კომპლექსური თერაპია;
• პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთება;
• ალერგიული რეაქციებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელება, გაძლიერებული ლორწოს სეკრეცია, ხველა და ცემინება;
• ძილის დარღვევები და აღგზნებადობა.
გამოყენების წესი:
პატჩის გამოყენება რეკომენდებულია ძილის წინ. მოაცილეთ პატჩს დამცავი ფენა და წებოვანი ზედაპირით მიამაგრეთ ბავშვის ტანისამოსს გულ-მკერდის მიდამოში. პატჩის მოქმედება გრძელდება 8 საათი.
სიფრთხილის ზომები: პატჩის დამაგრება არ უნდა მოხდეს სხეულის ღია ზედაპირზე - კანზე უშუალო კონტაქტით.
გამოშვების ფორმა: №5 არომატული, წებოვანი პატჩი.
აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.