შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: თაფლი, თამარინდის ექსტრაქტი, ბალბას ექსტრაქტი, გლიცერინი
დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლი, ქსანტანის რეზინა, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი, კარამელის არომატიზატორი.
სიროფსედალის სამკურნალო თვისებები:
სიროფსედალი ნაჩვენებია მშრალი და პროდუქტიული ხველის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.
სიროფსედალი ამშვიდებს ხველას და იცავს ლორწოვანს, აქვს ამოსახველებელი, ხველის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ლორწოვანის დამატენიანებელი და აღმდგენი თვისებები.
თაფლის, თამარინდის, ბალბას და გლიცერინის ბუნებრივი კომპლექსი მოქმედებს სინერგიულად.
სიროფსედალი არის უსაფრთხო, შეიცავს პასტერიზებულ თაფლს, არ შეიცავს სპირტს და შაქარს, არ იწვევს ძილიანობას და გამოიყენება 1 წლის ასაკიდან.
სიროფსედალის გამოყენება შეიძლება ორსულებში, ხანდაზმულებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.
სიროფსედალის არის მზა სიროფი, რომელიც მოქმედებს კომპლექსურად:
- იცავს ყელს: სიროფსედალის შემადგენელი კომპონენტები წარმოქმნის დამცავ ბარიერს ლორწოვან გარსზე და იცავს ლოწოვანს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან.
- ამშვიდებს ხველას: დამცავი ბარიერი ამცირებს გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის ანთებას და შესაბამისად ამშვიდებს ხველას.
- ხელს უწყობს ლორწოს ფიზიოლოგიურ ამოხველებას: სასუნთქი გზების ლორწოვანზე წყლის შეკავებით, სიროფის შემადგენელი აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობს
ლორწოვანის უკეთ დატენიანებას, ათხიერებს წებოვან ნახველს და აიოლებს ამოხველებას.
თერაპიული ჩვენებები:
- მშრალი და პროდუქტიული ხველა
- ტრაქეიტი
- ლარინგიტი
- ბრონქიტი
- პნევმონია
- მწეველთა ხველა
- ფქოდ (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის ან ალერგიის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები:
მოარიდეთ ბავშვებს.
თუ თქვენ ხართ ორსულად, პროდუქტის მიღებამდე მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ან ფარმაცევტისგან.
თუ ხველა გრძელდება 4 დღეზე მეტ ხანს, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიმართეთ ექიმს, თუ მკურნალობის განმავლობაში გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები:
ხველის გაუარესება, სისუსტე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი უმადობა.
ხველის სიროფები არ უნდა იქნას მიღებული სხვა სიროფებთან კომბინაციაში და არაა რეკომენდებული სუნთქვის უკმარისობის დროს.
სიროფსედალის მიღების წესი და დოზები:
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი, გამოიყენეთ მზომი კოვზი.
ბავშვები 1-დან 6 წლამდე: 5 მლ (1 მზომი კოვზი) 2-4 ჯერ დღეში, კვებათა შორის.
ბავშვები 6 წლის ზემოთ და მოზრდილები: 10 მლ ( 2 მზომი კოვზი) 2-4 ჯერ დღეში, კვებათა შორის.
კარგად გარეცხეთ მზომი კოვზი ყოველი გამოყენების შემდეგ. კარგად დაახურეთ თავსახური ბოთლს ყოველი მოხმარების შემდეგ.
გვერდითი ეფექტები:
თუ თქვენ გამოგივლინდათ გვერდითი ეფექტები, კითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არაა ნახსენები ამ ანოტაციაში.
შენახვის პირობები:
- არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს
- შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ და გრილ ადგილას
- შეინახეთ გახსნიდან 1 თვის განმავლობაში
- შეამოწმეთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადა. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება გაუხსნელ და სათანადოდ შენახულ პროდუქტს
- ნუ გადააგდებთ საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად, თხოვეთ თქვენს ფარმაცევტს მოახდინოს სიროფედალის ელიმინაცია, რაც დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.
გამოშვების ფორმა:
სიროფი 125მლ, შუშის ბოთლი მუყაოს კოლოფში, 5 მლ მზომი კოვზით.