შემადგენლობა:
• მელატონინი (Melatonina) - 1.95 მგ
• გამა-ამინოერბოსმჟავა (GABA) - 125 მგ
• პასიფლორა (Passiflora Incarnata) - 25 მგ
• ვალერიანის ექსტრაქტი (Valeriana officinalis) - 50 მგ
• მაგნიუმის ჰიდროქსიდი./ ციტრატი (Mg. Hidroxido/Citrato) - 180 მგ
შემავსებლები: მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გამჭვირვალე მცენარეული კაფსულა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება მელატონინი - ძილის ჰორმონი, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას ( აუმჯობესებს ჩაძინებას და ძილის ხარისხს, ამცირებს ღამით ხშირ გამოღვიძებას), აუმჯობესებს გუნება - განწყობას დღის განმავლობაში, იცავს ორგანიზმს სტრესისგან, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, აწესრიგებს დროის სარტყლის ცვლილებებით გამოწვეულ მოგზაურთა უძილობას. GABA (გამა - ამინოერბოს მჟავა) ცენტრალური ნერვული სისტემის უნივერსალური შემაკავებელი მედიატორი, მონაწილეობს მოტორული აქტივობის რეგულაციაში, ემოციური ქცევის ფორმირებაში, აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას, ახდენს ტვინის ენერგეტიკული პროცესების აქტივაციას, აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას.პასიფლორა - მცენარეული საშუალება ხასიათდება დამამშვიდებელი, სედაციური, ანტისტრესული მოქმედებით, ხელს უწყობს ჩაძინების პროცესს, ამცირებს შფოთვას და ნევროზულ მდგომარეობას.კატაბალახა - მასში შემავალი ვალერიანის მჟავა,ხასიათდება დამამშვიდებელი, სედაციური მოქმედებით, კატაბალახა ეფექტურია მსუბუქი ნევრასთენიების, კლიმაქსით გამოწვეული ნერვული აშლილობების დროს.მაგნიუმი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაორგანული ელემენტი, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, მაგნიუმის იონები არეგულირებენ ნერვ - კუნთოვან გადაცემას, ამცირებე ნეირონთა აგზნებადობას, მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობენ კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში.
მიღების წესი და დოზირება: სლიპ ფორტე მიიღება 18 წლიდან 1-2 კაფსულა ერთხელ დღეში, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთნ ერთად.
სიფრთხილის ზომები: გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ რამე დანიშნულ მედიკამენტებს იღებთ მათ შორის ანტიდეპრესანტების, მოერიდეთ საჭესთან ჯდომას სლიპ ფორტეთი მკურნალობის დროს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ძირითადი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ. პრეპარატი არ არის განკუთვნილი ორსული და მეძუძური დედებისთვის.
გაფრთხილება და შენახვის პირობები: საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.