Plasmon
სლეზოლ ფორტე / Slezol Forte

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): hypromellose, dextran
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია
  • მწარმოებელი კომპანია: World Medicine ilac san ve tic as
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: (1მგ+3მგ)/1მლ 15მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი №1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დექსტრანი 70 - 1მგ, ჰიპრომელოზა - 3მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

 

პრეპარატის ათქ კოდი     S01XA20

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

სლეზოლ ფორტე - ოფთალმოლოგიური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. ჰიპრომელოზა წარმოადგენს რქოვანას ეპითელიუმის პროტექტორს, ახდენს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ მოქმედებას, გააჩნია მაღალი წებოვნება, რაც ზრდის ხსნარის კონტაქტის ხანგრძლივობას რქოვანასთან. ხსნარის გარდატეხის მაჩვენებელი ბუნებრივი ცრემლის ანალოგიურია. ხელს უწყობს ცრემლის აპკის ოპტიკური მახასიათებლების აღდგენას, სტაბილურობას და წარმოქმნას. სლეზოლ ფორტე შეიცავს დექსტრანს, რომელიც ბუნებრივ ცრემლთან ერთად ზრდის ცრემლის აპკის სტაბილურობას. პრეპარატი ავსებს ცრემლის დეფიციტს და აუმჯობესებს რქოვანას დატენიანებას.

 

გამოყენების ჩვენებები

- `მშრალი თვალის” სინდრომი;

- რქოვანის სინდრომის შემსუბუქება (მათ შორის დისკომფორტი, წვა, უცხო სხეულის შეგრძნება).

 

გამოყენების წესი და დოზები

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

 

პრეპარატს აწვეთებენ 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში საჭიროების მიხედვით. მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

 

საწვეთურის წვერით თვალთან და ქუთუთოსთან შეხება არ შეიძლება.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

გვერდითი მოქმედება

გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად ( ≥ 1/100 - < 1/10), იშვიათად  ( ≥ 1/1000 - < 1/100), სიხშირე უცნობია. თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში არასასურველი რეაქციები მოცემულია მათი სიმწვავის ხარისხის კლების მიხედვით.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - არამკვეთრი მხედველობა; ხშირად - თვალების სიმშრალე, ქუთუთოს მხრივ დარღვევა, თვალის ანომალიური მგრძნობელობა, უცხო სხეულისა და დისკომფორტის შეგრძნება თვალებში;  იშვიათად - სინათლის შიში, თვალების ჰიპესთეზია და ქავილი, თვალების გაღიზიანება და  ჰიპერემია; სიხშირე უცნობია - ქუთუთოების სიწითლე,  თვალების შეშუპება, თვალის ტკივილი, გამონადენი თვალიდან, ქუთუთოს ნაპირებზე ფუფხების წარმოქმნა, მომატებული ცრემლდენა.

ზოგადი და შეყვანის ადგილას დარღვევები: იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება.

 

განსაკუთრებული მითითებები

 

პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. პაციენტები, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის ჩაწვეთებამდე საჭიროა მოიხსნან ლინზები და ხელახლა ჩაისვან პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.

 ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

 

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე 

ინსტილაციისთანავე შესაძლებელია არამკვეთრი მხედველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის, ან მექანიზმებთან მუშაობის გაძნელება. რეკომენდებულია მუშაობის დაწყება ინსტილაციიდან 15 წუთის შემდეგ.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს 

ორსულებში და მეძუძურ დედებში ადექვატური და კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

 

გამოყენება პედიატრიაში 

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მონაცემები არ არის.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 10-15 წუთი.

 

დოზის გადაჭარბება 

პრეპარატ სლეზოლ ფორტეს დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

 

გამოშვების ფორმა

თვალის წვეთები გამოდის 15 მლ პლასტიკურ ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით. 

ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

 

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტების ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?