იოდის სპირტხსნარი 5% / Sol. IODI spirituosa 5%
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): iodine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: ეუბიოტიკები
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- გამოშვების ფორმა: 5% სპირტხსნარი 10მლ ფლაკონი #1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
იოდი 5 გრ, კალიუმის იოდიდი 2 გრ, ეთილის სპირტი 95% და გამოხდილი წყალი თანაბრად 100 მლ-მდე გამოხდილი წყალი 1 ლ-მდე.
ჩვენებები
გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური და სისხლძარღვთა გამააქტიურებელი, აგრეთვე როგორც დამხმარე საშუალება იოდის ბადის სახით კანისა და ლორწოვანი გარსის ანთებების, მიოზიტებისა და ნევრალგიების დროს.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში პირდაპირი მზის სხივების მოქმედებისაგან დაცულად
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.