შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება - ივერმექტინი,
მოქმედი ნივთიერება:
ივერმექტინი
1გრ კრემი შეიცავს 10 მგ ივერმექტინს.
დამხმარე ნივთიერება - გლიცეროლი, იზოპროპილის პალმიტატი, კარბომერი, დიმეთიკონი, დინატრიუმის ედეტატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, მაკროგოლ ცეტოსტეარილის ეთერი, სორბიტანის სტეარატი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ფენოქსიეთანოლი, პროპილენგლიკოლი, ოლეილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა:
ტუბი 30გრ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
როზაცეას სამკურნალო პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ივერმექტინი მიეკუთვნება ავერმექტინის ჯგუფს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, განპირობებული ლიპოპოლისაქარიდების მიერ ანთებითი ციტოკინების გამომუშავების დათრგუნვის გზით.
ჩვენებები:
როზაცეას ადგილობრივი მკურნალობა
გამოყენების მეთოდი:
სოლანტრას კრემის თხელი ფენა დაიტანება დღეში ერთხელ სახის ხუთივე უბანზე: შუბლი, ნიკაპი, ცხვირი, ორივე ლოყა. შემდეგ კრემი გადაინაწილეთ თხელ ფენად მთელს სახეზე .
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ კლინიკური მაჩვენებლის მიხედვით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ;
ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდი;
ბავშვთა ასაკი 18 წლამდე ( ამ ასაკში ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი)
განსაკუთრებული მითითებები:
სოლანტრა გამოიყენება მხოლოდ სახის კანზე
უნდა მოვერიდოთ პრეპარატის მოხვედრას ქუთუთოებზე, ტუჩებზე და ლორწოვან გარსებზე.
გვერდითი მოვლენები:
ხშირი(10 დან 1 პაციენტში) კანზე წვის შეგრძნება.
არახშირი (100 დან 1 პაციენტში):
კანის გაღიზიანება,
კანის ქავილი,
კანის სიმშრალე.
უცნობი სიხშირის: კანის ჰიპერემია, კანის ანთება.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
გარეგანი გამოყენების კრემი 30გრ, ტუბში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვედომელ ადგილას.
შენახვის ვადა
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ . ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო რიცხვს.
გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში.
გაცემის პირობები
გაიცემა ფორმა №2 , ურეცეპტოდ