Plasmon
სოლდევიტი / Soldevit


შემადგენლობა:

ერთი დოზა შეიცავს: - ქოლეკალციფეროლი - ვიტამინი D3 - 1000 სე - 25 მკგ.

 

სოლდევიტი ხელს უწყობს:

უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ აბსორბციასა და უტილიზაციას. რაც თავის მხრივ აუცილებელია ძვლების და კბილების განვითარებისათვის.

ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.

ეხმარება ორგანიზამს ნორმალური იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და ჯანსაღი ანთებითი პასუხის ჩამოყალიბებაში.

 

ჩვენებები
ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
რაქიტის, ჰიპოკლაციემური ტეტანიის, ოსტეომალაციის და მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (როგორიცაა ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათეოზი), ვიტამინ D-ს შეწოვის პროცესის შემცირებით გამოწვეული მდგომარეოებების პროფილაქტიკა.
როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპორზის მკურნალობის დროს.

მიღების წესი: 
ერთი დოზა დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ერთი დოზირება შეიცავს 25 მკგ (1000 სე) ვიტამინ D3.

დოზატორის არსებობა უზრუნველყოფს დოზის სიზუსტით მიღებას.

აღნიშნული დოზა არ მიიღება 3 წლამდე!

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. D ჰიპერვიტამინოზი, კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში, შარდკენჭოვანი დაავადება, სარკოიდოზი, თირკმლის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული მაღალ დოზებში ტერატოგენული ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, ასევე სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ექიმთან კონსულტაცია
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ ყოველდღიურ დოზას.


შენახვის
 წესი: 
შეინახეთ გრილ, მშრალ
5-25ºC ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

 

 

სად შევიძინოთ?