Plasmon
სოლიდოსტე / SOLIDOSTE

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: GRICAR CHEMICAL
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი სოლოდოსტე შეიცავს:
კალციუმი - 650 მგ   (კალციუმის კარბონატის სახით 1625 მგ)
ვიტამინი D3 - 10 მკგ    (ქოლეკალციფეროლი 400 ს.ე.)
თუთია - 7 მგ    (თუთიის ოქსიდის სახით 8.7 მგ )
L-ლიზინი - 50 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით. არეგულირებს კალციუმის ცვლას ორგანიზმში, ავსებს კალციუმის და ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის) დეფიციტს, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას.
კალციუმი წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მონაწილეობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედების პროცესში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ფერმენტულ რეაქციებში, ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში. კალციუმი აუცილებელი ელემენტია კანის, თმის, ფრჩხილებისა და კბილების შენებისთვის.
კალციუმის იონები მონაწილეობენ 300 მდე ენზიმურ რეაქციაში ადამიანის ორგანიზმში, წარმოადგენენ ფერმენტებისა და ჰორმონების კოფაქტორს, ასტიმულირებენ ცილის ბიოსინთეზს.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის შეწოვას, ძვლის, კბილების, თმისა და ფრჩხილის ქსოვილის ფორმირებას და მინერალიზაციას.
ვიტამინი D3  - ნაწლავის ეპითელიუმში ააქტიურებს ტრანსპორტერ ცილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინერალების შეწოვაზე. გარდა შეწოვისა ვიტამინი D3 - მონაწილეობს სისხლში თავისუფალი კალციუმის განაწილებაზე, ეხმარება მის ჩალაგებას ძვლოვან ქსოვილში და მათ კრისტალიზაციას, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, არეგულირებს მინერალურ ბალანსს სისხლში და აძლიერებს იმუნიტეტს.
თუთია წარმოადგენს ორგანიზმისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. მონაწილეობს ფერმენტებისა და ჰორმონების სინთეზისა და აქტივაციის პროცესში. თუთია შედის ძვლის, კანის, თმისა და ფრჩხილების შემადგენლობაში.
თუთია მონაწილეობს ორსულობის პერიოდში ნაყოფის ორგანოგენეზის პროცესში.

ლიზინი მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც მონაწილეობას იღებს ცილების, ფერმენტების და ჰორმონების სინთეზში. მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილის სწრაფ აღდგენასა და კოლაგენის დაგროვებაში, რაც წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილისა (ძვალი, ხრტილი, მყესები) და კანის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. უზრუნველყოფს ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას.

ჩვენებები:
• პრეპარატი გამოიყენება როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება  კალციუმისა და/ან ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად მოზარდებსა და მოზრდილებში;
 ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდში;
 ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კალციუმის დონის შესავსებად;
 ოსტეოპოროზისა და მისი გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის;
 ხანდაზმულებში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად:
 მოტეხილობები. 

უკუჩვენება:
ჰიპერკალციემია, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ ან ჭამის დროს წყლის მიყოლებით.
ოსტეოპოროზის მკურნალობისას - 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისას - 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
6-დან 12-მდე ბავშვებში კალციუმისა და ვიტამინი D3-ის დეფიციტის შესავსებად - 1/2 ან 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე ან ექიმის დანიშნულებით.
სხვა შემთხვევებში მკურნალობის დოზასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ძალიან იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლსა და შარდში კალციუმის შემცველობის მომატება. 

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
 

გამოშვების ფორმა: 
ტაბლეტი N30, ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 

შენახვის პირობები:
შეინახეთ 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შენახვის  ვადა: 
მითითებული არის შეფუთვაზე და ბლისტერზე. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის წესი: 
გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?