შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
1 საღეჭი აბი შეიცავს: 4000 სე ვიტამინ D3-ს
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვიტამინი D ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხიმში ხსნადი ვიტამინია. იგი აუცილებელია ძვლოვანი სისტემის ჯანსაღი ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი D აუმჯობესებს შრატში კალციუმისა და ფოსფორის კონცენტრაციას, ასტიმულირებს წვრილ ნაწლავში მათ აბსორბციას, ახდენს კალციუმის ძვლებში მობილიზებას და თირკმლის დისტალურ მილაკებში კალციუმის რეაბსორბციას. D ვიტამინი უმნიშვნელოვანესია სხვა მრავალი ორგანოს გამართული ფუნქციობისათვის. დღეისთვის ცნობილია 500-ზე მეტი გენი, რომლის ექსპრესია პირდაპირ რეგულირდება D ვიტამინის მიერ. D ვიტამინი მონაწილეობს ნეირონების განვითარებისა და დიფერენციაციის პროცესში. მოქმედებს უჯრედების ზრდაზე; ახდენს კატექოლამინების, ნეიროტრანსმიტერების (აცეტილქოლინის, დოფამინის, სეროტონინის) სინთეზის რეგულაციას და აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას; დადებით გავლენას ახდენს კოგნიტური ფუნქციის ჩამოყალიბების პროცესზე. D ვიტამინი დადებით გავლენას ახდენს იმუნური სისტემის პრაქტიკლად ყველა რგოლზე და მონაწილეობს იმუნური უჯრედების დიფერენცირების პროცესში.
მისი ორგანიზმში ზინთეზის ძირითიადი გზა მზის ულტრაიისფერი სხივებია, თუმცა მისი ათვისება ასევე ხდება საკვებიდანაც (ორაგული, სკუმბრია, ვეშაპის ღვიძლის ქონი, ღვიძლი, ხორცი, კვერცხი). მზის სხივების ზემოქმედებით კანში D- ვიტამინის სინთეზის პროცესი შემცირებულია მუქი კანის შეფერილობის მქონე პირებში, რომლებშიც მელანინი მოქმედებს, როგორც ნატურალური მზის „ბლოკატორი“. რაც უფრო მუქია კანის ფერი, მით უფრო მეტი დროა საჭირო ადექვატური რაოდენობით D ვიტამინის წარმოქმნისათვის. აღსანიშნავია, რომ მზის გამოსხივებით D ვიტამინის წარმოქმნის სარგებლიანობა დაბალანსებული უნდა იყოს ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად კანის კიბოს (უპირატესად მელანომის) განვითარების პოტენციური რისკის გათვალისწინებით. ამ გარემოებების გათვალისწინებით მზის პირდაპირი ინსოლაციის პირობებში ყოფნა მზის UVB სხივებისაგან დამცავი საშუალებების გარეშე რეკომენდებული არ არის, რაც ამცირებს ვიტამინი D-ს ორგანიზმში სინთეზს. არაბალანსირებული, არაჯანსაღი საკვები ასევე წარმოადგენს D ვიტამინის დეფიციტის განვითარების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორს.
D ვიტამინის დეფიციტი:
ვიტამინი D-ს დეფიციტთან დაკავშირებულია ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების განვითარება (ბავშვებში რაქიტი, ზრდის შეფერხება, მოზრდილებში ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი); მისი დაბალი კონცენტრაცია ორგანიზმში კორელაციაშია კოგნიტური დეფიციტის გავითარების რისკთან (41-60%), ასევე მეტაბოლური და აუტოიმუნური დაავადებების განვითარებასთან. D ვიტამინის დეფიციტი ზრდის გულ-სისხლძარღვთა (კარდიოვასკულური დაავადებები, ჰიპერტენზია, ინსულტი), საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვულ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული და იმუნური სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს.
ჩვენებები:
• ვიტამინი D-ს დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა;
• რაქიტის, ჰიპოკალცემიური ტეტანიის, ოსტეომალაციის და სხვა ძვალ-სახსროვანი სისტემის დაადავებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
• ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; პოსტმენოპაუზური პერიოდი;
• მალაბსორბცია; ლაქტაზის აუტანლობა; ვიტამინი D-ს აბსორბციის დაქვეითებით გამოწვეული მდგომარეობების პრევენცია და მკურნალობა;
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
• კანისა და კანის დანამატების დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია.
• გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული და იმუნური სისტემის დაავადებათა პრევენცია და კომპლექსური თერაპია.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
• 11 წლიდან 17 წლამდე: 1 საღეჭი აბი დღეში
• 17 წლიდან მოზრდილები და ხანდაზმულები (სხეულის მასის ნორმალური ინდექსით): 1 საღეჭი აბი დღეში
• 17 წლიდან მოზრდილები და ხანდაზმულები (ჭარბი სხეულის მასის ინდექსით): 2 1/2 საღეჭი აბი დღეში 3 მიღებად (1 აბი დილით, 1 აბი შუადღეს, ½ აბი საღამოს)
• ორუსლობისა და ლაქტაციის პერიოდი: 1 საღეჭი აბი დღეში
მიღება რეკომედებულია დღის პირველ ნახევარში კვების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია განისაზღვრება ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დღიური დოზებით მიღების შემთხვევაში არ ახასიათებს.
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან:
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადილზე არაუმეტეს +25ºС ტემპერატურის პირობებში.
სიფრთხილის ზომები:
საკვები დანამატი. არ გადააჭარბოთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.
გამოშვების ფორმა:
№20 საღეჭი აბი სასიამოვნო ანანასის არომატით.
ვარგისიანობის ვადა:
იხილეთ შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემი წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ