Plasmon
ბორის მჟავას 1 % სპირტიანი ხსნარი / SOLUTIO ACIDI BORICI SPIRITUOZA 1%


შემადგენლობა

ბორის მჟავა 1,0 გრ. ეთილის სპირტი 70%° 100 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კარგად შეიწოვება კანიდან და ლორწოვანი გარსიდან. ორგანიზმიდან გამოიყოფა ნელ-ნელა და შეიძლება დაგროვდეს ორგანოებსა და ქსოვილებში. გამოიყოფა თირკმელებიდან - 50 % 12 სთ-ში, დანარჩენი 5-7 დღის განმავლობაში.

ჩვენებები
ანტიმიკრობული მოქმედების პრეპარატი, გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ოტიტების დროს.

მიღების წესები და დოზები
იწვეთებენ ყურში 3-5 წვეთს 2-3 ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 3-5 დღეს.

გვერდითი მოვლენები
ქავილი, წვა, კანის ჰიპერემია შეყვანის ადგილას, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ყურის დაფის პერფორაცია, ფეხმძიმობა, საბავშვო ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს გავლენას.

გამოყენების თავისებურებები: არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე – 18-22oC.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?