Plasmon
იოდის 5% სპირტიანი ხსნარი / Solutio Iodi spirituosa 5%


შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება იოდი - 5გ. 
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის იოდიდი 2გ, ეთილის სპირტი 95% და გამოხდილი წყალი თანაბარი რაოდენობით -100მლ ხსნარის მიღებამდე.
აღწერა: გამჭვირვალე, მურა-წითელი ფერის სითხე, დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იოდი გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული საშუალება ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. აღნიშნული ფარმაკოლოგიური მოქმედება ემყარება ცილების კოაგულაცის შედეგად იოდამინების წარმოქმნის უნარს. როგორც ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება, იოდი გამოიყენება მიოზიტებისა და ნევრალგიების სამკურნალოდ. შიგნით მიღებისას იოდი აქტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. განსაკუთრებით გამოხატულია მისი ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე.Oიოდი მოქმედებს ცილოვან და ლიპიდურ ცვლაზეც, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

ფარმაკოკინეტიკა
იოდი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით (ძირითადად), ნაწლავებით, სარძევე და საოფლე ჯირკვლებით

ჩვენებები
გარეგანად:
• ჭრილობების, მიკროტრავმების, დაჟეჟილობებისას;
• საოპერაციო არის დასამუშავებლად; 
• მიოზიტებისა და ნევრალგიებისას;
• ანთებითი ინფილტრატებისას;
• ოზენას დროს.
შიგნით მისაღებად:
• ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის;
• სიფილისის დროს (მესამეული);
• ჰიპერთირეოზის, ენდემური ჩიყვისას;
• ვერცხლიწყლითა და ტყვიით მოწამვლის დროს.

მიღების წესები და დოზები
გარეგანად. 
გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება კანის დაზიანებულ ან მტკივნეულ უბნებზე წასასმელად.
პერორალურად.
იოდის სპირტიან ხსნარს ღებულობენ ჭამის შემდეგ რძესთან ერთად!
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 1-10 წვეთი 1-2-ჯერ დღეში 30 დღის განმავლობაში (კურსის გამეორება საჭიროა წელიწადში 2-3-ჯერ). 
ათეროსკლეროზის მკურნალობის მიზნით _ 10-12 წვეთი 3-ჯერ დღეში, სიფილისის დროს - 5-50 წვეთი 2-3ჯერ დღეში. 
შიგნით მიღებისას მოზრდილთათვის უმაღლესი ერთჯერადი დოზა - 20 წვეთი, უმაღლესი სადღეღამისო დოზა – 60 წვეთი. 
ბავშვებისთვის - 3-5-წვეთი 2-3-ჯერ დღეში. 5 წლამდე ბავშვებს არ ენიშნებათ.E

გვერდითი მოვლენები
იოდიზმი (სურდო, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, სალივაცია, ცრემლდენა და სხვ.).

უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა იოდის მიმართ.
შიგნით მიღებისას - ფილტვის ტუბერკულოზი, ნეფრიტი, ფურუნკულოზი, აკნე, ჭინჭრის ციება, ქრონიკული პიოდერმია, ჰემორაგიული დიათეზი, ორსულობა, ბავშვთა ასაკი 5 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის პერორალური მიღება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
იოდის ორთქლის შესუნთქვისას აღინიშნება ზედა სასუნთქი სისტემის დაზიანება (წვა, ლარინგობრონქოსპაზმი), იოდის კონცენტრული ხსნარის შიგნით მოხვედრისას ვითარდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე დამწვრობა, ჰემოლიზი, ლეტალური დოზა შეადგენს 3.0გ.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა 0,5% ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარით, პარენტერალურად შეყავთ 30% ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარი 300მლ-მდე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: იოდი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ეთერზეთებთან, ამიაკის ხსნართან, თეთრ დანალექ ვერცხლისწყალთან (წარმოიქმნება ფეთქებადი ნარევი).
იოდი ამცირებს ლითიუმის პრეპარატების ჰიპოთირეოიდულ და სტრუმოგენულ მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი – აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?