რივანოლის ხსნარი 0,1% / SOLUTIO RIVANOLI 0,1%
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: ეუბიოტიკები
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- გამოშვების ფორმა: 0.1% ხსნარი 100მლ ფლაკონი #1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
![](https://vidal.ge/assets/new/images/ads/analgin_max.png)
შემადგენლობა
ეთაკრიდინ ლაქტატი 0,1 გ. გამოხდილი წყალი 100 მლ-მდე
ჩვენებები
ანტიმიკრობული მოქმედების საშუალება, გამოიყენება ძირითადად კოკოვანი ინფექციების სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, ოფთალმოლოგიურ, დერმატოლოგიურ, ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში ახლადდაინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი