ბრილიანტის მწვანე - 1გ, ეთილის სპირტი 60% -100მლ-მდე.
აღწერა: ინტენსიური მწვანე ფერის, გამჭვირვალე სითხე, სპირტის დამახასიათებელი სუნით.
ბრილიანტის მწვანე აქტიურია გრამდადებითი მიკრობების მიმართ, არ ახასიათებს გამაღიზიანებელი მოქმედება (არ იწვევს ქსოვილშიდა წნევის მომატებას).
პრეპარატი მცირედ შეიწოვება დაზიანებელი ზედაპირიდან, არ შეიწოვება დაუზიანებელი უბნიდან.
პრეპარატი გარეგანად გამოიყენება კანის მსუბუქი ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს (პიოდერმია, ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, ბლეფარიტი), ასევე საოპერაციო მიდამოს, ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ კანის საფარის დასამუშავებლად.
გარეგანად. ხსნარს დაიტანენ დაზიანებულ ზედაპირზე და მის ირგვლივ ჯანმრთელ ქსოვილებზე, ბლეფარიტის შემთხვევაში - ქუთუთოს ირგვლივ.
ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება). ხსნარის თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწყება წვა, ცრემლდენა, შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, მის შემადგენლობაში შემავალმა სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანის გაღიზიანება, წვის შეგრძნება, დამწვრობა.
შეუთავსებელია სადეზინფექციო საშუალებებთან, რომელთა შემადგენლობაში შედის აქტიური იოდი, ამიაკი, ტუტეები.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).