1 ბოთლი შეიცავს:
ეთანოლი 95% 1000 მლ
შეფუთვა
1000 მლ პოლიმერულ (PEთ) ბოთლში ხრახნიანი ყელით მოხუფული ხრახნიანი პოლიეთილენის ჩაჩით პირველადი გახსნის კონტროლით.
ფარმაკოლოგიური თვისებებით სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი 95% (ეთანოლი) მიეკუთვნება ანტისეპტიკურ საშუალებას.
ეთანოლის ანტიმიკრობული მოქმედება აიხსნება მისი უნარით მოახდინოს ცილების გაუწყლოება და დენატურაცია.
ეთანოლი იწვევს კანის სისხლძარღვების გაფართოებას, შეიგრძნობა სითბო, მაგრამ არ იზრდება ორგანიზმის ტემპერატურა, რადგან იზრდება სითბოს გაცემა, ეთანოლის დიდი დოზით მიღებისას სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მეტად ქვეითდება
ეთანოლი სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ძირითადად როგორც გარეგანი ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური და გამაღიზიანებელი საშუალება დასაზელად და კომპრესებისათვის.
ეთანოლის ანტისეპტიკური თვისება გამოიყენება ქირურგიული ინსტრუმენტების, საოპერაციო მიდამოს სტერილიზაციისათვის და ოპერაციის წინ სამედიცინო პერსონალის ხელების დასამუშავებლად.
პრეპარატი ინახება კარგად დახურულ ჭურჭელში, გრილ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. სტაციონარებისთვის.
შენახვის ვადა 5 წელი.
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).
03.04.2007 - 03.04.2012