ეთილის სპირტი 95% / Spirtus aethylicus 95%
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ethanol
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- გამოშვების ფორმა: 95% ხსნარი 50მლ ფლაკონი #1, 95% ხსნარი 100მლ ფლაკონი #1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ჩვენებები
- კანის, ხელების სადეზინფექციოდ;
- კომპრესებისათვის;
- ნაყენების, ექსტრაქტების, გარეგანი ხმარების ხსნარების მოსამზადებლად.
მიღების წესები და დოზები
გარეგანი ხმარებისათვის სხვადასხვა კონცენტრაციით (95%, 90%, 70% და 40%).
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი ხმარებისას კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.
უკუჩვენება
ადგილობრივი ხმარებისას კანისა და ლორწოვანი გარსების მწვავე ანთებითი პროცესები.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.