Nuk

წარმოადგენს ცხვირის ღრუებში ხსნარების ნებულაციითვის განკუთნილ სამედიცინო მოწყობილობას

შეფუთვა

სპრეი სოლი შეიცავს:
1. Spray-sol® ნებულაიზერი
2. 5 მლ Luer Lock შპრიცი
3.კანულას ნემსი
4. შესანახი კონტეინერი
5. სპილოს ფორმის  თავსახურს

ნებიანაქსი ერთჯერად დოზიანი  ფლაკონის გამოყენებისას  ხსნარის შეყვანამდე გაათბეთ ხელებში და გახსენით თავსახურის მობრუნებით. ამოიღეთ ნებულიზაციისთვის განკუთვნილი ხსნარი Luer Lock შპრიცით: კანულას ნემსის გამოყენება საჭირო არ არის, რადგან ფლაკონის გახსნა იდეალურად ერგება Luer Lock შპრიცს;

სხვა ტიპის ფლაკონების და/ან კონტეინერების შემთხვევაში: მიამაგრეთ კანულას ნემსი შპრიცს, ამოიღეთ ნებულიზაციისთვის განკუთვნილი ხსნარი და შემდეგ გამოაცალეთ კანულას ნემსი შპრიციდან.

მიამაგრეთ სპილოს ფორმის შპრიცის თავსახური სპრეი სოლის ® ნებულაიზერს, დარწმუნდით, რომ სპილოს სახე ნებულაიზერისკენაა მიმართული, როგორც ეს ნაჩვენებია ფიგურაზე, და ხსნარით სავსე შპრიცი მიამაგრეთ სპრეი სოლის ® ნებულაიზერის შესაბამისზე.

ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში (3 წლამდე ასაკის), აირჩიეთ გვერდულად წოლის პოზიცია, თავი გვერდზე გადახრევინეთ  და ფრთხილად ჩაუდეთ სპრეი სოლის® ნებულაიზერი ზედა ნესტოში. ხსნარის ნებულაიზაციისთვის დააჭირეთ შპრიცის დგუშს.

უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების შემთხვევაში, თავი ოდნავ გვერდზე გადახარეთ და სპრეი სოლი® ნებულაიზერი განათავსეთ ზედა ნესტოში. ხსნარის ნებულაიზაციისთვის დააჭირეთ შპრიცის დგუშს.

ორივე შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ Spray-sol® ნებულაიზერის იასამნისფერი თავსახური არ მოწყდება გამჭვირვალე კორპუსს.

გაიმეორეთ იმავე თანმიმდევრობით მეორე ნესტოსთვის.

ეცადეთ შპრიცში არსებული ხსნარი თანაბრად გადაანაწილოთ ორივე ნესტოში.

მკურნალობის დროს, ნებულაიზირებული ხსნარი შეიძლება ცხვირიდან ჩამოწვეთდეს.

თითოეული გამოყენების შემდეგ, კომპონენტების შეფუთვაში შენახვამდე, გარეცხეთ ისინი შემდეგნაირად:
ნაზალური ნებულაიზერი გარეცხეთ გამდინარე, გრილი წყლით, შესაძლოა დაუმატოთ ნეიტრალური (არააბრაზიული) საპნის წვეთი. შენახვამდე, გააშრეთ რბილი ქსოვილით;
შპრიცის ცილინდრი და დგუში გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ და კარგად გააშრეთ შპრიცის ხელახლა აწყობამდე;
კანულის ნემსი გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან და გააშრეთ ჰაერზე;
შპრიცის თავსახური და კონტეინერი გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ და გააშრეთ რბილი ქსოვილით.

მორგებულ კონტეინერში შენახვამდე დარწმუნდით, რომ ყველა კომპონენტი სრულიად მშრალია.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
გამოიყენეთ პროდუქტი მხოლოდ დანიშნულებისამებრ.
სპრეი სოლი ®-ის ნებულაიზერი და კანულა უნდა გამოიყენონ ბავშვებმა ან კვების პრობლემის მქონე პირებმა ზრდასრულის მეთვალყურეობის ქვეშ.
არ გამოიყენოთ სპრეი სოლი 3 თვემდე ასაკის ბავშვებზე.

შეინახეთ პროდუქტი ტენიანობის, სინათლისა და სითბოს წყაროებისგან მოშორებით.

ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ, რომ Spray-sol®-ის მოწყობილობები, შპრიცი და კანულა არ არის დაზიანებული; დაზიანების შემთხვევაში, არ გამოიყენოთ ისინი.

გამოყენების სიხშირისთვის, დაიცავით ნებულაიზერის ხსნარის ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქცია ან ექიმის მითითებები. ჰიგიენური მიზეზების გამო, Spray-sol® ნებულაიზერი განკუთვნილია ერთი პაციენტისთვის, მაგრამ მისი ხელახლა გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადი ნებულაიზებისთვის. ხელახლა გამოყენებამდე გაწმინდეთ ინსტრუქციის მიხედვით.

გამოიყენეთ სპრეი სოლი® ნებულაიზერი მანამ, სანამ მისი მექანიკური მთლიანობა და ხსნარის ნებულაიზერის უნარი შენარჩუნებულია.

რეკომენდებულია, რომ შპრიცი და კანულას ნემსი არ გამოიყენოთ პირველი გამოყენებიდან 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ყოველი გამოყენების შემდეგ, სპრეი სოლი® ნებულაიზერი, შპრიცი, კანულას ნემსი და სპილოს ფორმის შპრიცის თავსახური მოათავსეთ შესაბამის კონტეინერში, კარგად გარეცხვისა და გაშრობის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

წარმოაადგენს სამედიცინო მოწყობილობას.