Plasmon
სტერინაზოლი / STERINAZOL


ფარმაკოლოგიური თვისება: ფლუკონაზოლი წარმოადგენს ტრიაზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ახდენს სოკოს უჯრედში სტეროლების სინთეზის მძლავრ სელექტიურ ინჰიბიrebas.  იგი აქტიურია შემდეგი მიკოზების მიმართ: საფუარა სოკოები: Candida spp. Cryptococcus neoformans;  დერმატოფიტები: Trichophyton, Microsporum და Epidermophyton spp; ენდემური მიკოზების გამომწვევები: Coccdioides immitis, Paracoccidioides brasiliensis, Histoplazma capsulatum, blastomyces dermatitis, Sporothrix schenkii.

ფარმაკოკინეტიკა: არ იცვლება პერორალური და / მიღებისას, პერორალური მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება; პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა უზმოზე პრეპარატის მიღებისას 0,5-1,5 საათის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს და პლაზმური კონცენტრაციის პროპორციულია. პლაზმის ცილებთან შეკავშირება 11-12%. კარგად გადის ფიზიოლოგიურ სითხეებში; მისი კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში უტოლდება პლაზმურ კონცენტრაციას; სოკოვანი მენინგიტის შემთხვევაში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ლიქვორში შეადგენს პლაზმური კონცენტრაციის 80%- რქოვანა გარსში, ეპიდერმისში და ოფლში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია აჭარბებს პლაზმისმიერს. გამოიყოფა თირკმელით 80% შეუცვლელი სახით, მოცირკულირე მეტაბოლიტები არ აღინიშნება.

სტერინაზოლის ჩვენებები:  კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის ჩათვლით; გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები; ლორწოვანის კანდიდოზი: პირის ღრუს, ხახის, საყლაპავის კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქოპულმონური ინფექციები, კანდიდურია, პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი ნორმალური ან დაქვეითებული იმუნური ფუნქციის დროს, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში; გენიტალური კანდიდოზი: მწვავე ან მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი, კანდიდოზური ბალანიტი; სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირებში რომლებც განწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი ციტოსტატიკური ან სხივური თერაპიის შედეგად; კანის მიკოზები: ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზები, ბრტყელი ლიქენი, ონიქომიკოზი; იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის დროს ღრმა ენდემური მიკოზები, კოკციდიოდომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.


კაფსულის მიღება საუკეთესოა დღის ერთი და იგივე დროს. პრეპარტის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ისე კვებებს შორის შუალედში.

გვერდითი მოვლენები:  პრეპარატი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანობით.  მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე. ზოგჯერ შესაძლებელია თავის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებ-ში პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება ღვიძლის მხრივ ტოქსიკური ცვლილებები, რომელიც, როგორც წესი, აღენიშნებათ მძიმე სოკოვანი ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებს. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლინებისთანავე საჭიროა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.  შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში მნიშვნელოვნად მომატებულია კანის მძიმე რეაქციების განვითარების რისკი სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებისას. იშვიათად ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები პრეპარატის მიმართ: მოხრჩობის უეცარი შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში; ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება; კანზე გამონაყარი ან ქავილით მიმდინარე წითელი ლაქები; მთელი სხეულის ქავილი. აღნიშნული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. 


უკუჩვენება:  მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ალერგიული რეაქციები, ქავილის, კანის ჰიპერემიის ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით. პრეპარატის კომბინაცია ტერფენადინთან და ციზაპრიდთან ნებადართული არ არის.

 
განსაკუთრებული მითითებები:  პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ისეთი მდგომარეობების დროს როგორიცაა: - არსებული ან დაგეგმილი ორსულობა; - ლაქტაციის პერიოდი; - თირკმელების დაავადებები. 


ჭარბი დოზირება:  დიდი რაოდენობით პრეპარატის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა გვერდითი მოვლენების განვითარება, რომელთა კორეგირება წარმოებს ექიმთან კონსულტაციით შესაბამისი მკურნალობის გამოყენებით სამკურნალო დაწესებულებაში. 


ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:  პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში როგორიცაა: ვარფარინი ან კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, რიგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი, ჰიდროქლოროთიაზიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, თეოფილინი, ტერფენადინი და ასთემიზოლი, ციზაპრიდი, ზიდოვუდინი.

 

გაცემის წესი:  ფამაცევტული პროდუქტის ჯგუფი II -გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

 

გამოშვების ფორმა:  შეფუთვაში 4  კაფსულა.

სად შევიძინოთ?