ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

სტოლონიკელ D6 წვეთები (ნატუროპათი)

Stolonikehl D6 (Naturopath)

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: წვეთები 10 მლ
მწარმოებელი: SANUM (გერმანია)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ავენი

აღწერა

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Penicillium brevicompactum D6-ის 1 მლ ხსნარს HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით ((HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
 
ჩვენება
ნეკნთაშუა და სამწვერა ნერვის ნევრალგია
 
თვისებები
საყოველთაოდ გავრცელებულ ობის სოკოს სახეობას Penicillium brevicompactum-ს ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან ანტივირუსულ მოქმედებას მიაწერდნენ. სისტემატურმა კვლევებმა აჩვენა ხელოვნური ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მოქმედება, ამასთანავე მის მოქმედების მექანიზმად განიხილებოდა
ინტერფერონის ძლიერი ინდუცირება. 60-იან წლებში შეძლეს ვირუსის დამთრგუნველი ნივთიერების გამოყოფა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით `შტატოლონ~. პრეპარატის შემდგომი გაუმჯობესება მხოლოდ
ბოლო წლებში მოხდა შANUM-KEHLBEჩK-ის მიერ, მან შესძლო სოკოს შტამის მიცელიუმიდან, სხვა რეცეპტების ანალოგიურად სამკურნალო პრეპარატის შემუშავება.
 
მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 8 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
შეიზილება 5-10 წვეთი დღეში დაავადებულ ადგილას ან იდაყვის
ფოსოში
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

SANUM

SANUM

თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 33
ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი