Plasmon
სტრეპსილს® პლუსი / Strepsils® Plus


შემადგენლობა 

1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ამილმეტაკრეზოლი - 0,6 მგ, 2,4 - დიქლორბენზილის სპირტი -1,2 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 10მგ.
დამხმარე ნივთიერება: ტარტარის მჟავა, ნატრიუმის საქარინატი, ლევომენთოლი, ბაღის პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ყვითელი ქინოლინი, ინდიგოკარმინი, საქაროზა, გლუკოზა.

აღწერილობა:
ღია ფერის მომწვანო-მოლურჯო ბრტყელცილინდრული ტაბლეტები მენთოლის სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ in vitro, გააჩნია ანტიმიკოზური ზემოქმედება. აგრეთვე ახდენს ადგილობრივად მაანესთიზირებელ და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები
სიმპტომატური მკურნალობა, ყელის ძლიერი ტკივილის, პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ - ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები
ადგილობრივად მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - მიიღება ყოველ 2-3 საათში 1 ტაბლეტი. 24 საათის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტი არ მიიღება.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- საბავშვო ასაკი (12 წლამდე).

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება გამოყენება პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

ჭარბი დოზირება
ნაკლებად შესაძლებელია. შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილების ძლიერი ანესთეზია. მკურნალობა სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?