შემადგენლობა
1 მლ თხევადი განზავება შეიცავს Strophanthus gratus D4-ის 1 მლ ხსნარს HAB-ის 4ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, 51% სპირტი.
ჩვენება
გულის მუშაობის სისუსტე, სისხლის მოცულობის გაზრდა, არტერიული ჰიპერტენზია, ნატრიუმით გადატვირთვა, თამბაქოს მოხმარებითგამოწვეული გულის ნევროზი, ათეროსკლეროზი, გულის დეკომპენსაცია, მოლოდინის შიში, სისხლდენა და საშვილოსნოს არეში ძლიერი შეგუბება
თვისებები
Strophanthus, ასევე ცნობილია Ouabain-ის სახელწოდებით, მას უძველესი დროიდან იყენებდა აფრიკის ადგილობრივი მოსახლეობა სასროლი შხამის სახით. მას იღებდნენ ლიანისებრთა ოჯახის მცენარეებისაგან,
რომლებიც რძის მსგავს წვენს გამოიმუშავებდნენ, იმავდროულად, იგი ადამიანის ორგანიზმის ჰორმონსაც წარმოადგენს, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების ფასციკულურ ზონაში გამომუშავდება და წყალ-მარილოვანი ბალანსის რეგულაციაში მონაწილეობს. ადამიანის ჰიპოთალამუსში არის g-Strophanthin-იც. ამგვარად,
g-Strophanthin ადამიანისათვის აუტოლოგიური ნივთიერებაა. მისი ზემოქმედებით შესაძლოა მნიშვნელოვნად დაირღვეს გულის მუშაობა. ასაკის მატებასთან ერთად თირკმელზედა ჯირკვლების დაქვეითებული ფუნქციის დროს, g-Strophanthin-ის მიღებამ შესაძლოა თირკმელზედა ჯირკვლების არასაკმარისი ფუნქციის კომპენსირება მოახდინოს და ამით გააუმჯობესოს სუსტი`მოხუცებული გულის~ მუშაობა.
მიღების წესი და დოზირება
მწვავე შემთხვევებში მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ საათში
ან ყოველ საათში, დღეში არაუმეტეს 12-ჯერ.. მიმდინარეობის
ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ვინაიდან Strophanthus D4-ი სპეციფიურ ორგანულ კომპონენტებს შეიცავს, თეორიულად შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევეაში მკურნალობა უნდა გაგარძელდეს სიმპტომურად.
უკუჩვენებები
Strophanthus არ მიიღება ალკოჰოლიზმის დროს. ღვიძლის დაავადებების დროს, ასევე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, სპირტის შემცველობის გამო Strophanthus-ის მიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ შეიძლება. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს პრეპარატი, ალკოჰოლის შემცველობის გამო, არ მიიღება მითითებები ეს პრეპარატი შეიცავს 51% სპირტს. ქალებში ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციის შემდეგ, ისევე როგორც ბავშვებში. ეს ასევე ეხება თირკმელების და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ, 30 მლ და 100 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში