შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სუნიტინიბის მალატი 16.7მგ, 33,4მგ ან 66,8მგ რაც შეესაბამება 12,5მგ, 25მგ ან 50მგ სუნიტინიბს.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი 25მგ ან 50მგ კაფსულები დამატებით შეიცავს რკინის ყვითელ ოქსიდს და რკინის შავ ოქსიდს.
(მელნის შემადგენლობაში შედის შელაქი, პოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი.
აღწერა
12,5მგ კაფსულა. ჟელატინის მყარი კაფსულა, მოწითალო-მოყავისფრო ფერის კორპუსით და თავსახურით, რომლის თავსახურზე დაბეჭდილია ,,Pfizer’’, კორპუსზე ,,STN-12,5 მგ” 25მგ კაფსულა. ჟელატინის მყარი კაფსულა, მოწითალო-მოყავისფრო ფერის კორპუსით და თავსახურით, რომლის თავსახურზე დაბეჭდილია ,,Pfizer’’, კორპუსზე ,,STN-25 მგ”. კაფსულა 50მგ. ჟელატინის მყარი კაფსულა, მოწითალო-მოყავისფრო ფერის კორპუსით და თავსახურით, რომლის თავსახურზე დაბეჭდილია ,,Pfizer’’, კორპუსზე ,,STN-50 მგ”. ნებისმიერი ფერის კაფსულაზე წარწერა გაკეთებულია თეთრი მელნით. კაფსულა შეიცავს ყვითლიდან ნარინჯისფრამდე ფერის გრანულებს.
ფარმაკოდინამიკა
სუნიტინიბს შეუძლია სხვადასხვა თიროზინკინაზას (თრკ) რეცეპტორების ინჰიბირება, რომელიც მონაწილეობს სიმსივნის ზრდაში, პათოლოგიურ ანგიოგენეზში და მეტასტაზების წარმოქმნაში. ავლენს მაინჰიბირებელ მოქმედებას სხვადასხვა კინაზების ( > 80) მიმართ. ნაჩვენები იყო, რომ ის წარმოადგენს თრომბოციტური ზრდის ფაქტორის რეცეპტორების ინჰიბიტორს (PDGFRα და PDGRFβ), სისხლძარღვის ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორის რეცეპტორების ინჰიბიტორს (VEGRF1, VEGRF2 და VEGRF3), ღეროვანი უჯრედების რეცეპტორის ინჰიბიტორს (KIT), Fms-მსგავსი თიროზინკინაზა-3-ის რეცეპტორების ინჰიბიტორს (FLT), კოლონიის მასტიმულრებელი ფაქტორის რეცეპტორის ინჰიბიტორს, CSF-1R) და ნეიროტროფიული გლიური ფაქტორის რეცეპტორის ინჰიბიტორს. (RET). ძირითადი მეტაბოლიტის აქტივობა იყო სუნიტინიბის აქტივობის მსგავსი.
სუნიტინიბი აინჰიბირებდა სხვადასხვა თიროზინკინაზას ფოსფორილირებას (PDGRFβ, VEGRF2, KIT) სიმსივნეების ქსენოგრაფტებში, რომლებიც აექსპრესირებდნენ სამიზნე თიროზინკინაზას ინ ვივო და გამოავლინა სიმსივნის ზრიდს დათრგუნვა ან მისი რეგრესი ან/და მეტასტაზების დათრგუნვა სიმსივნის სხვადასვა ექსპერიმენტულ მოდელში. სუნიტინიბმა გამოავლინა სიმისვნის უჯრედების ზრდის ინჰიბირების უნარი, რომლებიც აექსპრესირებდნენ დერეგულირებულ სამიზნე (PDGFR, RET, KIT) in vitro და PDGღFβ- და PDGRFβ -დამოკიდებულ ანგიოგენეზის უნარი in vivo.
შიგნით მიღებისას სუნიტინიბი კარგად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღების დრო შეადგენდა 6-12 საათს. საკვების მიღება არ მოქმედებს სუნიტინიბის ბიოშეღწევადობაზე. სუნიტინიბის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენდა 95 და 90%ს შესაბამისად, კონცენტრაციისგან აშკარა დამოკიდებულების გარეშე, 100-4000ნგ/მლ-ის ფარგლებში. ქსოვილებში გათვლადი განაწილების მოცულობა (Vd/F) შეადგენდა 2230ლ-ს.
სუნიტინიბის მეტაბოლზმი ხორციელდება ძირითადად ციტოქრომ Р450-ის იზოფერმენტ CYP3A4-ით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც შემდგომ მეტაბოლიზდება იმავე იზოფერმენტ CYP3A4-ით. აქტიური მეტაბოლიტის წილი შეადგენს “კონცენტრაცია-დროის” (AUC) მრუდის 23-37%-ს.
სუნიტინიბი გამოიყოფა ძირითადად განავლით (61%); თირკმელებით, პრეპარატის და მისი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შეყვანილი დოზის დაახლოებით 16%. საერთო კლირენსი შიგნით მიღებისას, აღწევდა 34-62ლ/სთ-ს.
პრეპარატის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, ჯანმრთელ მოხალისეებში სუნიტინიბის და მისი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 40-60 და 80-110 საათს. განმეორებითი ყოველდღიური მიღებისას ხდება სუნიტინისბის 3-4 ჯერადი დაგროვება და მისი ძირითადი მეტაბოლიტის 7-10 ჯერადი დაგროვება. სუნიტინიბის და მისი აქტიური მეტაბოლიტის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 10-14 დღის შემდეგ. 14 დღისთვის სუნიტინიბის და მისი აქტიური მეტაბოლიტის სუმარული კონცენტრაცია პლაზმაში, შეადგენს 62,9-101ნგ/მლ-ს. მრავალჯერადი ყოველდღიური მიღებისას ან განმეორებითი ციკლებისას, დოზირების სხვადასხვა რეჟიმით, სუნიტინიბის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები აღმოჩენილი არ არის.
ასაკი, წონა, კრეატინინის კლირენსი, რასა, სქესი ან შეფასება ონკოლოგების აღმოსავლეთის გაერთიანების ჯგუფის მიხედვით (შკალა ECOG) კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს პრეპარატის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაზე.
სხეულის მასა და სიცოცხლის ხარისხი: პოპულაციის ფარმაკოკნეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ არ არის აუცილებელი დოზის ცვლილება სხეულის მასის და სიცოცხლის ხარისხის მიხედვით, რომელიც შეფასებულია ECOG შკალით.
სქესი: არსებული მონაცემები მიუთითებს, სუნიტინიბის მოჩვენებითი კლირენსი ქალებში შეიძლება 30%-ით დაბალი იყოს ვიდრე მამაკაცებში, თუმცა ეს განსხვავება არ მოითხოვს საწყისი დოზის კორექციას.
-გასტროინტესტინული სტრომალური სიმსივნეები იმატინიბით მკურნალობის უეფექტობისას რეზისტენტობის ან აუტანლობის გამო;
-გავრცელებული და/ან მეტასტაზირებული თირკმლის უჯრედოვანი კიბო პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იტარებდნენ სპეციფიურ მკურნალობას;
-გავრცელებული და/ან მეტასტაზირებული თირკმლის არაუჯრედოვანი კიბო ციტოკინებით მკურნალობის არაეფექტურობისას.
შიგნით. პრეპარატის მიღება დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 50მგ-ს დღეში 4 კვირის განმავლობაში, შემდგომი შესვენებით 2 კვირა (რეჟიმი 4/2). ამგვარად, თერაპიის სრული ციკლი შეადგენს 6 კვირას.
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია, გამოტოვებული დოზის კომპენსაცია საჭირო არ არის.
პაციენტმა უნდა მიიღოს დანიშნული დოზა შემდეგ დღეს.
ინდივიდუალური ამტანობის და უსაფრთხოების მიხედვით, პრეპარატის სუტენტი დღიური დზოა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს 12,5მგ-ით, და უნდა შეადგინოს არაუმეტეს 87,5მგ და არანაკლებ 37,5მგ.
გამოყენება ბავშვებში: პრეპარატის სუტენტი ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში, დადგენილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში: ასტ ან/და ალტ აქტივობის მომატებისას, რომელციც ნორმის ზედა ზღვარს აჭარბებს 2,5-ჯერ ან ამ მაჩვენებლების მომატების შემთხვევაში ძირითადი დაავადების შედეგად 5-ჯერზე ნაკლებად, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში: შრატის კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას ნორმის ზედა ზღვარზე ორჯერ მეტად დოზის კორექცია საჭირო არ არის.
მეტნაკლებად სერიოზული გვერდითი მოვლენები დაკავშირებული პრეპარატით სუტენტი
მკურნალობასთან, იყო: ფილტვის ემბოლია (1%), თრომბოციტოპენია (1%), სიმსივნიდან სისხლდენა (0.9%), ფებრილური ნეითროპენია (0.4%) და არტერიული ჰიპერტენზია (0.4%).
2%-ში შემთხვევებში, პაციენტებში მეტასტაზირებული, თიკრმლის-უჯრედოვანი კიბოთი, აღწერილი იყო ვენური თრომბოემბოლია: ფილტვის ემბოლია (მე-4 ხარისხის) – ორ პაციენტში და ღრმა ვენების თრომბოზი (მე-3 ხარისხის) - ორ პაციენტში. პაციენტებში გასტროინტესტინური სტრომალური სიმსივნეებით, რომლებიც იღებდნენ სუნიტინიბს, ვენური თრომბოემბოლია აღინიშნა 7 შემთხვევაში (3%). 7-იდან 5-ს აღენიშნებოდა ღრმა ვენების მე-3 ხარისხის თრომბოზი, ორ პაციენტს – პირველი ან მე-2 ხარისხის.
ყველა ხარისხის მეტნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატით სუტენტი მკურალობასთან (აღინიშნა პაციენტების 20%-ზე მეტში) იყო დაღლილობა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა დიარეა, გულისრევა, სტომატიტი, დისპეფსია და ღებინება, აგრეთვე კანის პიგმენტაციის დარღვევა; გამონაყარი; ხელისგულ-ქუსლის ერითროდიზესთეზიის სინდრომი, კანის სიმშრალე, თმის შეფერილობის ცვლილება, ლორწოვანი გარსების ანთება, ასთენია, გემოვნების დარღვევა და ანორექსია. პაციენტებში, სოლიდური სიმსივნეებით, მეტნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები, დაკავშირებული პრეპარატით სუტენტი მკურნალობასთან იყო დაღლილობა, არტერიული ჰიპერტენზია და ნეითროპენია მე-3 ხარისხის სიმძიმემდე და ლიპაზას აქტივობის მომატება მე-4 ხარისხის სიმძიმემდე. გვერდითი მოვლენები, აღნიშნული კლინიკურ კვლევებში პაციენტთა > 5%-ში, სოლიდური სიმსივნეებით, მოყვანილია ქვემოთ და სისტემატიზებულია ორგანოთა კლასის, სიხშირის და სიმძიმის მიხედვით. ყოველი ჯგუფის გვერდითი მოვლენები განლაგებულია სიმძიმის კლების მიხედვით.
სიხშირე: ძალიან ხშირი(≥ 1/10), ხშირი ( ≥ 1/100 - < 1/10), არახშირი ( ≥ 1/1000 - < 1/100), იშვიათი ( ≥ 1/10000 - < 1/1000) ძალიან იშვიათი ( < 1/10000).
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირი - ანემია, ნეითროპენია, თორმბოციტოპენია; ხშირი-ლეიკოპენია.
საჭმლის მომნელებელი ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირი - გემოვნების გაუკუღმართება, დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, მუკოზიტები, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, ანორექსია, ყაბზობა, გლოსოდინია (ენის ნევრალგია), მეტეორიზმი, პირის სიმშრალე; ხშირი - ტკივილი პირის ღრუში, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, არახშირი - პანკრეატიტი, იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია.
კანის და კანის დანამატების მხრივ: ძალიან ხშირი - კანის შეფერილობის ცვლილება, ხელისგულის-ქუსლის სინდრომი (ერითროდიზესთეზია), გამონაყარი (ერითემატოზული, ლაქოვანი, პაპულური, სარტყლისებრი, გენერალიზებული, ფსორიაზისმაგვარი), ბუშტუკები, თმის ფერის ცვლილება, კანის სიმშრალე, ერითემა; ხშირი - ალოპეცია, კანის წვა, ქავილი, ექსფოლიაციური დერმატიტი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ხშირი - ტკივილი კიდურებში, ართრალგია, მიალგია.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - თავის ტკივილი; ხშირი -თავბრუსხვევა, პარესთეზიები, უძილობა ან მომატებული ძილიანობა, დეპრესია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი - არტერიული წნევის მომატება, ხშირი - მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითება, ვენური თრომბოემბოლია (ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი);
არახშირი - გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა, იშვიათად - Q-T ინტერვალის გახანგრძლივება, წინაგულების თრთოლვა და ციმციმი “პირუეტის” ტიპით.
საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი - ქრომატურია (შარდის ფერის ცვლილება).
სუნთქვის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირი - ცხვირიდან სისხლდენა; ხშირი-ქოშინი, ხორხ-ხახის ტკივილები.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხშირი - ჰიპოთირეოზი, თირეოტროპული ჰორმონის დონის მომატება.
სხვა: ძალიან ხშირი - ასთენია/მომატებული დაღლილობა, ლიპაზას აქტივობის მომატება, ხშირი - ცრემლდენა, სხეულის მასის შემცირება, გრიპი, ცხელება, შემცივნება, პერიფერიული შეშუპება, პერიორბიტალური შეშუპება, გაუწყლოვნება, სისხლის შრატში კრეატინფოსფოკინაზას და ამილაზას აქტივობის მომატება; არახშირი - სიმსივნიდან სისხლდენა, გრიპისმსგავსი სინდრომი, ავადმყოფებში, თავის ტვინში მეტასტაზებით ან შექცევათი ლეიკოენცეფალოპათიით აღწერილია კრუნჩხვების შემთხვევები.
პოსტმარკეტინგული კვლევის მონაცემები
სუნიტინიბის გამოყენებისას მისი რეგისტრაციის შემდეგ დაფიქსირებული იყო შემდეგი არასასურველი მოვლენები.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ:
აღინიშნა თრომბოზული მიკროანგიოპათიის იშვიათი შემთხვევები. ამ დროს რეკომედნებულია სუნიტინიბის მიღების დროებით შეწყვეტა; სიმპტომების მოხსნის შემდეგ პრეპარატის მიღება შეიძლება განახდლეს მკურნალი ექიმის დანიშნულებით.
სუნთქვის ორგანოების მხრივ:
აღინიშნა ფილტვის არტერიის ემბოლიის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. ენდოკრინული სისტემის მხრივ:
კლინიკურ კვევებში და პრეპარატის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას დაფიქსირებული იყო ჰიპერთირეოზის იშვიათი შემთხვევები ჰიპოთირეოზში გადასვლით.
იმუნური სისტემის მხრივ:
აღინიშნა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
ინფექციები და ინვაზიები:
აღწერილია სერიოზული ინფექციები (ნეითროპენიის ფონზე ან მის გარეშე), რომელთა ნაწილიც დასრულდა ლეტალურად.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ:
აღწერილია მიოპათიის ან/და რაბდომიოლიზის იშვიათი შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე, იშვიათად ლეტალური გამოსავლით. ამგვარი პაციენტების უმრავლესობაში აღინიშნებოდა მსგავსი რის ფაქტორები ან/და ისინი იღებდნენ თანმხლებ თერაპიას პრეპარატებით, რომლებსაც ახასიათებს მსგავსი არასასურველი რეაქცია.
აღწერილია ფისტულის შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ დაკავშირებულია ნეკროზთან და/ან სიმსივნის რეგრესთან, ზოგიერატი დასრულდა ლეტალური გამოსავლით.
ნერვული სისტემის მხრივ:
აღწერილია გემოვნების დარღვევა, აგევზიის ჩათვლით.
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ
აღწერილია თირკმლის ფუნქციის დარღვევის/თირკმლის უკმარისობის შემთხვევები, ზოგიერთი დასრულდა ლეტალურად.
აღწერილია პროტეინურიის შემთხვევები და იშვიადათ ნეფროტოქსიური სინდრომი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
აღწერილია კარდიომიოპათიის შემთხვევები, ზოგიერთი დასრულდა ლეტალურად.
• ჰიპერმგრძნობელობა სუნიტინიბის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვთა ასაკი (სუტენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის).
სიფრთხილით
სუნიტინიბის მიღება საჭიროა სიფრთხილით, პაციენტებში, ანამნეზში Q-T ინტერვალის გახანგრძლივებით, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიარითმულ პრეპარატებს ან აღენიშნებათ გულის შესაბამისი დაავადება, ბრადიკარდია ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, აგრეთვე თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს. საჭიროა სიფრთხილის დაცვა და სუნიტინიბის დოზის შემცირება, იზოფერმენტ CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაცია.
პრეპარატით სუტენტი მკურნალობა უნდა მოხდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან მუშაობის გამოცდილება.
პრეპარატით სუტენტი თერაპიის ყოველი ციკლის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ჰემატოლოგიური მაჩვენებლების სრული ანალიზი.
მიღებული იყო შეტყობინებები სისხლდენაზე, ზოგჯერ სასიკვდილოზეც, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, სასუნთქი გზებიდან სისხლდენის, საშარდე სისტემის სიმსივნეებიდან სისხლდენის და თავის ტვინში სისხლჩაქცევის ჩათვლით. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს მოულოდნელად, ხოლო ფილტვებში სიმსივნური კერის გამო ვლინდება მძიმე ან სიცოცხლისთვის საშიში სისხლიანი ხველით ან ფილტვიდან სისხლდენით. პერიოდულად აუცილებელია ექიმის მიერ გამოკვლევა და სისხლის მაჩვენებლების შეფასება, სისხლდენის პირველი ნიშნების გამოვლენისა და აუცილებელი თერაპიული ზომების მიღებისთვის. ანტიკოაგულანტებით თანმხლები თერაპიისას საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი. თიროზინკინაზას რეცეპტორების ინჰიბირებას და გულის ფუნქციას შორის კავშირი შესწავლილი არ არის. უცნობია აღინიშნება თუ არა მკურნალობასთან დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის რისკი პაციენტებში, რომლებშიც დარეგისტრირებული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, სუნიტინიბით მკურნალობის დაწყებამდე, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი (მძიმე/არასტაბილური სტენოკარდიის ჩათვლით), კორონარული/პერიფერიული შუნტირება, სიმპტომური შეგუბებითი გულის უკმარისობა, ცერებროვასკულური გართულებები ან ტრანზიტორული იშემიური დარღვევები, ფილტვის ემბოლია. პრეპარატ სუტენტის დანიშვნისას ამგვარი კატეგორიის პაციენტებში საჭიროა რისკი/სარგებლის შეფასება. თერაპიის დროს საჭიროა პაციენტების პერიოდული გამოკვლევა გულის შეგუბებითი უკმარისობის კლინიკური ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისთვის. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შეფასება საჭიროა თერაპიის დაწყებამდე, აგრეთვე პერიოდულად მკურნალობის დროს.
გულის შეგუბებითი უკმარისობის კლინიკური ნიშნების გამოვლენისას სუნიტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს. გულის შეგუბებითი უკმარისობის კლინიკური ნიშნების არ არსებობისას, მაგრამ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციისას < 50% ან ამ მაჩვენებლის 20%-ზე მეტად შემცირებისას, საწყის დონესთან შედარებით (თერაპიის დაწყებამდე) რეკომენდებულია სუნიტინიბის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა. თერაპიულზე დაახლოებით 2-ჯერ მაღალი კონცენტრაციებისას, სუნიტინიბი იწვევს QთცF ინტერვალის გახანგრძლივებას (ფრედერიკის კორექცია). ამ ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია და დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის რისკ- ფაქტორებზე და ინდივიდუალიზმზე. სუნიტინიბი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ Q-T ინტერვალის გახანგრძლივება და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიარითმულ პრეპარატებს, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის დაავადება, ბრადიკარდია ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. საჭიროა სიფრთხილის დაცვა და სუნიტინიბის დოზის შემცირება იზოფერმენტ CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების მიღებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს პლაზმაში სუნუტინიბის კონცენტრაცია. თერაპიის დაწყებამდე და პრეპარატით სუტენტი მკურანლობის პერიოდში რეკომენდებულია ეკგ კონტროლი. პაციენტი უნდა გამოიკვლიონ არტერიული ჰიპერტენზიის გამოსავლენად, არტერიული წნევის კონტროლის სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმით, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, რეკომენდებულია პრეპარატ სუტენტით თერაპიის დროებით შეწყვეტა.
თერაპიას ანახლებენ, როდესაც ხერხდება არტერიული ჰიპერტენზიის კუპირება.
რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ფონური ლაბორატორიული მაჩვენებლების გამოკვლევა, პაციენტებში, ჰიპოთირეოზით ან ჰიპერთირეოზით. სუნიტინიბით მკურნალობის დაწყებამდე, ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტების მკურნალობა ხდება სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის მიხედვით. რეკომენდებულია ყველ პაციენტზე დაკვირვება სუნიტინიბით მკურალობის დორს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის გამოსავლენად. პაციენტები ფარისებრი ჯირკვლის დისფნქციის ნიშნებით ან/და სიმპტომებით უნდა გადიოდნენ ლაბორატორიულ კონტროლს. პაციენტი უნდა გააფრთხილონ, რომ პრეპარატით სუტენტი მკურნალობის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს კანის ფერის ცვლილება, პრეპარატში საღებავის არსებობის გამო (ყვითელი). აგრეთვე შეიძლება მოხდეს თმის და კანის გაუფერულება. რადგან პრეპარატის სუტენტი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გულისრევა და ღებინება, საჭიროა ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების პროფილაქტიკური დანიშვნა.
დიარეის აღმოცენებისას, ინიშნება დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები. პრეპარტით სუტენტი მკურნალობის პერიოდში პერიოდულად აუცილებელია სისხლის შრატში ლიპაზას და ამილაზას აქტივობის შემოწმება. პანცრეატიტის ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია რეგულარული სამედიცინო კონტროლი. პაციენტებში, თავის ტვინში მეტასტაზებით, ანამნეზში კრუნჩხვებით ან/და შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის ნიშნებით/სიმპტომებით, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, შეკავებულობა, გონებრივი მუშაობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა, კორტიკალური სიბრმავის ჩათვლით, საჭიროა სტანდარტული მეთოდებით კონტროლი, არტერიული წნევის კონტროლის ჩათვლით. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში თერაპიის ფონზე რეკომენდებულია დროებით პრეპარატის სუტენტი მიღების შეწყვეტა. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა შეიძლება განახლდეს ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით. თრომბოზული მიკროანგიოპათიის გამოვლენისას, რეკომენდებულია სუნიტინიბით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა შეიძლება განახდლეს მკურნალი ექიმის რეკომენდაციით. სუნიტინიბით მკურნალობის პერიოდში, მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის ფონური გამოკვლევა, აგრეთვე თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების მონიტორინგი.
სუნიტინიბის მიღების უსაფრთხოება ავადმყოფებში საშუალო და მძიმე ხარისხის პროტეინურიით შესწავლილი არ არის. პაციენტებში ნეფროტოქსიკური სინდრომით სუნიტინიბით მკურნალობა უდნა შეწყდეს. თერაპიის დროს და მინიმუმ მისი დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში აუცილებელია კონტრაფეფციის საიმედო მეთოდების გამოყენება.
ფერტილობა:
პრეკლინიკური კვლევის მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ სუნიტინიბით მკურნალობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქალების და მამაკაცების ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთGან მუშაობის უნარზე
პაციენტები უნდა გააფრთხილონ პრეპარატით სუტენტი მკურნალობის დროს თავბრუსხვევის და სხვა გვერდითი ეფექტების შესაძლებლობის შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან სხვა პოტენციურად საშიში მოქმედებების შესრულების უნარზე, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირებისას მკურნალობა სიმპტომურია.
აუცილებლობისას, რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა.
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციას.
სუნიტინიბის ერთჯერადი დოზის გამოყენება იზოფერმენტ CYP3A4 ინჰიბიტორთან კეტოკონაზოლთან ერთად ზრდის სუნიტინიბის კომპლექსის და აქტიური მეტაბოლიტის Сმახ და AUC0-∞-ს ჯანმრთელ მოხალისეებში 49 და 51%-ით. პრეპარატს სუტენტის გამოყენება იზოფერმენტ CYP3A4 სხვა ინჰიბიტორებთან ერთად (მაგ. რიტონავირი, იტრაკონაზოლი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი და გრეიპფრუტის წვენი) შეიძლება იწვევდეს სუნიტინიბის კონცენტრაციის მომატებას. არ არის რეკომენდებული იზოფერმენტ CYP3A4ინჰიბიტორების გამოყენება სუტენტთან ერთად ან უნდა აირჩიონ ალტერნატიული პრეპარატის იზოფერმენტ CYP3A4 ინჰიბი რების მინიმალური უნარით. თუ ეს შეუძლებელია, საჭირო იქნება სუნიტინიბის დღიური დოზის შემცირება 12,5მგ-თი. ამ შემთხვევაში დღიური დოზა უნდა იყოს არანაკლებ 37.5მგ.
პრეპარატების, რომლებიც აქვეითებენ პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციას სუნიტინიბის ერთჯერადი დოზის გამოყენება იზოფერმენტ CYP3A4ინდუქტორთან რიფამპიცინთან ერთად ჯანმრთელ მოხალისეებში აქვეითებს Cmax და AUC0-∞-ს 23 და 46%-ით.
პრეპარატის სუტენტი გამოყენებამ იზოფერმენტ CYP3A4ის სხვა ინდუქტორებთან ერთად (მაგ. დექსამეტაზონი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ფენობარბიტალი ან კრაზანა) შეიძლება გამოიწვიოს სუნიტინიბის კონცენტრაციის შემცირება.
რეკომენდებული არ არის იზოფერმენტ CYP3A4ის ინდუქტორების და პრეპარატის სუტენტი ერთად გამოყენება ან უნდა აირჩიონ ალტერნატიული პრეპარატი, იზოფერმენტ CYP3A4ის ინდუცირების მინიმალური უნარით. თუ ეს შეუძლებელია, სავარაუდოდ აუცილებელი იქნება სუნიტინიბის დოზის გაზრდა 12,5მგ-ით, პაციენტის მიერ პრეპარატის ატანის კონტროლით. ამ შემთხვევაში დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 87,5მგ-ს.
არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
2 წელი. გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
რეცეპტით