შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: მოლსიდომინს 2 მგ
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ხორბლის სახამებელს, მანიტოლს, მიკროკრისტალურ ცელულოზას (ტიპი101), ჰიპრომელოზას, კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს, უწყლოს (აეროსილი 200), მაგნიუმის სტეარატს, პიტნის ზეთს, საღებავს ყვითელ-ნარინჯისფერს 85 E110.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოდილატატორები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ
ჩვენება
სტენოკარდიის (გულის ანგინის) შეტევების თავიდან ასაცილებლად. ეს პრეპარატი განსაკუთრებით შესაფერისია ხანდაზმული ადამიანებისათვის. გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის (ქოშინი, ადვილად დაღლა, შეშუპება) მკურნალობისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
უკუჩვენება
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ყველა იმ დაავადებისა თუ მდგომარეობისას, რომელთა დროსაც ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები ავადმყოფის მდგომარეობისათვის.
სიდნოფარმა არ გამოიყენება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნაწილის მიმართ ზემგრძნობელობის (ალერგიის), სტენოკარდიის მწვავე შეტევის, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების, ახალგადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემთხვევაში, ორსულობის დროს პირველის სამი თვის განმავლობაში.
გაფრთხილება
სიფრთხილის ზომები
სასურველი სამკურნალო ეფექტის მისაღწევად სინდოფარმა უნდა იქნას მიღებული თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით – მის მიერ განსაზღვრული დოზით და მკურნალობის ხანგრძლივობით.
სიდნოფარმა გამოიყენება თავის ტვინში სისხლჩაქცევის მქონე ავადმყოფებში, გლაუკომის, დაბალი არტერიული წნევის დროს მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსული ქალების (ორსულობის პირველი სამი თვის შემდეგ) მკურნალობა სიდნოფარმით შეიძლება იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობა დანიშნულია და კონტროლირდება ექიმის მიერ, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენა.
ძუძუთი კვების პერიოდში სიდნოფარმა გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ამასთან აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.
მოქმედება აქტიურ ყურადღებაზე და ავტომობილების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემდეგ, რადგანაც თავის ტკივილმა და თავბრუსხვევამ, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის გამოყენებისას, შესაძელებელია გამოიწვიონ კონცენტრაციისა და ყუყრადღების უნარის დაქვეითება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიდნოფარმას ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 0,06 გ ლაქტოზას. თუ ექიმმა შეგატყობინათ, რომ თქვენ გაგაჩნიათ აუტანლობა საქაროზას ზოგიერთი სახეობის მიმართ, მიმართეთ მას ამ პრეპარატის გამოყენების წინ.
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. ის უხდება ცელიაკიით დაავადებულ პირებს. პაციენტებმა, რომლებსაც გააჩნიათ ალერგია ხორბალზე (არა ცელიაკიით) არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
საღებავმა E 110 შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რამდენიმე სამკურნალო საშუალების ერთდროულად მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატთა ურთიერთქმედებას სასურველი და არასასურველი შედეგებით, აქედან გამომდინარე, თითოეულმა პაციენტმა უნდა შეატყობინოს თავის ექიმს სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც ღებულობდა, იღებს ან აპირებს მიღებას სიდნოფარმით მკურნალობის დროს.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ბეტა-ადრენობლოკატორებთან (ატენოლოლი, პროპრანოლოლი) და კალციუმის იონის ანტაგონისტებთან (ნიფედიპინი, ვერაპამილი) ერთად.
აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს ანტიაგრეგანტულ აქტივობას.
პრეპარატით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება სრულიად დაუშვებელია!
ჭარბი დოზირება
როდესაც სამკურნალო საშუალება მიიღება მაღალი დოზით, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჭარბ დოზირებას.
ამ შემთხვევებში სიდნოფარმამ შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულის რევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება (თვალების დაბინდვა, თავბრუსხვევა, კოლაფსი). თუ აღინიშნა ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ექიმთან კონცულტაციის ჩატარება ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში ვიზიტი.
გამოყენების წესი და დოზირება
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა არ დაგინიშნათ სხვა დოზირება, სინდოფარმა მიიღება შემდეგნაირად: 1/2-1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, უფრო მძიმე შემთხვევებში 3-4 ტაბლეტი დღეში, განაწილებული 3-4 მიღებაზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
თუ რაიმე მიზეზით გამოტოვეთ გასნაზღვრული დრო სიდნოფარმას მისაღებად, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ინტერვალი ცალკეულ მიღებებს შორის არ უნდა შეადგენდეს 12 საათს.
სტენოკარდიის შეტევის კუპირებისათვის ინიშნება 1-2 მგ (1/2-1 ტაბლეტი) ენის ქვეშ.
გვერდითი რეაქციები
ერთი სამკურნალო საშუალების გვერდით მოვლენებს წარმოადგენს ყველა ის არასასურველი ეფექტი, რაც შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალებამ და რაც შეიძლება იყოს შედეგი როგორც სამკურნალო საშუალების ზეგავლენისა, ისე მის მიმართ ორგანიზმის იმდივიდუალური რეაქციისა.
ყველაზე ხშირად აღინიშნება თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, სწრაფი დაღლილობა, მადის დაკარგვა, გულის რევა, არტერიული წნევის დაწევა, გულისცემა და გახშირებული პულსი.
იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქციები – ქავილი, შეწითლება, გამონაყარი კანზე.
პაციენტმა ექიმს უნდა შეატყობინოს ყველა აღნიშნული გვერდითი მოქმედების შესახებ, ასევე იმ ეფექტების შესახებ, რომლებიც ამ ჩანართ ფურცელში არ არის ჩამოთვლილი.
სამკურნალო ფორმა და შეფუთვა
2 მგ ტაბლეტები
10 ტაბლეტი ბლისტერში მყარი, გამჭვირვალე, მწვანე ფერის პვქ ფირისაგან/ალუმინის ფოლგისაგან. 3 ბლისტერი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25º ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 (სამი) წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).