Plasmon
ტაკროლიმუს სანდოზ / Tacrolimus Sandoz

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): tacrolimus
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოლოგიაიმუნოდეპრესიული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Sandoz Private Limited
  • მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
  • გამოშვების ფორმა: 5მგ მყარი კაფსულა #30; #50
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი (50 მგ/გ) 2 გ; 
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლ-მონოსტეარატის და პოლიოქსიეთილენ-30-სტეარატის (არლატონ 983 შ, 1ჩ1) ნარევი, დიმეტიკონ 350, ცეტილის სპირტი, ვაზელინი თეთრი, პარაფინი თხევადი, პროპილენგლიკოლი, წყალი გაწმენდილი.
წამლისმიერი ფორმა. კრემი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივად გამოსაყენებელი.
ათქ კოდი: D06BB03.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაღალეფექტური პრეპარატი უბრალო ჰერპესის 1-ლი და მე-2 ტიპის ვირუსების, სარტყლისებრი ლიქენის, ეპშტეინ-ბარის ვირუსის, ციტომეგავირუსის მიმართ.
გარეგანად გამოყენების დროს პრაქტიკულად არ მიეწოდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ორგანიზმში აციკლოვირის კონცენტრაცია მისი ტანზე დატანის შემდეგ შეადგენს 0,1 %-ზე ნაკლებს, რაც პრეპარატის სისტემური ზემოქმედების არ არსებობის მტკიცების საშუალებას გვაძლევს.

ჩვენებები
აციკი® კრემი განკუთვნილია უბრალო ჰერპესის 1-ლი და მე-2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების ჰერპეტული ინფექციების, სარტყლისებრი ლიქენის, რეციდივირებული გენიტალური  ჰერპესის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული აციკლოვირის, ვალაციკლოვირის, პროპილენგლიკოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში.

სიფრთხილე გამოყენების დროს
არ არის რეკომენდებული აციკის® კრემის დატანა პირის, თვალების ან საშოს ლორწოვან გარსებზე, ვინაიდან, მას შეუძლია გამაღიზიანებელი მოქმედების მოხდენა. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რომ არ იქნეს დაშვებული კრემის თვალებში მოხვედრა.
პაციენტებმა გამოხატული იმუნოდეფიციტით (მაგალითად, პაციენტებმა შიდსით ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ) უნდა გამოიყენონ აციკლოვირის შინაგანად მისაღები ფორმები. ასეთმა პაციენტებმა ნებისმიერი ინფექციის მკურნალობისას უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ხოლო ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები აღნიშნული არ ყოფილა.
თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე. 
საგანგებო მითითებები. თვალების ჰერპეტული ინფექციების სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ თვალის სპეციალური მალამოები.
თუ კრემის დატანა ხდება უშუალოდ ხელებით, საჭიროა მათი დაბანა პროცედურის ჩატარებამდე და ჩატარების შემდეგ, სხეულის ჯანმრთელ ნაწილებზე დამატებითი ინფექციის ან ვირუსების გადატანის თავიდან აცილების მიზნით.

ორსულობა და ძუძუთი კვება
მიუხედავად პრეპარატის ემბრიოტოქსიკური ან ტერატოგენური მოქმედების თაობაზე ექსპერიმენტალური მონაცემების არ არსებობისა, აციკი® კრემის გამოყენება ორსულებში ან მეძუძური დედების მიერ შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!

გამოყენების წესი და დოზები
აციკი® კრემის დატანა ხდება თხელ ფენად, ბამბიანი ჩხირების მეშვეობით, კანის ინფიცირებულ უბნებზე დღეში 5-ჯერ (ყოველ 4 საათში) 5 დღის განმავლობაში. ცალკეულ შემთხვევებში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ბუშტუკებზე ქერქი არ წარმოიქმნება, ან ისინი სრულად არ შეხორცდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 10 დღეს. აუცილებელია, აციკის® კრემის დატანა კანზე იმგვარად, რომ ის ფარავდეს არა მარტო ხილულ ინფიცირებულ უბნებს, არამედ კანის მოსაზღვრე ნაწილებსაც.
მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების პირველივე ნიშნების გაჩენისას (წვა, ქავილი, სიწითლე).

გვერდითი ეფექტები
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გაჩნდეს დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გაჩენა, ანგიონევროზული შეშუპების და ჭინჭრის ციების ჩათვლით. ასევე აციკის® კრემის დატანის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს გარდამავალი წვა ან ჩხვლეტა, კანის მსუბუქი სიმშრალე და აქერცვლა, ქავილი, ერითემა, კონტაქტური დერმატიტი.

რაიმე მოულოდნელი რეაქციების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმს ჰკითხოთ რჩევა პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ!

ვარგისიანობის ვადა
4 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 8°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე. 

შეფუთვა
კრემი 5 % ტუბებში 2 გ მუყაოს შეფუთვაში.

გაცემის წესი
ურეცეპტოთ.

სად შევიძინოთ?