Plasmon
ტაფაზოლი / TAFAZOL


 

წამლის ფორმა
თვალის წვეთები
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:  ნატრიუმის სულფაცეტამიდი     30 მგ
თუთიის ფენოსულფონატი         5 მგ
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი  0,05 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი     7,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, თიმეროსალი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ამონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01AB99

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული, საანესთეზიო და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრე¬პა-რატები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფალმოლოგიაში. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში. 
თუთიის ფენოსულფონატს აქვს მწებავი, ანტისეპტიკური მოქმედება, რომელიც ვითარდება მიკროორგანიზმების ცილების თუთიის იონებით კოაგულაციის შედეგად წარმოქმნილი ალბუმინატების შეღწევის სიღრმის შესაბამისად. აქტიურია სტაფი¬ლო¬კო¬კე¬ბის, სტრეპტოკოკების, დემოდეკოზის გამომწვევის მიმართ.
ნატრიუმის სულფაცეტამიდს გააჩნია ანტიმიკრობული და ბაქტერიოსტატული მოქმედების ფართო სპექტრი, რომლის მექანიზმი განპირობებულია პარა-ამინობენზომჟავასთან (პაბმ) ანტაგონიზმითა და დიჰიდროპტეროატ სინთეტაზას  კონკურენტული დათრგუნვით, რაც იწვევს პურინების, პირიმიდინებისა და დნმ-ის წარმოქმნისათვის საჭირო ტეტრაჰიდროფოლის მჟავის სინთეზის დარღვევას. სულფაცეტამიდი აქტიურია გრამ-დადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების (მათ შორის, პათოგენური კოკების, Escherichia coli), Clamydia spp., Actinomyces spp მიმართ.
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი ალფა-ადრენომიმეტური საშუალებაა, რომელსაც ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება, რო¬მელიც განპირობებულია ვოლტაჟ-დამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკადით, რაც ხელს უშლის მგრძნობელობითი ნერვების დაბოლოებებში იმპულსების გენერაციასა და ნერვული ბოჭკოებით ტკივილის იმპულსების გატარებას.

გამოყენების ჩვენებები
– სეზონური და წლის განმავლობაში არსებული ალერგიული კონიუნქტივიტის გამწვავება;
– კონიუნქტივიტის გაურთულებელი ფორმები.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

გამოყენების თავისებურებანი
პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებული არ არის რბილი კონტაქტური ლინზების ხმარება.
თვალის წვეთების გამოყენებამდე აუცილებელია მაგარი კონტაქტური ლინზების მოხსნა; ჩასმა შეიძლება პრეპარატის გამოყენებიდან 15-20 წუთში. არ შეიძლება საწვეთურის შეხება რაიმე ზედაპირთან ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. 

გვერდითი მოქმედება
რეკომენდებული დოზით გამოყენებისას პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. ცალკეულ შემ¬თხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, გაღიზიანება ან წვის შეგრძნება. 

მიღების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
აწვეთებენ თითო წვეთს დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში
1-3-ჯერ დღე¬ში დაავადების სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7 დღეს შეადგენს. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია მისი კორექცია ექიმის მი¬თი¬თების შესაბამისად.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის ნიშნები განსაკუთრებულ შემთხვევებში ვლინდება (მაგალითად, პრეპარატის შიგნით მიღება და სხვ.). საჭიროებისამებრ, ტარდება სიმპტომატური მკურნალობა. 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ტაფაზოლი შეუთავსებელია იმ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც შეიცავენ ვერცხლის მარილს.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება აღი¬ნიშნოს არამკაფიო მხედველობა, რაც ართულებს ავტომობილის ან მექანიზმების მართვას. ამიტომ რეკომენდებულია მუშაობის დაწყება პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა
ტაფაზოლის თვალის წვეთები გამოდის 10 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. 
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე შუქისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სად შევიძინოთ?