შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს:
ტაფლოტანი ფლაკონ-საწვეთურებში:
აქტიური ნივთიერება:
ტაფლუპროსტი – 15 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
ტაფლოტანი ერთჯერად კონტეინერში
აქტიური ნივთიერება:
ტაფლუპროსტი – 15 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი
გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 15 მკგ/მლ
ფლაკონ-საწვეთური: 2,5 მლ პოლიპროპილენის ფლაკონში, დახუფული პლასტიკის საცობ-საწვეთურით, ხრახნიანი ხუფით და მასზე შემოკრული თხელი აპკით, ფლაკონის პირველად გახსნის კონტროლისთვის. 1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ერთჯერადი კონტეინერი: 0,30 მლ ერთჯერად კონტეინერში. 10 ერთჯერადი კონტეინერი გადაბმული პლასტმასის ლენტის სახით, მოთავსებულია ლამინირებულ ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ შეფუთვაში. 3 შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ტაფლუპროსტი - F2-ალფა პროსტაგლანდინის ფტორირებული ანალოგი. ტაფლუპროსტი – მჟავა, ტაფლუპროსტის ბიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი, ადამიანის პროსტანოიდული FP რეცეპტორის მაღალაქტიური და სელექტიური აგონისტი. ტაფლუპროსტ-მჟავის მსგავსება FP რეცეპტორთან 12-ჯერ მეტია ვიდრე ლატანოპროსტის. მაიმუნებზე ჩატარებულმა ფარმაკოდინამიურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტაფლუპროსტი თვალშიდა წნევის დაქვეითებას ახდენს წყალ-წყალა ნამის უვეოსკლერალური განდინების გაძლიერების ხარჯზე.
თვალშიდა წნევის დაქვეითება იწყება პრეპარატის პირველი ჩაწვეთებიდან 2-4 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ჩაწვეთებიდან დაახლოებით 12 სთ-ის შემდეგ. ეფექტის ხანგრძლივობა ნარჩუნდება სულ მცირე 24 საათის განმავლობაში. ტაფლუპროსტის გამოყენებასთან დაკავშირებულმა წამყვანმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ტალუპროსტი ეფექტურია როგორც მონოთერაპიული საშუალება და აგრთვე ავლენს ადიტიურ ეფექტს, როდესაც მას თიმოლოლთან ერთად კომბინაციაში გამოიყენებენ. 6 თვიან კვლევაში ტაფლუპროსტმა, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, გამოავლინა თვალშიდა წნევის (თშწ) დამაქვეითებელი ეფექტი: 6-8 მმ.ვწყ.სვ.-მდე ლატანოპროსტთან შედარებით, რომელიც თშწ-ს აქვეითებს 7-9 მმ.ვწყ.სვ-მდე.
მეორე 6 თვიან კლინიკურ კვლევაში ტაფლუპროსტმა თშწ დააქვეითა 5-7 მმ.ვწყ.სვ.-ით, ხოლო თიმოლოლმა 4-6 მმ.ვწყ.სვ.-ით. ტაფლუპროსტის თშწ დამაქვეითებელი ეფექტი ნარჩუნდებოდა აგრეთვე აღნიშნული კვლევის 12 თვემდე გახანგრძლივების პერიოდში. 6 კვირიან კვლევაში ტაფლუპროსტის თშწ დამაქვეითებელი ეფექტის შედარება მოახდინეს მისი ინდიფერენტული შემავსებელის თიმოლოლთან საერთო გამოყენებას. საწყის მონაცემებთან შედარებით (თშწ გაზომვა ხორციელდებოდა კვლევაში თიმოლოლის ჩართვიდან 4 კვირის შემდეგ) თშწ დამაქვეითებელი დამატებითი ეფექტი თიმოლოლ-ტაფლუპროსტის ჯგუფში შეადგენდა 5-6 მმ.ვწყ.სვ. და თიმოლოლ-ინდიფერენტული შემავსებლის ჯგუფში 3-4 მმ.ვწყ.სვ. მცირე ჯვარედინ კვლევაში, რომელიც მიმდინარეობდა 4 კვირის განმავლობაში, სამკურნალო საშუალებებმა კონსერვანტით და კონსერვანტის გარეშე ერთნაირი თშწ დამაქვეითებელი ეფექტი გამოავლინა – 5 მმ.ვწყ.სვ.-ზე მეტი.
ჩატარებული კვლევით, რომელშიც კურდღლები 4 კვირის განმავლობაში, დღეში ერთჯერ ღებულობდნენ ტაფლუპროსტის 0,0015% ოფთალმოლოგიურ ხსნარს, დადგინდა რომ მხედველობის ნერვის დისკში სისხლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაძლიერდა საწყის დონესთან შედარებით. აღნიშნული შედეგი გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან მე-14 და 28-ე დღეს.
ფარმაკოკინეტიკა:
0,0015% ტაფლუპროსტის დღეში ერთჯერ, ორივე თვალში, თითო წვეთის ჩაწვეთებით 8 დღის განმავლობაში, პლაზმაში მისი კონცეტრაცია იყო დაბალი და გააჩნდა 1 და მე-8 დღის მსგავსი პროფილი. კონცეტრაცია პლაზმაში მაქსიმუმს აღწევდა ჩაწვეთებიდან 10 წთ-ის შემდეგ და ქვეითდებოდა ყველაზე დაბალ დონეზე, ვიდრე აღმოჩენის ქვედა ზღვარია (10 პლ/მლ), პრეპარატის შეყვანიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ. ჩმახ-ის (24,4 და 31,4 პლ/მლ კონსერვანტის შემცველი პრეპარატისთვის და 26,2 და 26,6 პლ/მლ უკონსერვანტო პრეპარატისთვის, შესაბამისად) და AUჩო-ლასტ-ის (405,9 და 581,1 პლ/წთ/მლ კონსერვანტის შემცველი პრეპარატისთვის და 394,3 და 431,9 პლ/წთ/მლ უკონსერვანტო პრეპარატისთვის, შესაბამისად) საშუალო სიდიდეები მსგავსი იყო 1 და მე-8 დღეს, რაც ადასტურებს პრეპარატის კონცეტრაციის სტაბილურობის მიღწევას მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში.
კონსერვანტის შემცველ და უკონსერვანტო სამკურნალო ფორმებს შორის სტატიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სისტემურ ბიოშეღწევადობაში არ გამოვლენილა.
კურდღლებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, 0,0015% ტაფლუპროსტის (კონსერვანტით და კონსერვანტის გარეშე) ოფთალმოლოგიური ხსნარის ერთჯერადი ჩაწვეთების შემდეგ წყალწყალა ნამში ტაფლუპროსტის აბსორბცია იყო ანალოგიური.
მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევებში არ აღინიშნებოდა რადიაქტიურ მარკერიანი ტაფლუპროსტის განაწილება ფერად გარსში, ცილიარულ სხეულში ან სისხლძარღვოვან გარსში (რეტინალური პიგმენტური ეპითელიუმის ჩათვლით), რაც მეტყველებს პრეპარატის დაბალ მსგავსებაზე მელანინიან პიგმენტთან.
ადამიანის ორგანიზმში ტაფლუპროსტის მეტაბოლიზმის ძირითად გზას წარმოადგენს ჰიდროლიზი ტაფლუპროსტ-მჟავის წარმოქმნით და შემდგომ ბეტა-დაჟანგვა ფარმაკოლოგიურად არააქტიური 1,2-დინორ და 1,2,3,4-ტეტრანორ ტაფლუპროსტ მჟავის წარმოქმნით, რომლებიც შესაძლოა გლუკურონირებული ან ჰიდროქსილირებული იყვნენ.
ტაფლოპროსტ მჟავის მეტაბოლიზმში მონაწილეობას არ ღებულობს ფერმენტატული სისტემა ციტოქრომ P450 (ჩYP).
პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
პრეკლინიკური კვლევებით განსაკუთრებული ზიანი ადამიანებზე არ გამოვლენილა, რაც გამოიხატა ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, მრავალჯერადი დოზირებისას სისტემური ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის და კანცეროგენული პოტენციალის შეფასებისას. ისევე როგორც სხვა PGF2 აგონისტების გამოყენებისას ტაფლუპროსტის მრავალჯერადი დოზირებით თვალში შეყვანამ მაიმუნებში გამოიწვია ფერადი გარსის პიგმენტაციის შეუქცევადი ცვლილებები და თვალის ნაპრალის შექცევადი ზრდა.
ინ ვიტრო ვირთხებში და კურდღლებში საშვილოსნოს შეკუმშვის ზრდა აღინიშნა ტაფლუპროსტ მჟავის ისეთი კონცეტრაციისას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მის მაქსიმალურ კონცეტრაციას 4-40-ჯერ აღემატებოდა. ტაფლუპროსტის უტეროტონიური აქტივობის შესწავლა არ განხორციელებულა ადამიანის საშვილოსნოს მასალაზე.
რეპროდუქციულ სისტემაზე ტოქსიური ზემოქმედების შესწავლა ხდებოდა ვირთხებსა და კურდღლებში ტაფლუპროსტის ინტრავენურად შეყვანის გზით. სისტემური ექსპოზიციისას ვირთხებში არ გამოვლენილა არასასურველი ზეგავლენა ფერტილობასა ან ადრეულ ემბრიონალურ განვითარებაზე, ჩმახ-ზე დაყრდნობით 12000-ჯერ აღემატებოდა მაქსიმალურ კლინიკურ ექსპოზიციას ან AUჩ-ზე დაყრდნობით 75-ჯერ მეტად.
ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე ეფექტის შესწავლის ტრადიციულ კვლევებში ტაფლუპროსტმა გამოიწვია ნაყოფის მასის შემცირება და პოსტიმპლანტაციური დანაკარგის ზრდა. ვირთხებში ტაფლუპროსტი იწვევდა ძვლოვანი ანომალიების სიხშირის ზრდას, ხოლო კურდღლებში ასევე თავის ქალის, თავისა და ზურგის ტვინის მალფორმაციების სიხშირის მატებას. კურდღლებზე ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ პლაზმაში ტაფლუპროსტის და მისი მეტაბოლიტების კონცეტრაცია რაოდენობრივი მაჩვენებლის დონეზე დაბალი იყო.
ვირთხების პრე და პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედების შესწავლისას ტაფლუპროსტის გამოყენებამ, რომელიც დასაშვებ კლინიკურ დოზას აღემატებოდა 20-ჯერ მეტად, გამოიწვია ახალდაბადებული არსებების სიკვდილიანობის ზრდა, მცირე სხეულის მასა და ყურის ნიჟარის განვითარების შეფერხება.
ვირთხებში რადიოაქტიური ტაფლუპროსტის გამოყენებით ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ თვალში ჩაწვეთებული დოზის დაახლოებით 0,1% გადადის რძეში. რამდენადაც პლაზმიდან აქტიური მეტაბოლიტის (ტაფლუპროსტ-მჟავა) ნახევრად გამოყოფის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა (30 წთ-ის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში პრეპარატი აღარ არის), მეტად რადიოქტიურ მეტაბოლიტებს კი, როგორც ჩანს, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ აქვთ ფარმაკოლოგიური აქტივობა. პრეპარატის და ბუნებრივი პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია რომ ტაფლუპროსტის ორალური ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალი აღმოჩნდება.
ჩვენება:
გამოიყენება თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის და თვალშიდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
ტაფლოტანი გამოიყენება ღიაკუთხიანი გლაუკომის და თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მომატებული თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად.
მონოთერაპიის სახით პაციენტებში:
• პირველი რიგის მკურნალობაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგის დროს
• პირველი რიგის მკურნალობაზე წინააღმდეგ ჩვენების ან აუტანლობის შემთხვევაში
დამატებითი მკურნალობის სახით ბეტა-ბლოკერებთან კომბინაციაში.
აგრეთვე ტაფლოტანი ერთჯერად საწვეთურებში მონოთერაპიის სახით:
• მათთვის ვისთვისაც რეკომენდებულია თვალის წვეთები კონსერვანტის გარეშე.
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ტაფლუპროსტის ან რომელიმე ინერტული შემავსებლის მიმართ.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
ტაფლუპროსტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე, რადგანაც არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ტაფლოტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული შვილოსნობის ასაკის ქალებში თუ ისინი არ გამოიყენებენ სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს.
არ არსებობს სათანადო მონაცემები ორსულ ქალებში ტაფლუპროსტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ტაფლუპროსტმა შესაძლოა საზიანო ფარმაკოლოგიური ზემოქმედება გამოიწვიოს ორსულობაზე და/ან ნაყოფზე და/ან ახალშობილზე. ცხოველებზე ჩატარებული კვლევით დადგინდა ტოქსიური ზემოქმედება რეპროდუქციულ სისტემაზე. ამასთან დაკავშირებით ტაფლოტანის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ეს გარდაუვალია (როდესაც არ არსებობს მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტი).
არ არის დადგენილი გადადის თუ არა ტაფლუპროსტი დედის რძეში. ვირთხებზე ჩატარებული კვლევით ადგილობრივი გამოყენებისას გამოვლინდა ტაფლუპროსტის ექსკრეცია რძეში. ამიტომ ტაფლუპროსტის გამოყენება არ არის დასაშვები ძუძუთი კვების პერიოდში.
მიღების წესი და დოოზირება:
რეკომენდებული დოზა – პრეპარატის ერთი წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1-ჯერ დღეში, საღამოს.
აუცილებელია დოზის კონტროლი, რადგანაც უფრო ხშირი გამოყენებით შესაძლოა აღინიშნოს თვალშიდა წნევის დაქვეითების ეფექტის შემცირება.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას არ არის აუცილებელი დოზის შეცვლა.
გამოყენება თირკმლის/ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევისას:
არ ჩატარებულა კვლევები აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში, ამიტომ მკურნალობის დროს აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
იმისთვის რომ შევამციროთ ქუთუთოების კანის გამუქება, აუცილებელია კანიდან მოშორებულ იქნას ხსნარის ზედმეტი მოცულობა. ისევე, როგორც სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას არის რეკომენდებული ნაზო-ლაკრიმალური ოკლუზია – ქუთუთოების მსუბუქად დახურვა პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ. ამ გზით შესაძლებელია თვალიდან პრეპარატის სისტემური აბსორბციის დაქვეითება.
რამოდენიმე ადგილობრივი მოქმედების ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია წვეთებს შორის ინტერვალის დაცვა არანაკლებ 5 წთ.
გვერდითი ეფექტები:
ჩატარდა კლინიკური კვლევა, რომელშიც 1200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობდა ტაფლუპროსტით - მონოთერაპიის სახით ან 0,5% თიმოლოლთან კომბინაციაში. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტი იყო თვალის ჰიპერემია. იგი აღენიშნებოდა ტაფლუპროსტის კვლევაში მონაწილე პაციენტთა დაახლოებით 13%. შემთხვევათა უმრავლესობაში ჰიპერემია იყო ზომიერი, რის გამოც პაციენტთა საშუალოდ 0,4%-მა შეწყვიტა მონაწილეობა ძირითად კვლევაში.
ქვემოთ მოყვანილია მონაცემები გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც ევროპასა და აშშ-ში ტაფლუპროსტის კლინიკური კვლევების დროს, მაქსიმალური პერიოდის შემდეგ 12 თვის განმავლობაში შორეული შედეგების შესწავლით იქნა გამოვლენილი.
გვერდითი მოვლენები თვალზე:
ყველაზე ხშირად გამოვლენილი (>1/10): კონიუნქტივის/თვალის ჰიპერემია.
ხშირად გამოვლენილი (>1/100-დან <1/10-მდე): თვალის ქავილი, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, წამწამების სიგრძის, სისქის და რაოდენობის ცვლილება, თვალის სიმშრალე, წამწამების ფერის შეცვლა, უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოების ჰიპერემია, ბუნდოვანი მხედველობა, მომატებული ცრემლდენა, ქუთუთოების პიგმენტაცია, გამონადენი თვალიდან, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფოტოფობია, ქუთუთოების შეშუპება და ფერადი გარსის პიგმენტაციის მომატება.
იშვიათად გამოვლენილი (>1/1000-დან <1/100-მდე): ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, ასთენოპია, კონიუნქტივის შეშუპება, ბლეფარიტი, თვალებში დისკომფორტის შეგრძნება, წინა საკნის ანთება, კონიუნქტივალური ფოლიკულები, წინა საკნის უჯრედების ალერგიული კონიუნქტივიტი, კონიუნქტივის პიგმენტაცია და თვალში უჩვეულო შეგრძნება.
გვერდითი მოვლენები ნერვულ სისტემაზე:
ხშირად გამოვლენილი (>1/100-დან <1/10-მდე): თავის ტკივილი.
გვერდითი მოვლენები კანზე და კანქვეშა ქსოვილზე:
იშვიათად გამოვლენილი (>1/1000-დან <1/100-მდე): ქუთუთოებზე წამწამების უჩვეულო ზრდა.
დოზის გადაჭარბება:
არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ. პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა. აღნიშულ შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
არ არის მოსალოდნელი რაიმე ჯვარედინი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რადგანაც თვალში პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ ტაფლუპროსტის სისტემური კონცეტრაცია საკმაოდ დაბალია. ამიტომ სპეციალური კვლევები ტაფლუპროსტის ჯვარედინი ურთიერთქმედების შესასწავლად სხვა პრეპარატებთან არ ჩატარებულა.
კლინიკურ კვლევებში ტაფლუპროსტი გამოიყენება თიმოლოლთან ერთად და ამასთან არასოდეს გამოვლენილა ჯვარედინი ურთიერთქმედების ნიშნები.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი წამწამების ზრდის, ქუთუთოს კანის გამუქების და ფერადი გარსის პიგმენტაციის მომატების შესაძლებლობის შესახებ. ამათგან ზოგიერთი ცვლილება შესაძლოა იყოს მუდმივი, რაც გამოიწვევს განსხვავებას თვალების ვიზუალურ მხარეს შორის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მკურნალობა ერთ თვალზე ტარდებოდა.
ფერადი გარსის პიგმენტაციის ცვლილება ვითარდება ნელა და რამოდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს.
თვალის ფერის შეცვლა განსაკუთრებით აღინიშნება შერეული ფერის ფერადი გარსის მქონე პაციენტებში, მაგ: მოყავისფრო-ცისფერი, მონაცრისფრო-ყავისფერი, მოყვითალო-ყავისფერი ან მომწვანო-ყავისფერი. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მუდმივ ჰეტეროქრომიას, თუ მკურნალობა ტარდება მხოლოდ ერთ თვალზე.
არ არსებობს მონაცემები ტაფლუპროსტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნეოვასკულარული, დახურულკუთხიანი, ვიწროკუთხიანი ან თანდაყოლილი გლაუკომის დროს. არსებობს მცირე გამოცდილება ტაფლუპროსტით მკურნალობასთან დაკავშირებით აფაკიური, პიგმენტური ან ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში.
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ტაფლუპროსტით მკურნალობისას პაციენტებში აფაკიით, არტიფაკიით, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანებით ან წინა კამერის ბროილს შემთხვევაში. ასევე პაციენტებში მაკულის კისტოიდური შეშუპების ან ირიტის/უვეიტის განვითარების დადგენილი რისკ-ფაქტორების დროს.
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ მძიმე ასთმით დაავადებულ პაციენტებში. ამის გამო ასეთი პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს სიფრთხილით.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც ოფთალმოლოგიურ პრეპარატებში კონსერვანტის სახით გამოიყენება, იწვევს წერტილოვან კერატოპათიას და/ან ტოქსიურ წყლულოვან კერატოპათიას. რამდენადაც ტაფლოტანი ფლაკონში შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, აუცილებელია მშრალი თვალის სინდრომის და რქოვანის პრობლემების მქონე პაციენტების დეტალური მონიტორინგი.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული რბილ კონტაქტურ ლინზებთან ერთად. პრეპარატის ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები უნდა იყოს ამოღებული და მისი ხელახალი ჩასმა უნდა მოხდეს ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წთ-ის შემდეგ.
ზეგავლენა ავტომობილის მარვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე:
ტაფლუპროსტი არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ისევე როგორც სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას ჩაწვეთების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა. ამ დროს პაციენტმა უნდა მოიცადოს მხედველობის სრულ აღდგენამდე, სანამ დაიწყებს მანქანის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.
მოქმედების ვადა:
ფლაკონ-საწვეთური:
3 წელი
ფლაკონის გახსნიდან – 4 კვირა.
ერთჯერადი კონტეინერი:
3 წელი
შეფუთვის გახსნიდან – 4 კვირა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ფლაკონ-საწვეთური: ინახება არაუმეტეს 250ჩ
ერთჯერადი კონტეინერი: ინახება 20ჩ - 80ჩ. შეფუთვის გახსნის შემდეგ არაუმეტეს 250ჩ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ერთჯერადი კონტეინერის შეფუთვის გახსნის შემდეგ:
• ერთჯერადი კონტეინერი უნდა ინახებოდეს შეფუთვაში.
• თვალის წვეთები უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 250ჩ
• ერთჯერადი ჩაწვეთების შემდეგ საწვეთური დარჩენილ სითხესთან ერთად უნდა იქნეს გადაგდებული.
გაცემის პირობები: რეცეპტით