Plasmon
ტალიტონი® / TALLITON®


შემადგენლობა

პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტების შემადგენლობა 
აქტიური ნივთიერება:
ყოველ ტაბლეტში არის 6,25 მგ, 12,5 მგ ან 25 მგ კარვედილოლი.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, საქაროზა, კროსპოვიდონი, ლაქტოზა. ზემოთ მითითებული კომპონენტების გარდა 6,25 მგ-იანი პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტები საღებავის სახით შეიცავენ ქინოლის ყვითელ არიავიტს C.I. 47005, ხოლო 12,5 მგ-იანი ტალიტონის® ტაბლეტები შეიცავენ სანსეტის ყვითელ არიავიტს C.I. 15985.
როგორ გამოიყურება პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში 
ტალიტონი 6,25 მგ-იანი ტაბლეტები: ღია-ყვითელი, გამყოფი ხაზის მქონე ბრტყელი მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E გრავირებით და ნომერი 341 მეორე მხარეზე, უსუნო ან თითქმის უსუნო.
ტალიტონი 12,5 მგ-იანი ტაბლეტები: ღია-ნარინჯისფერი (შესაძლებელია უფრო მუქი ფერის წინწკლებით) გამყოფი ხაზის მქონე ბრტყელი მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E გრავირებით და ნომერი 342 მეორე მხარეზე, უსუნო ან თითქმის უსუნო.
ტალიტონი 25 მგ-იანი ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი გამყოფი ხაზის მქონე ბრტყელი მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ხაზით და სტილიზებული ასო E გრავირებით და ნომერი 343 მეორე მხარეზე, უსუნო ან თითქმის უსუნო.
შეფუთვა: კომბინირებული აფსკისგან ,,cold’’ (პოლიამიდი/ალუმინის ფოლგა /ПВХ)/ ალუმინის ფოლგა დამზადებული ბლისტერულ შეფუთვაში არის 14 ტაბლეტი ან 30 ტაბლეტი პოლიეთილენის სახურავის მქონე მუქი შუშის ფლაკონში. 1 ან 2 ბლისტერი ან 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.შესაძლებელია, რომ შეფუთვის ზოგიერთი ტიპი არ შედის სავაჭრო ქსელში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
რა არის და რისთვის გამოიყენება ტალიტონი ®
კარვედილოლი-პრეპარატი ტალიტონის® აქტიური ნივთიერება-ეკუთვნის ბეტაბლოკატორების კლასს, რომლებიც ასევე ფლობენ სისხლძარღვების გამაფართოებელ მოქმედებას. ის გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის, ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის (ერთი და იგივე დატვირთვის დროს მკერდში წარმოშობილი და შემსუბუქებული ტკივილი) და გულის ქრონიკული უკმარისობის ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტების მიღების წესი
მიიღეთ ეს ტაბლეტები დაუღეჭავად, წყლის დიდ რაოდენობასთან ერთად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
თუ თქვენ გაწუხებთ გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული წნევის მკვეთრად დაწევის საშიშროების შემცირების მიზნით, მიიღეთ ეს პრეპარატი საკვებთან ერთად. ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტები ექიმის დანიშნულებით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
მაღალი არტერიული წნევა
მაღალი არტერიული წნევის დროს, ჩვეულებრივ, პირველი ორი დღის განმავლობაში, დოზა შეადგენს 12,5 მგ დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა არის 25 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მიღებიდან არა უმცირეს 2 კვირის გასვლის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ. ეს დოზა უნდა იქნეს მიღებული დღეში ერთხელ ან გაიყოს ორ თანაბარ დოზად დილით და საღამოს მისაღებად.
სტენოკარდია (ტკივილი მკერდში)
სტენოკარდიის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის: პირველი ორი დღის განმავლობაში 12,5 მგ დღეში ორჯერ. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა არის: 25 მგ დღეში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მიღებიდან არა უმცირეს 2 კვირის გასვლის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ დღეში ორჯერ.
გულის ქრონიკული უკმარისობა 
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დროს პრეპარატი ტალიტონის მიღების დაწყება და დოზის დაზუსტება რეკომენდებულია კარდიოლოგის დანიშნულებით, სტაციონარის პირობებში და გულმოდგინე სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
გულის ქრონიკული უკმარისობისას ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის: პირველი ორი კვირის განმავლობაში 3,125 მგ-ს დღეში ორჯერ (დილით და საღამოს). თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის დოზის მომატებას, ის შეიძლება გაიზარდოს 2-კვირიანი ინტერვალებით დღეში ორჯერ 6,25 მგ-ის მიღებამდე, შემდეგ კი 12,5 მგ-ი Dღღეში ორჯერ და 25 მგ-მდე დღეში ორჯერ. 85 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის და გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს, დოზისგან დამოუკიდებლად, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ-ს დღეში ორჯერ. 85 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის, გულის მსუბუქი ან ზომიერი ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში ორჯერ.
ასაკიანი ავადმყოფები და გულის ქრონიკული უკმარისობის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებმა შეიძლება მიიღონ მოზრდილების ჩვეულებრივი დოზა. ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის (მკერდში ტკივილით) მქონე ასაკიან პაციენტებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ-ს დღეში ორჯერ.

გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატები, ტალიტონმა® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ წარმოიშვებიან ყველა პაციენტში.
პრეპარატი ტალიტონის მიღების დროს გამოვლენილი გვერდითი ეფექტების სიხშირე არის-ძალიან ხშირი ( > 1/10), ხშირი ( < 1/10, > 1/100), არახშირი ( < 1/100, > 1/1000), იშვიათი ( < 1/1000, > 1/10000), ძალიან იშვიათი ( < 1/10000), მათ შორის ერთეული გამოვლენები - ორგანოების კლასის მიხედვით მითითებულია ქვემოთ.თავბრუსხვევების, მხედველობის დარღვევის და გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირების გამონაკლისების გარდა, გვერდითი ეფექტების სიხშირე არ იყო დამოკიდებული დოზაზე.
გულის ქრონიკული უკმარისობა
სისხლის მიმოქცევის სისტემის და ლიმფური სისტემის დარღვევა
იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის დაკლება (შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლის დენის დროის მცირე გახანგრძლივება, დაჟეჟილობების განვითარება, უჩვეულო სისხლდენა, მაგალითად, ღრძილებიდან ან კუჭ-ნაწლავიდან).
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს ლეიკოციტების რაოდენობა.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა
ხშირი: სხეულის წონის გაზრდა, ქოლესტერინის დონის მომატება, სისხლის გლუკოზის დონის მომატება ან შემცირება.
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან ხშირი: ასთენია, გადაღლა.
ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა
ძალიან ხშირი: სუსტი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში.
თვალების ფუნქციის დარღვევა
ხშირი: მხედველობის დარღვევა.
გულის ფუნქციის დარღვევა
ხშირი: გულის რიტმის შენელება, ადგომისას არტერიული წნევის დაწევა, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, დაბალი არტერიული წნევა, კიდურების, სასქესო ორგანოების და სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებაში გამოვლენილი ორგანიზმის ქსოვილებში სითხის დაგროვება (წყალმანკი), ასევე ქოშინი.
არახშირი: გულყრა, გულის ბლოკადა (პარკუჭებისა და წინაგულების გამტარებლობის დარღვევა), გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება, განსაკუთრებით დოზის მომატების პერიოდში.
საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციის დარღვევა
ხშირი: გულის რევა, პირღებინება, ფაღარათი.
თირკმელების და შარდგამომყოფი ორგანოების ფუნქციის დარღვევა
იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა (სიმპტომები: სხეულის მასის გაზრდა, შარდის მოცულობის შემცირება, კანის ქავილი), თირკმელების ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით სისხლძარღვების სტენოზის მქონე პაციენტებში (მაგალითად, გულის კორონალური არტერიების ან პერიფერიული არტერიების დაზიანება).
მაღალი არტერიული წნევა და ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (ტკივილი მკერდში)
ასეთი მდგომარეობების დროს გვერდითი მოვლენების პროფილი გულის ქრონიკული უკმარისობის დროს არსებული პროფილის ანალოგიურია, თუმცა მსგავსი მოვლენების სიხშირე უფრო მცირეა.
სისხლის მიმოქცევის სისტემის და ლიმფური სისტემის დარღვევა
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია თრომბოციტების რაოდენობის (შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლის დენის დროის მცირე გახანგრძლივება, დაჟეჟილობების განვითარება, უჩვეულო სისხლდენა, მაგალითად, ღრძილებიდან ან კუჭ-ნაწლავიდან), და ასევე, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა
ლატენტური შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია სიმპტომების წარმოშობა (შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: მომატებული წყურვილი, პირის სიმშრალე, დიდი რაოდენობით შარდის წარმოშობა, სხეული წონის შემცირება), ხოლო დიაგნოსტირებული და კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც ითხოვს თერაპიის შეცვლას.
ფსიქიკური დარღვევები
ხშირი: გადაღლა, ჩვეულებრივ მკურნალობის კურსის დასაწყისში.
არახშირი: ხასიათის გაუარესება, ძილის დარღვევა, ასთენია.
ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა:
ხშირი: სუსტი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში.
არახშირი: ხელის მტევნების ან ფეხის ტერფების გაბუჟება (პარესთეზია) ან ჩხვლეტა.
თვალების ფუნქციის დარღვევა
ხშირი: ცრემლის გამოყოფის შემცირება.
არახშირი: მხედველობის გაუარესება.
იშვიათი: თვალების გაღიზიანება.
გულის ფუნქციის დარღვევა
ხშირი: გულის რიტმის სიხშირის შემცირება, არტერიული წნევის დაწევა ადგომისას, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში.
არახშირი: გულყრა, დაბალი არტერიული წნევა, გულის ბლოკადა (პარკუჭებისა და წინაგულების გამტარებლობის დარღვევა), ტკივილი მკერდში (სტენოკარდია), გულის უკმარისობის სიმპტომები (გულის მუშაობის დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი ან წვივების შეშუპება), ფეხების, წვივ-ტერფის სახსრის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებით გამოხატული ორგანიზმის ქსოვილებში სითხის დაგროვება (წყალმანკი).
სისხლძარღვოვანი დარღვევები
არახშირი: კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ცივი კიდურები, გადანაცვლებითი კოჭლობის (არასაკმარისი სისხლის მომარაგების შედეგად გარკვეულ მანძილზე სიარულისას ფეხის კუნთებში წარმოშობილი უეცარი ტკივილი) გამომწვევი კიდურების არტერიების სტენოზის გაძლიერება, და რეინოს ფენომენი (სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რის გამოც თითები ფერმკრთალდება და ბუჟდება).
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების ფუნქციის დარღვევა
ხშირი: ასთმა (გაძნელებული სუნთქვის პერიოდული შეტევები), გაძნელებული ამოსუნთქვა.
იშვიათი: ცხვირის შეგუბება, მსტვინავი სუნთქვა და გრიპისმაგვარი სიმპტომები.საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციის დარღვევა
ხშირი: კუჭ-ნაწლავის აშლილობა (ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულის რევა, ტკივილი მუცელში, ფაღარათი).
არახშირი: პირღებინება და ყაბზობა.
იშვიათი: პირის სიმშრალე.
კანის და კანქვეშა ქსოვილების ფუნქციის დარღვევა
არახშირი: კანის რეაქციები, მაგალითად, ალერგიული ექზანტემა, დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ბრტყელი სირსველი (კანზე ალისფერი ქავადი კვანძების წარმოშობით მიმდინარე ანთებითი დაავადება), ოფლიანობა. შეიძლება წარმოიშვას ან გაძლიერდეს კანის ფსორიაზული დაზიანება (ფსორიაზი-კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს წითელი ქერცვლადი ლაქების წარმოშობით).
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციების დარღვევა
ხშირი: ტკივილი კიდურებში.
თირკმელების და შარდგამომყოფი ორგანოების ფუნქციის დარღვევა
იშვიათი: შარდის გამოყოფის დარღვევა.
რეპროდუქტიული ორგანოების და სარძევე ჯირკვლების ფუნციის დარღვევა არახშირი: სქესობრივი იმპოტენცია (ერექციის დარღვევა).
საერთო დარღვევები და ქსოვილების მდგომარეობა შეყვანის ადგილას
აღწერილია ალერგიული რეაქციების ცალკეული შემთხვევები.
ლაბორატორიული გამოკვლევები
აღწერილია სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების მომატების ცალკეული შემთხვევები. თუ თქვენ გაგინვითარდათ გამონაყარი კანზე ან ქავილი, ასევე გაძნელებული სუნთქვა, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს რჩევის მისაღებად.
მძიმე გვერდითი ეფექტების, ან მოცემულ ინსტრუქციაში არ მოხსენებული ეფექტების განვითარების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული პრეპარატ ტალიტონის® ტაბლეტების მიღება ორსულობის დროს. პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება თქვენი ორსულობის ან ორსულობაზე ეჭვის არსებობის შესახებ. პრეპარატი ტალიტონით® მკურნალობის კურსის დროს დაორსულების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
თქვენთვის არ შეიძლება პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტების მიღება ლაქტაციის პერიოდში. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტების გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, მაშინ პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება:
- თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი;
- თუ თქვენთვის ადრე აღმოუჩენიათ მკერდში განსაკუთრებული სახის ტკივილი (ე.წ. პრინცმეტალის არასტაბილური სტენოკარდია);
- თუ თქვენ გაქვთ გულის ფუნქციის ნებისმიერი სხვა დარღვევა;
- თუ თქვენ შევიწროებული გაქვთ კიდურების სისხლძარღვები;
- თუ თქვენთვის ადრე უთქვამთ, რომ თქვენ გაქვთ რეინოს ფენომენით ცნობილი სისხლის მიმოქცევის დარღვევა, უპირატესად თითებში;
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
- თუ თქვენ ღებულობთ მადესენსიბილიზირებელ თერაპიას (ალერგიული რეაქციის (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის) გამომწვევი ცნობილი ნივთიერების ეფექტის შესუსტების მეთოდი);
- თუ წარსულში თქვენ ან თქვენ ოჯახში შეიმჩნეოდა ფსორიაზის შემთხვევები;
- თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს.
განსაკუთრებული მითითებები
თუ თქვენ გაწუხებთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (გაძნელებული ამოსუნთქვით) და ტაბლეტების ან ინჰალაციის სახით არ იღებთ წამლებს, პრეპარატი ტალიტონის® მიღებისას თქვენ შეიძლება გაგიძნელდეთ ამოსუნთქვა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის დაზუსტება ან პრეპარატი ტალიტონის® მიღების შეწყვეტა.
პრეპარატი ტალიტონის® მიღებისას, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში, შეიძლება გაძლიერდეს გულის უკმარისობის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გადაღლა, ქოშინი და ფეხების შეშუპება (წყალმანკი). თუ თქვენ წარმოგეშვათ ეს სიმპტომები, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, რადგანაც შეიძლება წარმოიქმნეს პრეპარატი ტალიტონის® დოზის შემცირების საჭიროება.
თუ თქვენ იღებთ ტალიტონს® გულის უკმარისობის სამკურნალოდ, თქვენი სისტოლური არტერიული წნევა (ორი ციფრიდან პირველი) არის ვერც. წყ. სვ 100 მმ-ზე დაბალი და ამასთანავე, თქვენ გაწუხებთ გულის კორონალური დაავადება, პერიფერიული არტერიების სტენოზი ან თირკმელების უკმარისობა, ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება დაამძიმოს თირკმელების ფუნქცია. ამიტომ საჭიროა თირკმელების ფუნქციის მუდმივი კონტროლი. თუ თქვენ გაგინვითარდათ თირკმელების ფუნქციის გაუარესების სიმპტომები (სხეულის წონის მომატება, შარდის მოცულობის შემცირება, ქავილი), დაუყოვნებლივ მიიღეთ ექიმის რჩევა.
პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტებმა შეიძლება შენიღბონ ან შეასუსტონ სისხლის გლუკოზის დონის შემცირების ნიშნები (გაღიზიანებადობა, კანკალი, ხშირი პულსი); გარდა ამისა, პრეპარატის მიღების დროს სისხლის გლუკოზის დონე შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ამიტომ დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში საჭიროა სისხლის გლუკოზის დონის უფრო ხშირი კონტროლი, და ექიმმა შეიძლება შეცვალოს ანტიდიაბეტური საშუალების დოზა
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტებმა შეიძლება მოახდინონ ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვაზე, თუმცა ეს ზემოქმედება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე. ძირითადად, ეს შეიძლება მოხდეს პრეპარატის მიღების დასაწყისში, ასევე, ალკოჰოლურ სასმელთან ერთდროული მიღებისას. თუ პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტების მიღებისას თქვენ გრძნობთ ძლიერ დაღლას და თავბრუსხვევას, მაშინ თქვენ არ უნდა მართავდეთ სატრანსპორტო საშუალებებს და მექანიზმებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ამ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ლაქტოზას და 12,5 საქაროზას. თუ ექიმმა შეგატყობინათ თქვენს მიერ რომელიმე შაქრის აუტანლობის შესახებ, მიმართეთ მას რჩევისთვის.
პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები შეიცავენ 12,5 მგ ყვითელ არიავიტ სანსეტის საღებავს (E 110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

ჭარბი დოზირება
ტალიტონი® ტაბლეტების დანიშნულზე მეტი რაოდენობის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
ტაბლეტების ზედმეტად დიდი რაოდენობის მიღების შემდეგ (მნიშვნელოვანი ჭარბი დოზისას) შეიძლება წარმოიშვას თავბრუსხვევა, გულყრა, დაღლის შეგრძნება, არტერიული წნევის და პულსის სიხშირის მნიშვნელოვანი დაცემა, გულის უეცარი უკმარისობა, სუნთქვის დარღვევა, გაძნელებული ამოსუნთქვა და გულის რევა. Eექსტრემალური სამედიცინო დახმარების გარეშე შეიძლება განვითარდეს გონების დაბინდვა, კრუნჩხვითი შეტევა, სისხლის მიმოქცევის სისტემის კოლაპსი და გულის გაჩერება.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ტალიტონის® მიღება 
დავიწყებული ტაბლეტის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა, ვინაიდან ეს არ აკომპენსირებს გამოტოვებულ დოზას, არამედ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზის რისკი. განაგრძეთ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი ტალიტონის® მიღება
პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები განკუთვნილია ხანგრძლივი მიღებისთვის. არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება დანიშნულ ვადაზე ადრე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი. ამ პრეპარატის მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ, განსაკუთრებით კი გულის კორონალური არტერიების დაზიანების დროს, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მკერდში და არტერიული წნევის დაწევა. ამიტომ, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს თანდათან, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
თუ თქვენ ერთდროულად იღებთ პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტებს და კლონიდინის შემცველ პრეპარატს, არასოდეს არ შეწყვიტოთ ნებისმიერი მათგანის მიღება ექიმის რჩევის გარეშე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მეტისმეტი აწევა. ამ პრეპარატების მიღება უნდა შეწყდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი ინსტრუქციების ზუსტი შესრულებით.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენ წარმოგეშვათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც თქვენ იღებთ ან იღებდით ახლო წარსულში, მათ შორის იმ პრეპარატების შესახებ, რომლებიც გაიცემიან ურეცეპტოდ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს შეატყობინოთ, რომ:
- თქვენ ერთდროულად იღებთ არითმიის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებს; 
- თქვენ იღებთ ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებს;
- თქვენ იღებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენებიან გულის მუშაობის სხვა დარღვევების სამკურნალოდ, და ასევე ამცირებენ არტერიულ წნევას (მაგალითად, ნიტრატები, საძილეLE საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები);
- გულის უკმარისობის სამკურნალოდ თქვენ იღებთ დიგოქსინს ან შარდმდენ საშუალებებს;
- თქვენ იღებთ ციკლოსპორინს (მაგალითად, მას ნიშნავენ ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ);
- თქვენ იღებთ კლონიდინს ან ერგოტამინს, რიმფაპიცინს (ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ), ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებებს, ბარბიტურატებს, ანტაციდურ საშუალებებს (მაგალითად, ციმეტიდინი), ან თქვენ ღებულობთ წამლებს ან ინჰალაციებს ასთმის ან ფილტვების სხვა დაავადებების სამკურნალოდ;
- თქვენ იღებთ შიგნით სისხლის გლუკოზის დონის შესამცირებელ საშუალებებს, ან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ თქვენ იყენებთ ინსულინს.
ქირურგიული ოპერაციის და ნარკოზის წინ აუცილებელია ექიმის ინფორმირება იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტებს. 
პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად 
პრეპარატი ტალიტონის® ტაბლეტების მიღება შესაძლებელის საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, არტერიული წნევის სწრაფად დაწევის საფრთხის შემცირების მიზნით, რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად. პრეპარატ ტალიტონთან® ართად ალკოჰოლური სასმელების რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს როგორც პრეპარატის, ასევე ალკოჰოლის ეფექტი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები
პრეპარატი უნდა ინახებოდეს შუქისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა 15-25oC პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! 
არ მიიღოთ პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები ხილული გაფუჭების აღმოჩენისას.
შენახვის ვადა:
6.25მგ, 12,5მგ ტაბლეტები: ბლისტერებში – 5წელი. ფლაკონებში- 5 წელი. 25მგ ტაბლეტები: ბლისტერებში – 4წელი. ფლაკონებში- 5 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ტალიტონი® ტაბლეტები კოლოფზე, ბლისტერზე ან ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყალში. თუ საჭიროა პრეპარატის, რომელიც აღარ არის საჭირო, ნარჩენებში გადაგდება, მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლიან გარემოს დაბინძურებას.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

სად შევიძინოთ?