Plasmon
ტარაქსან D3 (ნატუროპათი) / Taraxan D3 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1.0 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: Taraxacum officinale D3-ის 1.0 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით, (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური
ფარმაკოპეა). დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმ ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
 
ჩვენება 
– სისხლის და ქსოვილების დეტოქსიკაცია-დრენაჟი;
– საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ, ყაბზობა, დიარეა)
– ვენოზური შეგუბებები (ბუასილი და სხვა)
– საშარდე სისტემა (ხშირი შარდვა, ღამის შარდვა, ენურეზი)
 
თვისებები
პრეპარატში შემავალი Taraxacum officinale მდიდარია ტანინებით, მწარე გლიკოზიდებით, განსაკუთრებით ტარაქსინით. მასში ასევე წარმოდგენილია ინულინი, ფრუქტოზა, ფლავონოიდები, კაროტინი,
ვიტამინები ჩ და B2, მინერალები და მიკროელემენტები. ბაბუაწვერა ოდითაგანვე გამოიყენებოდა საკვებში და ასევე როგორც ღვიძლისა და თირკმელის სამკურნალო საშუალება. ძირითადად ის ეფექტურია ღვიძლის (სიყვითლე), ნაღვლის ბუშტის და შარდსადენი სისტემის დაავადებების დროს; ცნობილია, როგორც სისხლის და ქსოვილების გამწმენდი საშუალება; ნაჩვენებია პაციენტებისათვის, ვისაც აღენიშნება ზიზღი ღორის ხორცის და ცხიმიანი საკვების მიმართ, აქვს გეოგრაფიული ენა და პირში მწარე გემო. ასევე გამოყენების ჩვენებაა: სახსრებში ტკივილი, მათ შორის პოდაგრული ართრიტი; კუნთებში და სახსრებში დაჭიმულობა; ვენოზური
შეგუბება; ჩივილები ტკივილზე მუცლის ზედა არეში; ქავილი. ეს სიმპტომები უმჯობესდება ფიზიკურ აქტიურობაზე და უარესდება დასვენების, დაწოლის დროს ან ცივ, ნესტიან ამინდში. პრეპარატი ინიშნება ნებისმიერ დროს, როდესაც ნაჩვენებია დეტოქსიკაცია და დრენაჟი. ის თავსებადია ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატთან.
 
მიღების წესი და დოზირება
1 ამპულა დღეში ერთხელ ი.მ., ი.ვ. ან კანქვეშ
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
სანაღვლე გზების, შარდსადინარების ობსტრუქცია და ნაწლავების გაუვალობა.
 
გამოშვების ფორმები
2 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?