Plasmon
ტავანიკი / TAVANIC


ათქ კლასიფიკაციის კოდი
J01MA

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 5, 7 და 10 ც. 
1 ტაბ.
1 ტაბ.
ლევოფლოქსაცინი.................................................500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, მეთილოქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ოქტადეცილჰიდროფუმარატი, ნატრიუმის მარილი, მაკროგოლ 800, ტალკი, საღებავები; ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდის ჰიდრატი (E 172) და რკინის ოქსიდი (E 172).
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ 
1 მლ
ლევოფლოქსაცინი.......................................................5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, მწველი ნატრიუმი, წყალი ინექციისათვის (Nა-ის იონების კონცენტრაცია 154 მმოლი/ლ).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტავანიკი ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლევოფლოქსაცინს _ ოფლოქსაცინის მარცხნივბრუნავ იზომერს. ლევოფლოქსაცინი აქტიურია უმრავლესი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ როგორც in vitro ასევე in vivo პირობებში: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, pyogenes, agalactiae, Viridans group streptococci, Enterobacter cloacae, aerogenes, agglomerans, sakazakii, Escherichia coli, Haemophilus influenzae, parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, oxytoca,  Legionella pneumoniae, Moraxella catarrhalis, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, fluorescens Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Acinetobacter anitratus, baumannii, calcoaceticus, Bordetella pertussis, Citrobacter diversus, freundii, Morganella morganii, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, stuartii, Seratia marcescens, Clostridium perfringens..
მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედში დნმ-ის სპეციფიკური ფერმენტის დნმ-ჰირაზას ინჰიბირებით და მისი სპირალიზაციის პროცესის დარღვევით, რაც დამღუპველად მოქმედებს მიკროორგანიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა
ტაბლეტები
ლევოფლოქსაცინი სწრაფად და პრაქტიკულად, მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღებისას. 500 მგ ლევოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს 99%-ს.  ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის 250 მგ მიღების შემდე Cmax შეადგენს 2.8±0.4 მკგ/მლ, ხოლო Tmax _ 1.6±1.0 სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი _ 7.3±0.9 სთ-ია. 
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები ლევოფლოქსაცინის დოზით 500 მგ მიღების შემდეგ შესაბამისად შეადგენს: Cmax _ 5.1±0.8 მკგ/მლ, Tmax _ 1.3±0.6 სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი _ 6.3±0.6 სთ.
ლევოფლოქსაცინი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. პერორალური მიღების შემდეგ, მიღებული დოზის დაახლოებით 87% შარდთან ერთად გამოიყოფა უცვლელი სახით 48 საათის განმავლობაში. 4%-ზე ნაკლები აღმოჩენილია განავალში 72 საათის პერიოდში.
საინფუზიო ხსნარი
ჯანმრთელ მოხალისეებში 500 მგ ლევოფლოქსაცინის ი/ვ 60 წთ-იანი ინფუზიის შემდეგ საშუალო პიკურმა კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში შეადგინა 6.2 მკგ/მლ. ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკას გააჩნია სწორხაზოვანი ხასიათი და პროგნოზირებადია მისი ერთჯერადი და მრავალჯერადი შეყვანისას. ლევოფლოქსაცინის პლაზმური კონცენტრაცია პერორალური (ტაბლეტის) მიღებისას და ი/ვ ინფუზიისას არის ერთნაირი, ამიტომ წამლის პერორალური და ი/ვ შეყვანა ითვლება ურთიერთშენაცვლებადად.
ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 89-დან 112 ლ-მდე 500 მგ ი/ვ ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები 500 მგ ლევოფლოქსაცინის ი/ვ ერთჯერადი შეყვანისა არის შემდეგი: Cmax 6.2±1.0 მკგ/მლ, Tmax – 1.0±0.1 სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი 6.4±0.7 სთ.
ლევოფლოქსაცინი უპირატესად გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელად. ლევოფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 6-8 სთ-ს.

ჩვენებები
ტავანიკი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში, თუ ამ ინფექციათა გამომწვევები არიან ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები.
- მწვავე სინუსიტი;
- ქვემო სასუნთქი გზების ანთებები, ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება ან არაჰოსპიტალური პნევმონიები;
- შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (თირკმლების ჩათვლით);
- კანის და რბილი  ქსოვილების ინფექციები. 

დოზირების რეჟიმი
ტაბლეტები
ტავანიკის ტაბლეტები 250 მგ ან 500 მგ მიიღება ერთხელ ან 2-ჯერ დღეში. დოზები დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით, ასევე შესაძლო გამომწვევის მგრძნობელობით. გამოყენების ინსტრუქცია მკაცრად უნდა იქნას დაცული, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ტავანიკმა შეიძლება გამოიწვიოს არაადექვატური ეფექტი. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ავადმყოფებს (კრეატინინის კლირენსი >50 მლ/წთ)  შეიძლება დაენიშნოს პრეპარატის შემდეგი დოზები: 
სინუსიტი (ცხვირის დანამატების ანთება): 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 500 მგ ლევოფლოქსაცინი);
ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება:  თითო ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან 1/2 ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ ლევოფლოქსაცინი), ან 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 500 მგ ლევოფლოქსაცინი);
ფილტვების ანთება: 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ, 1-2-ჯერ დღეში (შესაბამისად 500-1000 მგ ლევოფლოქსაცინი);
საშარდე გზების ინფექცია: თითო ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ ან 1/2 ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ ლევოფლოქსაცინი)
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: თითო ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან 1/2 ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ ლევოფლოქსაცინი) ან 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ 1-2-ჯერ დღეში (შესაბამისად 500-1000 მგ ლევოფლოქსაცინი).
ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (0.5-დან 1 ჭიქამდე). დოზის შერჩევისას ტაბლეტი შეიძლება გაიყოს გამყოფ ნიშნულზე. პრეპარატი მიიღება ჭამის წინ, ან ნებისმიერ დროს კვებათა შორის ინტერვალში. მკურნალობის ხანგრძლივობა, რომელიც დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. კლინიკური კვლევისას, ცხვირის დანამატების მწვავე ანთების მკურნალობა შეადგენდა 10-14 დღეს, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისა – 7-10 დღეს, ფილტვების ანთების - 7-14 დღეს, საშარდე გზების ინფექციების – 7-10 დღეს, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების - 7-14 დღეს. ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, პრეპარატ ტავანიკით (ტაბლეტი 250 მგ და 500 მგ) მკურნალობაც რეკომენდებულია გაგრძელდეს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებიდან და გამომწვევის დადასტურებული განადგურებიდან 48-72 საათის განმავლობაში. 
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებული იქნა, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტაბლეტი, სანამ შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო არ არის მოახლოებული. შემდგომში ტავანი¬კის მიღების გაგრძელება ხდება სქემის მიხედვით.
საინფუზიო ხსნარი
ტავანიკი 500 მლ საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ დღეში ერთხელ ან 2-ჯერ. დოზირება განი-საზღვრება ინფექციის ხასიათითა და სიმძიმით და აგრეთვე მგრძნობელობით სავარაუდო გამომწვევისადმი. ავადმყოფებს თირკმელების ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი >50 მლ/წთ) პრეპარატი შეიძლება რეკომენდებული იყოს დოზირების შემდეგი რეჟიმით:
- ფილტვების ანთება: 500 მგ ტავანიკი 1-2-ჯერ დღეში;
- საშარდე გზების ინფექციები: 250 მგ ტავანიკი ერთხელ დღეში (მძიმე ინფექციის დროს შესაძლებელია დოზის მომატება);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია: 500 მგ ტავანიკი დღეში 2-ჯერ.
ტავანიკი 500 მგ საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი სახით ნელა. ტავანიკის ერთი ფლაკონის 500 მგ (100 მლ ინფუზიური ხსნადი 500 მგ ლევოფლოქსაცინით) შეყვანის ხანრძლივობა უნდა შეადგინდეს არანაკლებ 60 წუთს
ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება გადასვლა ინტრავენური წვეთოვანი შეყვანიდან იმავე დოზის ტაბლეტების მიღებაზე.
ტავანიკი 500 მგ საინფუზიო ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან ერთად: 0.9% ნატრიუმის ქლორიდთან, 5%- დექსტროზასთან, 2.5% რინგერის ხსნართან დექსტროზასთან ერთად, კომბინირებული ხსნარებთან პარენტერული კვებისათვის (ამინომჟავები, ნახშირწყლები, ელექტროლიტები). 
500 მგ ტავანიკის შერევა არ შეიძლება ჰეპარინთან ან ხსნარებთან, რომელთაც გააჩნიათ ტუტე რეაქცია (მაგალითად, ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარი). 
მკურნალობის ხანგრძლივობა, ორიენტირებული  დაავადების ხანგძლივობაზე, უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 14 დღეს. ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების მიღებისას პრეპარატ ტავანიკით მკურნალობა (საინფუზიო ხსნარი ან ტაბლეტები) რეკომენდებულია ორგანიზმის ტემპერატურის ნორმალიზებიდან ან გამომწვევის დადასტურებული განადგურებიდან მინიმუმ 48-78 საათის შემდეგ. 
ტავანიკით მკურნალობისას (ტაბლეტებით ან საინფუზიო ხსნარით) ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, რის გამოც თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფების მკურნალობის დროს აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება. შესაბამის ინფორმაციას ამის შესახებ შეიცავს შემდეგი ცხრილი: 

 

250 მგ/ 24 სთ

500 მგ/ 24 სთ

500 მგ/ 12 სთ

კრეატინინის კლირენსი

I დოზა:

250 mg

I დოზა:

500 მგ

I დოზა:

500 მგ

50-20 მლ/წთ

შემდეგ:

125 მგ/ 24 სთ

შემდეგ:

250 მგ/ 24 სთ

შემდეგ:

250 მგ/ 12 სთ

19-10 მლ/წთ

შემდეგ:

125 მგ/ 48 სთ

შემდეგ:

125 მგ/ 24 სთ

შემდეგ:

125 მგ/ 12 სთ

<10 მლ/წთ (ჰემოდიალი-ზისა და ხაპდ ჩათ­ვ­ლით)*

შემდეგ:

125 მგ/ 48 სთ

შემდეგ:

125 მგ/ 24 სთ

შემდეგ:

125 მგ/ 24 სთ

* ხაპდ _ ხანგრძლივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი. 
ჰემოდიალიზისა და ხაპდ-ს შემდეგ არ არის საჭირო დამატებითი დოზების შეყვანა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს არ არის აუცილებელი დოზის სპეციალური შერჩევა იმდენად, რამდენადაც ტავანიკი მეტაბოლიზდება ღვიძლში მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. 
პრეპარატ ტავანიკით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ვადაზე ადრე ექიმის მითითების  გარეშე. 

გვერდითი მოვლენები
პრეპარატ ტავანიკის ცნობილი გვერდითი მოვლენების სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი გრადაციით: ხშირად - 100-დან 1-10 ავადმყოფში; ხანდახან - 100-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები; იშვიათად - 1 000-დან არა უმეტეს 1 ავადმყოფში; ძალზე იშვიათად - 10 000-დან არა უმეტეს 1 ავადმყოფში; განსაზღვრულ შემთხვევებში - უფრო იშვიათად.
კანისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მხრივ: ხანდახან - ქავილი და კანის გაწითლება. იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის საერთო რეაქციები (ანაფილაქსიური და ანაფილაქტორიდური რეაქციები) ისეთ სიმპტომებთან ერთად როგორიცაა: ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და შესაძლო სულის ხუთვა. აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში -  კანის და ლორწოვანი გარსის შესიება (მაგალითად, სახისა და ყელის არეში). ძალიან იშვიათად - არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება და შოკი; მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ცალკეულ შემთხვევებში - მძიმე გამონაყარი კანზე, ბუშტუკების წარმოქმნით, მაგალითად სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდატური მრავალფორმიანი ერითემა. ჰიპერ-მგრძნობელობის საერთო რეაქციებს შეიძლება ხანდახან წინ უსწრებდეს კანის მხრივ უფრო სუსტი რეაქციები. ზემოთ აღნიშნული რეაქციები შეიძლება განვითარდეს უკვე პირველი დოზის მიღებიდან რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ. 
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, დიარეა. ხანდახან - მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, საჭმლის მონელების დარღვევა. იშვიათად - სისხლიანი ფაღარათი, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს ნაწლავების ანთების ან ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანი. ძალიან იშვიათად - სისხლში შაქრის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რომელიც განსაკუთრებულად მნიშნელოვანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის; ჰიმოგლიკემიის შესაძლებელი ნიშნებია: “მგლის მადა”, ნევროზული მდგომარეობა, ოფლიანობა, კანკალი. 
სხვა ქინოლონების გამოყენების გამოცდილება ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ მწვავე პორფირია (ნივთიერებათა ცვლის ძალიან იშვიათი დაავადება) ამ დაავადებით უკვე შეპყრობილ პირებში.  
ამგვარი ეფექტი არ არის გამორიცხული აგრეთვე პრეპარატ ტავანიკის მიღებისას. 
ნერვულ სისტემაზე მოქმედება: ხანდახან - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან შებოჭილობა, მოთენთილობა, ძილის დარღვევა. 
იშვიათად: არასასიამოვნო შეგრძნება (მაგალითად: პარესთეზიები მაჯის მიდამოში), კანკალი, ნერვიულობა, შიშის შეგრძნება, კრუნჩხვები და ცნობიერების დაბინდვა. ძალიან იშვიათად - მხედველობის, სმენის, გემოს და ყნოსვის დარღვევა, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება, ფსიქიკური რეაქციები ჰალუცინაციებისა და დეპრესიის სახით, აგრეთვე მოძრაობის დარღვევა, მათ შორის სიარულის დროს. 
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედება: იშვიათად - ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება. ძალიან იშვიათად - (შოკის მაგვარი) სისხლძარღვოვანი კოლაფსი. 
კუნთებზე, ძვლებსა და მყესებზე მოქმედება: იშვიათად - მყესების დაზიანება (ტენდინიტის  ჩათვლით), კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ძალიან იშვიათად - მყესის გაგლეჯვა (მაგალითად აქილევსის). 
ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და შეიძლება გააჩნდეს ორმხრივი ხასიათი. კუნთების სისუსტე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს Myasthenia gravis-ით დაავადებულთათვის (კუნთების იშვიათი აუტოიმუნური დაავადება). ცალკეულ შემთხვევებში - კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი).
ღვიძლსა და თირკმელებზე მოქმედება: ხშირად - ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (მაგალითად, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას). ხანდახან - ბილირუბინის და კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში (ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის ნიშანი). ძალიან იშვიათად - ღვიძლის მხრივ რეაქციები (მაგალითად: ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის გაუარესება, ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე, ასევე ალერგიული რეაქციების შედეგად (ინტერსტიციული ნეფრიტი). 
სისხლზე მოქმედება: ხანდახან - სისხლის განსაზღვრული უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია), სისხლის თეთრი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია). იშვიათად - ნეიტროპენია თრომბოციტების ნაკლებობა (თრომბოციტოპენია), სისხლჩაქცევისა და სისხლდენისადმი მიდრეკილების გაზრდა. ძალიან იშვიათად - ორგანიზმში სისხლის განსაზღვრული თეთრი  ბურთულების რაოდენობის (აგრანულოციტოზი) ძლიერი შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სიმპტომები (ორგანიზმის ტემპერატურის მდგრადი ან რეციდიული მომატება, ყელის ანთება და მდგომარეობის მყარი გაუარესება). ცალკეულ შემთხვევებში - სისხლის წითელი ბურთულების დაშლა (ჰემოლიზური ანემია). სისხლის ყველანაირი უჯრედის რაოდენობის ძლიერი შემცირება (პანციტოპენია).
სხვა გვერდითი მოქმედება: ხანდახან - ზოგადი სისუსტე (ასთენია). ძალიან იშვიათად - ციებ-ცხელება, ალერგიული რეაქციები ფილტვების მხრივ (ალერგიული პნევმონიტი), ან მცირე კალიბრის სისხლძარღვების მხრივ (ვასკულიტი). 
ნებისმიერმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის (ბაქტერიები და სოკოები) შეცვლა, რის გამოც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბაქტერიების და სოკოების გამრავლების გაძლიერებას, რომლებიც მდგრადნი არიან მიღებული ანტიბიოტიკისადმი (მეორადი ინფექცია), რომელმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დამატებითი მკურნალობა. 

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;
- ეპილეფსიით შეპყრობილი ავადმყოფები;
- ქინოლონებით მკურნალობის შედეგად მყესების დაზიანების შემთხვევაში;
- ბავშვები და მოზარდები ზრდის სტადიაში;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
არასაკმარისი კლინიკური კვლევებისა და ზრდის¬ პერიოდში ქინოლონების სახსართა ხრტილებზე შესაძლო დამაზიანებელი მოქმედების გამო, ტავანიკი  არ უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ტავანიკის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში, მზარდ ორგანიზმში სახსრების ხრტილოვანი დაზიანების შესაძლებლობის გამო.
ხანდაზმულებში მკურნალობისას უნდა გავით¬ვალისწინოთ, რომ ხანდაზმულ პაციენტებს დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია. პნევმოკოკებით გამოწვეული ფილტვების ძალიან მძიმე ანთების დროს ტავანიკით მკურნალობამ შეიძლება არ გამოიწვიოს სასურველი თერაპიული ეფექტი. ჰოსპიტალური ინფექციების თანდართვისას, გამოწვეული განსაზღვრული გამომწვევებით (P. aeruginosa), შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული თერაპიის ჩატარება.
ინფუზიის ხანგრძლივობა: აუცილებლად საჭიროა ინფუზიის ხანგლივობის რეკომენდებული წესის დაცვა. პრეპარატ ტავანიკისათვის (100 მლ საინფუზიო ხსნარი) ი/ვ ინფუზიის ხანგძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 60 წთ-ს. გამოყენების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ინფუზიის დროს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გულის რითმის გახშირებას და არტერიული წნევის ტრანზიტორულ დაქვეითებას. იშვიათად არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა შეიძლება სისხლძარღვოვანი კოლაფსის მიზეზი გახდეს. თუ ლევოფლოქსაცინის (ოფლოქსაცინის L-იზომერი) გადასხმისას შეიმჩნევა არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გადასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ტავანიკით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვითი შეტევები იმ პირებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ცენტრალური ნერვული სისტემის  დაზიანება, დაქვეითებული კრუნჩხვითი ზღურბლით, ასევე ქალა-ტვინის ტრავმის, ინსულტის შემთხვევები. კრუნჩხვის განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს ფენბუფენის (და მისი მსგავსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების), ან თეოფილინის ერთდროულმა გამოყენებამ.
მიუხედავად იმისა, რომ ტავანიკის გამოყენებისას ფოტოსენსიბილიზაციის ეფექტი აღინიშნება ძალიან იშვიათად, სიფრთხილის მიზნით ავადმყოფები უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას (სოლარიუმი).
ფსევდომებრანულ კოლიტზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მოიხსნას პრეპარატი და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება ნაწლავების მოტორიკის დამთრგუნველი  საშუალებების გამოყენება.
ტავანიკის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება ტენდინიტი (უპირატესად აქილევის მყესის ანთება), რომელმაც შეიძლება მყესის გაგლეჯვა გამოიწვიოს. ხანდაზმული ავადმყოფები უფრო მიდრეკილნი არიან ტენდინიტისადმი. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა (კორტიზონული პრეპარატები) ამაღლებს მყესის გაგლეჯვის რისკს. ტენდინიტით დაავადების შემთხვევისას პრეპარატ ტავანიკით მკურნალობა დაუყოვ¬ნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, მაგალითად უზრუნველყოთ სიმშვიდე.
ავადმყოფებს გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით (თანდაყოლილი მემკვიდრული დაავადება), შესაძლებელია რეაქცია ჰქონდეთ ქინოლონებზე ჰემოლიზის განვითარებით, ამასთან დაკავშირებით ასეთი ავადმყოფების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დიდი სიფრთხილით. 
პრეპარატ ტავანიკის ისეთმა გვერდითმა მოვლენებმა, როგორიცაა თავბრუსხვევა, შებოჭილობა, მოთენთილობა, მხედველობის დარღვევა შეიძლება დააქვეითონ რეაქციის სიჩქარე და ყურადღების კონცენტრაცია. ამას შეიძლება მოჰყვეს განსაზღვრული რისკი ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამ რეაქციებს გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშნელობა (მაგალითად, ავტომანქანის ტარები¬სას, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურების დროს, მუშაობის შესრულებისას არაფხიზელ მდგომარეობაში, განსაკუთრებით თუ ეს ეხება პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღებას). 

ჭარბი დოზირება
უმნიშვნელოვანესი სიმპტომები (ნიშნები) პრეპარატ ტავანიკის დოზის შეცდომით გადაჭარბებისას ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ცნობიერების დაბინდვა, თაბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვითი შეტევები). გარდა ამისა, შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლილობანი (მაგალითად, გულისრევა) და ლორწოვანი გარსების დაზიანება.
მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს არსებული სიმპტომების შესაბამისად. ლევოფლოქსაცინი არ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით. სპეციფიკური ანტიდოტი (უკუმოქმედი ნივთიერება) არ არსებობს. 
ტავანიკ 250 მგ-ის ერთი ტაბლეტის  ზედმეტად მიღება არ იწვევს მავნე ზემოქმედებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არსებობს მონაცემები კრუნჩხვების გამოხატული შემცირების შესახებ ქინოლონებისა და იმ ნივთიერებათა ერთდროული მიღებისას, რომლებიც, თავის მხრივ, ამცირებენ კრუნჩხვების ცერებრულ ზღურბლს. თანაბარი ზომით ეს ეხება ქინოლონებისა და ფენბუფენისა და მისი მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებათა (რევმატიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები) ერთდროულ გამოყენებასაც. 
პრეპარატ ტავანიკის მოქმედება თვალსაჩინოდ სუსტდება მისი და სუკრალფატის (კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი საშუალება) ერთდროული მიღებისას. იგივეს აქვს ადგილი  მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან (გულძმარვისა და გასტრალგიების სამკურნალო პრეპარატები), ასევე რკინის მარილებთან (სისხლნაკლებობის მკურნალობისას)  მისი გამოყენებისას. ტავანიკი მიიღება არანაკლებ 2 საათის ინტერვალით ამ პრეპარატების მიღებიდან.
ლევოფლოქსაცინის გამოყოფა მცირდება ციმეტიდინისა და პრობენიციდის მოქმედებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთქმედებას არა აქვს არავითარი კლინიკური მნიშვნელობა. მაგრამ მაინც, ციმეტიდინისა და პრობენიციდის ტიპის სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აბლოკირებენ გამოყოფის განსაზღვრულ ტიპს (მილაკოვან სეკრეციას) ერთად გამოყენებისას, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა სიფრთხილით უნდა წარმოებდეს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება თირკმლების დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტებს. 
ლევოფლოქსაცინი უმნიშვნელოდ ზრდის ციკლოსპორინის გამოყოფის პერიოდს.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სიანთლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. 
საინფუზიო ხსნარი ოთახის სინათლეზე ინახება არა უმეტეს 3 დღისა.

სად შევიძინოთ?