Plasmon
თეიმუროვი ნეო / TEIMUROVI NEO


შემადგენლობა

ბორის მჟავა – 0,9%; ნატრიუმის ტეტრაბორატი – 2,5%; სალიცილის მჟავა – 1,48%; თუთიის ჟანგი – 17%; ასკანის თიხა – 17,4%; ან ტალკი 26,7%; ჰექსამეთილენტეტრამინი – 2,9%; ფორმალდეჰიდის ხსნარი – 2,5%; ტყვიის აცეტატი – 0,3%; გლიცერინი – 4,64%; პიტნის ან ლიმონის ზეთი – 0,6%; კარბოქსიმეთილცელულოზა - 0,1%; გამოხდილი წყალი – 49,68%.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომლის ფარმაკოლოგიურ ეფექტს განსაზღვრავს შემადგენელი კომპონენტების კომპლექსური მოქმედება: ბორის მჟავა და ნატრიუმის ტეტრაბორატი ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, სალიცილის მჟავა – ანტიმიკრობულ, ანთების საწინააღმდეგო და კერატოპლასტურ მოქმედებას, თუთიის ჟანგი, ტყვიის აცეტატი და ასკანის თიხა – ადსორბციულ, გამომშრობ მოქმედებას, ჰექსამეთილენტეტრამინი და ფორმალდეჰიდის ხსნარი – მადეზინფიცირებელ მოქმედებას.

ჩვენებები
ოფლიანობა, კანის ზოგიერთი სოკოვანი დაავადება.

მიღების წესები და დოზები
გარეგანი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის. პასტას შეიზელენ კანზე 1-3 წუთის განმავლობაში დაბანისა და გამშრალების შემდეგ 1-ჯერ დღეში, ყოველდღიურად 3-4 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად – ალერგიული რეაქციები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
• თირკმელების ქრონიკული დაავადებები;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვთა ასაკი.
• ტერფის მწვავე ანთებითი დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია
არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს ზემოქმედებას. 

სიფრთხილე: არ არის რეკომენდებული თეიმუროვის პასტის გამოყენება ზედაპირის დიდ ფართობზე, ასევე კანის ანთებითი დაავადების დროს.

ჭარბი დოზირება
ხანგრძლივი გამოყენებისას ზედაპირის დიდ ფართობზე შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გონების დაბინდვა, დიარეა, კანის ქავილი. ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მივმართოთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება გრილ პირობებში (8-15oC ტემპერატურაზე), სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: ერთი წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სად შევიძინოთ?