Plasmon
ტენოტენი / TENOTEN

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: იბერი+
  • მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი
  • გამოშვების ფორმა: საწუწნი ტაბლეტი №40
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სამკურნალო ფორმა:

ჰომეოპათიური მოსაწუწნი ტაბლეტები.

 

შემადგენლობა:

აქტიური კომპონენტები: თავის ტვინის სპეციფიკური ცილების აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები შ-100– 0.003გ*. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

* შედის წყალ-სპირტოვანი ნარევის სახით მოქმედი ნივთიერების აქტიურ ფორმაში1.

 

აღწერილობა

ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე. ნაზოლით და ნაჭდევით. ერთ ბრტყელ მხარეს არის წარწერა MATERIA MEDICA, მეორე ბრტყელ მხარეზე TENOTEN.

 

ფარმაკოთერეაპიული ჯგუფი:

ჰომეოპათური საშუალება

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ახდენს დამაწყნარებელ, შფოთვის საწინააღმდეგო (ანქსიოლითიურ) მოქმედებას, ამავე დროს არ იწვევს არასასურველ ჰიპნოგენურ და მიორელაქსანტურ ეფექტებს. აუმჯობესებს ფსიქოემოციური დატვირთვების გადატანას. გააჩნია სტრესპროტექტორული, ნოოტროპული, ანტიამნეზიური, ჰიპოქსიის საწინააღმდეგო, ნეიროპროტექტული, ანტიასთენური, ანტიდეპრესული მოქმედება. ინტოქსიკაციის პირობებში, ჰიპოქსიის და ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დროს ახდენს ნეიროლეპსიურ მოქმედებას, ზღუდავს დასნებოვნების ზონას. ახდენს შესწავლის და მეხსიერების პროცესის ნორმალიზებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ახდენს შ-100 ცილის ფუნქციური აქტივობის მოდიფიცირებას, რომელიც ხორციელდება ტვინში სინაპსური (ინფორმაციული) და მეტაბოლური პროცესების ერთობლიობით. ახდენს გაზმ-მიმეტურ და ნეიროლეპსიურ მოქმედებას, ზრდის სტრეს-მალიმიტირებელ სისტემათა აქტივობას, ხელს უწყობს ნეირონული პლასტიკურობის პროცესების აღდგენას.

 

1 მოქმედი ნივთიერების აქტიური ფორმა _ მოქმედი ნივთიერების აქტიური ფორმა შემცველობით არაუმეტეს 10-15ნგ/გ.

 

გამოყენების ჩვენება:

ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, ფსიქოსომატური დაავადებები; სტრესული აშლილობები მომატებული ნერვული დაძაბულობით, გაღიზიანებადობით, შფოთვით და ვეგეტატური რეაქციებით. ცენტრალური ნერვული სისტემის ზომიერად გამოხატული ორგანული დაზიანება, მათ შორის ტრავმული და დისცირკულარული წარმოშობის, რომელსაც თან ახლავს ემოციური ფონის არამდგრადობა, გაღიზიანებადობა, მეხსიერების დაქვეითება, ვეგეტატიური დარღვევები.

 

უკუჩვენება

მომეტებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, საბავშვო ასაკი 18 წლამდე; ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის პირთათვის ნაჩვენებია საბავშვო ტენოტენის გამოყენება.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტენოტენის გამოყენება არ შესწავლილა. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რისკი/სარგებლის თანაფარდობა.

 

გამოყენების წესი და დოზირება

მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე _ 1 ან 2 ტაბლეტი (ჩერდება პირის ღრუში სრულ გახსნამდე _ არა კვების დროს). მიიღება 2-ჯერ დღეში; აუცილებლობის შემთხვევაში _ 4 მიღება დღეღამეში. მკურნალობის კურსი _ 1_3 თვე; აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შესაძლოა გაიზარდოს 6 თვემდე ან განმეორდეს 1_2 თვის შემდეგ. მკურნალობის დაწყებიდან 3_4 კვირის შემდეგ, მდგომარეობის მდგრადი გაუმჯობესების არარსებობისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

გვერდითი მოვლენები

აღნიშნული ჩვენებების და მითითებული დოზირების დაცვისას გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა. შესაძლოა განვითარდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

ჭარბი დოზირება

დღევანდელ დღემდე ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ ყოფილა.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები დღემდე გამოვლენილი არ ყოფილა.

 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობა. იმის გამო, რომ პრეპარატ ტენოტინს გააჩნია გამააქტივირებელი თვისებები, მისი მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე.

 

გამოშვების ფორმა

მოსაწუწნი ტაბლეტები. 20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდისა და ალუმინის ფოლგის კონტურულ_უჯრედოვან შეფუთვაში. 1 ან 2 კონტურულ_უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობა

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ

სად შევიძინოთ?