Plasmon
თერაპინი BID ფორტე / TERAPIN BID FORTE


ათქ კლასიფიკაციის კოდი: J01CR02

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის: ფლაკონში 100 მლ

აქტიური ნივთიერება: თითოეული 5მლ შეიცავს 671.9მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 600 ამოქსიცილინის ექვივალენტურს და 53.49 მგ კალიუმის კლავულანატს 42.9 მგ კლავულანის მჟავას ექვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა (უწყლო), ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა/ნატრიუმის კარბოქსი მეთილ ცელულოზა, ქსანტანის ფისი, კოლოიდური სილიციუმი უწყლო, სილიციუმის დიოქსიდი, ჟოლოს ესენცია, ასპარტამი (E951), საქაროზას ფხვნილი.

1. რა არის თერაპინი BID ფორტე და რისთვის გამოიყენება ის
 თერაპინი BID ფორტე არის ანტიბიოტიკი და კლავს ინფექციის გამოწვევ ბაქტერიას. ის შეიცავს ორ სხვადასხვა სახის პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, როგორიცააპენიცილინები“, რაც ზოგჯერ არ მოქმედებს (არააქტიურია). მეორე აქტიური ნივთიერება (კლავულანის მჟავა) ხელს უშლის ამის განვითარებას. ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილია ქარვისფერ III ტიპის შუშის ბოთლში, რომელსაც კარგად ახურავს HDPE თავსახური, და რომელზეც აღნიშნულია 100მლ დონის ნიშნული, 2.5-5მლ დანაყოფებიანი საზომი კოვზით. თერაპინი BID ფორტე გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე შტამებით.

2. ვიდრე მიიღებდეთ თერაპინი BID ფორტეს
არ მიიღოთ თერაპინი BID ფორტე:
თუ აქვს ალერგია (ჰიპერმგრძნობიარე) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას ან თერაპინი BID ფორტეს რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ როდესმე ჰქონია მწვავე ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შესაძლოა იყოს კანზე გამონაყარი , სახის ან ყელის შეშუპება.
თუ ოდესმე ჰქონია ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკის მიღებისას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო თერაპინი BID ფორტეს მიღებისას
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ბავშვისთვის პრეპარატის მიცემამდე თუ მას:
აქვს ჯირკვლოვანი ცხელება
იმკურნალა ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებზე
არ აქვს რეგულარული შარდვა . თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე მათგანი ეხება თქვენს ბავშვს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თერაპინიBID ფორტეს მიცემამდე. ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გამოიკვლიოს ბაქტერიის ტიპი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში ინფექცია. შედეგების მიხედივთ, ბავშვს შეიძლება მიეცეს თერაპინი BID ფორტეს განსხვავებული სიძლიერე ან სხვა პრეპარატი.

მდგომარეობები, რაც საჭიროებს დაკვირვებას
თერაპინი BID ფორტეს მიღებამ შეიძლება ზოგჯერ გააუარესოს მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციები, კონვულსიები და მსხვილი ნაწლავის ანთება. დააკვირდით სიმპტომებს, როდესაც ბავშვი იღებს თერაპინი BID ფორტეს იმისათვის, რომ შეამციროთ პრობლემების რისკი. იხ. მდგომარეობები, რაც საჭიროებს დაკვირვებას ნაწილში 4.

სისხლის და შარდის ანალიზები
 თუ ბავშვს უტარებთ სისხლის (როგორიცაა სისხლის წითელი უჯრედების სტატუსი ან ღვიძლის ფუნქციის ტესტები) ან შარდის ანალიზს (გლუკოზაზე), აცნობეთ ექიმს ან ექთანს, რომ იღებს თერაპინი BID ფორტეს. ვინაიდან, თერაპინიBID ფორტეს შეუძლია იმოქმედოს ამ ანალიზების შედეგებზე.


სხვა
პრეპარატები და თერაპინი BID ფორტე
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი შვილი იღებს, ბოლო დროს იღებდა ან უნდა მიიღოს სხვა პრეპარატები. თუ თქვენი შვილი იღებს ალოპურინოლს (პოდაგრისთვის) თერაპინიBID ფორტესთან ერთად, მეტადაა მოსალოდნელი, რომ განუვითარდეს ალერგიული რეაქცია კანზე. თუ თქვენი შვილი იღებს პრობენეციდს (პოდაგრისთის), ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თერაპინი BID ფორტეს დოზის კორექცია. თუ მიიღება პრეპარატები, რომლებიც ათხელებეს სისხლს (როგორიცაა ვარფარინი) თერაპინი BID ფორტესთან ერთად შესაძლებელია სააჭირო გახდეს სისხლის დმატებითი ანალიზები. თერაპინი BID ფორტეს შეუძლია დაარღვიოს მეთოტრექსატის მოქმედება (კიბოს და რევმატიული დაავადებებისთვის).


ორსულობა
, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ თქვენი შვილი, რომელიც აპირებს მიიღოს აღნიშნული პრეპარატი არის ორსულად ან ლაქტაციის დროს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთცის პრეპარატის მიღებამდე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა თერაპინი BID ფორტეს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები (მაგ. ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კონვულსიები) და სიმპტომების გამო შეიძლება ვერ მართოთ ავტოტრანსპორტი.


მნიშვნელოვანი
ინფორმაცია თერაპინიBID ფორტეს ზოგიერთი ნივთიერების შესახებ თერაპინი BID ფორტე შეიცავს ასპარტამს, რომელიც არის ფენილალანინის წყარო. ეს შეიძლება იყოს მავნე ფენიკლეტონურიით დაავადებული ბავშვებისთვის .

თერაპინი BID ფორტე შეიცავს ნატრიუმს   <1მმოლ (23მგ) დოზაზე  .არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენა  .აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს შაქრის ფხვნილს (საქაროზა). თუ ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენს შვილს აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს პრეპარატის მიღებამდე

3. როგორ უნდა მიიღოთ თერაპინი BID ფორტე
რეკომენდებული დოზაა 90/6.4მგ/კგ დღეში 2 გაყოფილ დოზად 12 საათიანი ინტერვალებით 10 დღე, (იხ. ქვემოთ ცხრილი). პედიატრიულ პაციენტებში >40კგ წონით ან მოზრდილებში, არ არის გამოცდილება. არ არსებობს კლინიკური მონაცემები თერაპინი BID ფორტესთან დაკავშირებით ბავშვებში 3 თვის ასაკამდე

 

სხეულის წონა (კგ)

თერაპინი BID ფორტე-600 მოცულობა, რომელიც იძლევა 90/6.4 მგ/კგ დღეში

8

 3.0მლ ორჯერ დღეში

12

4.5 მლ ორჯერ დღეში

16

6.0 მლ ორჯერ დღეში

20

 7.5 მლ ორჯერ დღეში

24

9.0 მლ ორჯერ დღეში

28

10.5 მლ ორჯერ დღეში

32

12.0 მლ ორჯერ დღეში

36

 

13.5 მლ ორჯერ დღეში


მიღების
გზა და მეთოდი: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ აუტანლობის შესამცირებლად, თერაპინი BID ფორტე-600 მიიღება ჭამის დაწყებისას.


თერაპინი
BID
ფორტეს სუსპსნეზიის მომზადება: თერაპინი BID ფორტე არის ფხვნილი, აუცილებელია მისი რეკონსტიტუირება. დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები: ოდნავ მიარტყით ბოთლს თითი იმისათვის, რომ ფხვნილი თავისუფლად მოძრაობდეს.
1. დაუმატეთ წყალი ბოთლზე მითითებული ნიშნულის ნახევარმდე და კარგად შეანჯღრიეთ სუსპენზიის მისაღებად. (გამოიყენეთ ადუღებული და გაგრილებული წყალი)
2. სრულად განზავებისთვის, დატოვეთ 5 წუთით.
3. დაუმატეთ დარჩენილი წყალი ნიშნულამდე და კვლავ კარგად შეანჯღიეთ.
4. სუსპენზიის მიღება შესაძლებელია 5მლ საზომი კოვზით.
კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ.

როგორ უნდა მივიღოთ თერაპინი BID ფორტე
ბოთლი ყოველთვის კარგად შეანჯღრიეთ ყოველი მიღების წინ.
რეკონსტიტუირების შემდეგ, სუსპენზია შეინახეთ მაცივარში (2-8C-ზე). არ გაყინოთ.
მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბოს 14 დღეს .
დოზები თანაბრად გაანაწილეთ დღის მანძილზე 4 სთ -იანი ინტერვალით მაინც. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
თერაპინი BID ფორტე 600მგ/42.9მგ პერორალური სუსპენზიის ფერი უნდა იყოს ოდნავ ყვითელი ფერის. ეს არ იმოქმედებს პროდუქტის ეფექტურობაზე.
არ მისცეთ ბავშვს თერაპინი BID ფორტე 2 კვირაზე მეტ ხანს. თუ ბავშვი კვლავ ცუდადაა უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ თერაპინი BID ფორტე უნდა მისცეთ 2 წლამდე ასაკის ბავშვს, სუსპენზია შეიძლება გაიხსნას შენჯღრევით წყალთან ერთად გამოყენების წინ. არ შეინახეოთ განზავებული სუსპენზია. პაციენტები თირკმლის და ღვიძლის პრობლემებით
თუ თქვენ ბავშვს აქვს თირკმლის პრობლემები დოზა უნდა შემცირდეს. განსხვავებული სიძლიერე ან სხვა პრეპარატი უნდა შეირჩეს ექიმის მიერ.
თუ თქვენ ბავშვს აქვს ღვიძლის პრობლემები შეიძლება უფრო ხშირად ჩაუტარდეს სისხლის ანალიზები ღვიძლის მუშაობის შესამოწმებლად.

თუ მისცემთ თერაპინი BID ფორტეს საჭიროზე მეტ დოზას თუ თქვენ შვილს მისცემთ საჭიროზე მეტ თერაპინი BID ფორტეს, ნიშნები მოიცავს კუჭის პრობლემებს (გულისრევა, ღებინება ამ დიარეა) ან კონვულსიებს. გაესაუბრეთ ექიმს დაიყოვნებლივ. თან იქონიეთ პრეპარატის ბოთლი ექიმისთვის საჩვენებლად.

თუ დაგავიწყდათ თერაპინი BID ფორტეს მიცემა თუ დაგავიწყდათ ბავშისთვის დოზის მიცემა, მიეცით გახსენებისთანავე. არ მისცეთ ბავშვს მომდევნო დოზა მაშინვე. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ ბავშვი შეწყვეტს თერაპინი BID ფორტეს მიღებას გააგრძელთ ბავშვისთვის თერაპინი BID ფორტეს მიცემა ვიდრე არ დასრულდება თერაპია, მაშინაც კი თუ უკეთ გრძნობს თავს. ბავშვს სჭირდება თითოეული დოზა ინფექციასთან საბრძოლველად. თუ ბაქტერია გადარჩება გამოიწვევს ინფექციის შებრუნებას. დამატებითი კითხვებისთვის პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
 სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს. მდგომარეობები რომელსაც უნდა დააკვირდეთ

ალერგიული რეაქციები:
კანზე გამონაყარი
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი) რაც შეიძლება იყოს ხილული კანზე წითელი ან მეწამულისფერი ამოწეული ლაქებით, მაგრამ შეიძლება დააზიანოს ორგანიზმის სხვა ნაწილი
ცხელება, სახსრების ტკივილი, შეშუპებული ჯირკვლები ყელში, იღლიებში ან საზარდულში
სახის ან ყელის შეშუპება (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთვი სგაძნელებას
კოლაფსი მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ თქვენ შვილს აღენიშნება რომელიმე სიმპტომი. შეწყვიტეთ თერაპინი BID ფორტეს მიცემა.

მსხვილი ნაწლავის ანთება მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს თხიერ დიარეას როოგრც წესი სისხლით და ლორწოთი, კუჭის ტკივილი და/ან ცხელება. მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლიბ რჩევისთვის თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს >1/10-ში
დიარეა (მოზრდილებში). ხშირი გვერდითი ეფექტები
შეიძლება განვითარდეს 1/10-ში
რძიანა (კანდიდა - საფუარას ინფექცია საშოში, პირში ან კანის ნაკეცებში)
გულისრევა, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას, ამიტომ მიიღეთ ჭამის წინ
ღებინება
დიარეა (ბავშვებში)


არახშირი
გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს 1/100-ში
გამონაყარი კანზე, ქავილი
თივის ცხელება
მოუნელებლობა
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი არახშირი გვერდითი ეფექტები სისხლის ანალიზებში:
ღვიძლის მიერ წარმოებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) მომატება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს 1/1000-ში
კანზე გამონაყარი, წყლულის სახით (შუაში მუქი ლაქით და გარშემო შედარებითი ღია ფერით, მუქი წრით კიდეებზე - მულტიფორმული ერითემა) თუ შენიშნავთ მსგავს სიმტპომებს, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ. იშვიათი გვერდითი ეფექტები სისხლის ანალიზებში:
სისხლის შედედების უჯრედების მცირე რაოდენობა
სისხლის თეთრი უჯრედების მცირე რაოდებობა

სიხშირე უცნობია სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონამცემების მხიედვით.
ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
თავის ტვინის დამცავი ქერქის ანთება (ასეპტური მენინგიტი)
კანის სერიოზული რეაქციები: - ფართოდ განვითარებული გამონაყარი წყლულებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და გენიტალიების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), და უფრო მწვავე ფორმა, რაც იწვევს კანის ძლიერ აქერცვლას (სხეულის ზედაპირის >30% - ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- კანის ფართო სიწითლე მცირე ჩირქის შემცველი წყლულებით (ბულეზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
- წითელი, აქერცვლადი გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და წყლულებით (ეგზანთემური პუსტულეზი).

მიმართეთ
ექიმს დაუყოვნებლივ თუ თქვენ ბავშვს აღენიშნება რომელიმე სიმპტომი.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლის წარმოებული ნივთიერება) მომატებით, რაც აყვითლებს კანს და თვალის კაკალს.
თირკმლის მილების ანთება
სისხლის შედედების დაგვიანება
ჰიპერაქტივობა
კონვულსიები (თერაპინი BID ფორტეს მაღალი დოზების მიღებისას ან თირკმლის პრობლემების დროს)
ხაოიანი შავი ენა
კბილების დალაქავება (ბავშვებში), როგორც წესი ცილდება გახეხვით.

გვერდითი ეფექტები გამოვლენილი სისხლში ან შარდის ანალიზებში:
სისხლის თეთრი უჯრედების ძლიერი შემცირება
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი დონე (ჰემოლიზური ანემია)
კრისტალები შარდში.

5. როგორ შევინახოთ თერაპინი BID ფორტე
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ არაუმეტეს 25C -ზე, მშრალ ადგილას. რეკონსტიტუირების შემდეგ, სუსპენზია ინახება მაცივარში (2-8C) 14 დღე. არ გაყინოთ. ჰიგროსკოპიის გამო ბოთლს კარგად დაახურეთ. თუ შეამჩნევთ პროდუქტის ან შეფუთვის რამე წუნს არ გამოიყენოთ თერაპინი BID ფორტე.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით 

სად შევიძინოთ?