ტეტესეპტი სელენი 100 / Tetesept Selen 100
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Tetesept Pharma GmbH
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ფარისებრი ჯირკვლის, იმუნური სისტემის და უჯრედების დაცვისთვის
ტეტესეპტი სელენი 100-ის შემადგენლობაში შემავალი სელენის ოპტიმალური დოზა:
• ზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
• დაიცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან
• ხელს შეუწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას
მიკროელემენტი სელენი ორგანიზმში ავლენს ანტიოქსიდაციურ მოქმედებას, იცავს რა უჯრედებს დაზიანებისგან. დამატებით სელენი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმის პროცესში. ვინაიდან სელენს ორგანიზმი არ გამოიმუშავებს, მისი საკვების საშუალებით მიღება აუცილებელია. განსაკუთრებით არაბალანსირებული დიეტისას და სელენზე გაზრდილი მოთხოვნილებების დროს. ორგანიზმში სელენზე მოთხოვნილება იზრდება ისეთი მდგომარეობების დროს როგორებიცაა: სტრესი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება - ასეთ შემთხვევებში ორგანიზმში სელენის საჭირო ბალანსი ყოველთვის გარანტირებული არ არის.
შემადგენლობა |
დღიური დოზა (1 ტაბლეტი) |
% NRV * |
სელენი
|
100 სე
|
182%
|
ვიტამინი E
|
12 მგ
|
100%
|
ნიაცინი
|
16 მგ
|
50%
|
*მონაცემები მოწოდებულია ევროპის საკვების რეგულირების სააგენტოს(LMIV) მიერ. NRV=საკვები ნივთიერებების ღირებულება.
მიღების წესი:
დღის განმავლობაში მიიღება 1 ტაბლეტი შესაბამისი ოდენობის სითხის მიყოლებით.
პარალელურად არ მიიღოთ სელენის შემცველი სხვა პრეპარატი.
შემადგენლობა (100 მგ-ზე): შემავსებლები: მიკროკრისტალიზებული ცელულოზა, DL ტოკოფეროლაცეტატი (ვიტამინი E 6.4%), ნიკოტინამიდი (ნიაცინი 8.5%), L-არგინინჰიდროქლორიდი (5.3%), მალტოდექსტრინი, სახამებელი, ჟელატინი, შაქარი; დამშლელი აგენტი: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილი, ტალკი, ნატრიუმალუმინუმ სილიკატი, მცენარეული ზეთი (ქოქოსის); შემომგარსველი კომპონენტები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა; საღებავი: ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სელენატი (0.05%).
1 ტაბლეტი შეესაბამება <0.01 BE.
ლაქტოზის და გლუტენის გარეშე.
კვებითი დანამატი სელენის, ნიაცინის და ვიტამინ E-ს შემცველობით.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, შენახვის ტემპერატურული რეჟიმი არ უნდა აღემატებოდეს 250C-ს.
შენახვის ვადა იხილეთ კოლოფზე.
განსაკუთრებული მითითებები:
არ უნდა მოხდეს დადგენილი დოზის გადაჭარბება, საკვები დანამატი არ წარმოადგენს ბალანსირებული კვების შემცვლელს.
გამოშვების ფორმა:
30 ტაბლეტი (=5.64 გ)