Plasmon
თიმოკელ D6 (ნატუროპათი) / Thymokehl D6 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
2 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: Glandula thymi – ხბოს თიმუსის ექსტრაქტ D6-ის 2 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა). დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი.
 
ჩვენება
– ზრდისა და განვითარების დარღვევები
– დამხმარე თერაპია ნეოპლაზიის ფაზების დროს
– დამხმარე თერაპია დაუნის დაავადების დროს
– ხერხემლის წელის არეში მიმდინარე ყველა დეგენერაციული პროცესის დროს
 
თვისებები
ორგანოების ექსტრაქტები უჯრედში მიმდინარე ნივთიერებათა ზოგად ცვლაზე დადებით გავლენას ახდენს. კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმში შეყვანილი ორგანოების ექსტრაქტებზე დამზადებული მასალა, უჯრედულ თერაპიაში, დნმ-ის უჯრედულ აღდგენით პროცესებს ასტიმულირებს. იგი მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს
იქ, სადაც აუცილებელია დაზიანებული უჯრედების რეგენერაცია და სუბსტიტუციური (ჩანაცვლებითი) მოქმედება იქ, სადაც უჯრედები დაშლილია. Thymokehl-ში შემავალი თიმუსის ექსტრაქტი ისეთივე ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მოლეკულურ სტრუქტურაზე, როგორც ადამიანის ორგანოდან აღებული. თიმუსის
ექსტრაქტის მასტიმულირებელი მოქმედება უჯრედულ სუნთქვაზე დადასტურებულია ცხოველებზე ჩატარებული მრავალი ცდით. თიმუსის სპეციალური ფაქტორებიდან გამოყოფილი იქნა პეპტიდი თიმოზინ 1, რომელიც T-ლიმფოციტების წინაპარი უჯრედების მომწიფებას განაპირობებს და ამით მათ რიცხვსაც ზრდის
 
მიღების წესი და დოზირება
1 ამპულა კუნთში ან კანქვეშ 2-3 ჯერ კვირაში
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ცხოველურ, განსაკუთრებით ხბოს ცილაზე
 
მითითებები
Rebas-სთან ერთდროული მიღება, რომელიც, ასევე, იმუნოლოგიურად აქტიური პრეპარატია, აძლიერებს Thymokehl-ის მოქმედებას. Thymokehl-ით გამოწვეული T-ლიმფოციტების პროლიფერაციის სტიმულაციასთან ერთად, Rebas-ი T-ჰელპერების სტიმულაციის გზით განაპირობებს ჰუმორული ანტისხეულების წარმოქმნას
 
გამოშვების ფორმები
2 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?