Plasmon
ტირფენსი / Tirfens


წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები. 
აღწერილობა: მრგვალი ორმხრივამოზნექილი თეთრი ფერის გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი 80 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის კარმელოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. 
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® თეთრი 85F18422 (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი). 

პრეპარატის ათქ კოდი: R03DX03

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო სისტემური გამოყენების სხვა პრეპარატები. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტირფენსი ახდენს ბრონქოკონსტრიქციისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. 
ფენსპირიდი ამცირებს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ციტოკინების, განსაკუთრებით სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის α (თNF-α), არაქიდონის მჟავას წარმოებულების, თავისუფალი რადიკალების) პროდუქციას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთებისა და ბრონქოსპაზმის განვითარებაში.   
ფენსპირიდი აინჰიბირებს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმს, რითაც ახდენს H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკადის პოტენცირებას, რაც განაპირობებს ანტიჰისტამინურ და სპაზმოლიზურ მოქმედებას ბრონქების გლუვ მუსკულატურაზე. ფენსპირიდი აბლოკირებს α-ადრენორეცეპტორებს, რომელთა სტიმულაციასაც ახლავს ბრონქული ჯირკვლების სეკრეციის გაძლიერება. ამგვარად, ფენსპირიდი ამცირებს რიგი ფაქტორების მოქმედებას, რომლებიც ხელს უწყობს პროანთებითი ფაქტორების ჰიპერსეკრეციას, ანთების განვითარებას და ბრონქების ობსტრუქციას. 

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ ფენსპირიდის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 6 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 საათს.
გამოიყოფა ძირითადად შარდით (90%), ნაწლავებით (10%). 

გამოყენების ჩვენებები
- ლორ-ორგანოების და სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების (ოტიტი, სინუსიტი, რინიტი, რინოფარინგიტი, ტრაქეიტი, რინოტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი) მკურნალობა;
- ბრონქული ასთმა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- სეზონური და სრულწლიანი ალერგიული რინიტი და ალერგიის სხვა გამოვლინებები რესპირაციული სისტემის და ლორ-ორგანოების მხრივ;
- რესპირაციული მოვლენები წითელას, ყივანახველას, გრიპის (ხველა, ხმის ჩახლეჩა, ყელში სიმშრალის და ფხაჭნის შეგრძნება) დროს.

გამოყენების წესი და დოზირება 
პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამამდე, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით. 
მოზრდილებს უნიშნავენ 1 ტაბლეტს 2-ჯერ დღე-ღამეში (დილას და საღამოს). 
უფრო ძლიერი ეფექტის მისაღწევად და/ან დაავადების მწვავე ფორმის დროს _ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში (დილას, დღისით, საღამოს). 

წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ფენსპირიდის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- 14 წლამდე ასაკი. 

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირი (≥ 1/100, < 1/10); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); დაუდგენელი სიხშირის.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათი – ზომიერი ტაქიკარდია, რომლის გამოხატულება მცირდება პრეპარატის დოზის შემცირებისას.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში; დაუდგენელი სიხშირის – დიარეა, ღებინება.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათი – ძილიანობა, დაუდგენელი სიხშირის – თავბრუსხვევა.
კანის საფარველის მხრივ: იშვიათი – ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ფიქსირებული პიგმენტური ერითემა; დაუდგენელი სიხშირის – კანის ქავილი.
სხვა: დაუდგენელი სიხშირის – ასთენია, მომატებული დაღლილობა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობა არ ანაცვლებს ანტიბიოტიკოთერაპიას. 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ამჟამად არ არსებობს კლინიკური მონაცემები, რომლებიც მოწმობენ ფენსპირიდის გამო ტოქსიკურობის გამოწვევის ან ნაყოფის არასწორი განვითარების შესაძლებლობას ორსულობის დროს პრეპარატის მიღებისას. ამიტომ არ არის რეკომენდებული ფენსპირიდის მიღება ორსულობის დროს, თუმცა ორსულობის დადასტურება ფენსპირიდის მიღებისას არ საჭიროებს ორსულობის შეწყვეტას. 
ამჟამად არ არსებობს სარწმუნო ცნობები დედის რძით ფენსპირიდის გამოყოფის შესახებ. ამიტომ ფენსპირიდის დანიშვნა მეძუძური დედებისთვის არ არის რეკომენდებული. 

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი არ არის განკუთვნილი 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფენსპირიდის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან უცნობია. 
არ არის რეკომენდებული სედაციურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენება სედაციური ეფექტის პოტენცირების გამო. აძლიერებს ანტიჰისტამინური საშუალებების სედაციურ ეფექტს.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ძილიანობა ან აგზნება, გულისრევა, ღებინება, სინუსური ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი. სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.  
10 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები 
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?