შემადგენლობა:
მიო-ინოიტოლი - 600 მგ;
სელენი - 83 მკგ.
თიროქსილი 4.0 არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მიო-ინოზიტოლსა და სელენს, განკუთვნილია საკვებიდან მათი შემცირებული მიღების ან გაძლიერებული ხარჯვის შემთხვევაში. იგი სპეციალურად განკუთვნილია მსუბუქი სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს, როდესაც პრეპარატებით მკურნალობა ჯერ კიდევ არ იწყება
რა არის მიო-ინოზიტოლისა და სელენის ფიზიოლოგიური ფუნქცია?
სელენი აუცილებელი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ლიტერატურული მონაცემები აჩვენებს, რომ სელენი სელენოპროტეინის კოფაქტორია, ჩართულია თიროიდულ ჰომეოსტაზში, იმუნური სისტემის მოდულაციაში, ჰორმონალურ ბალანსში, უჯრედის დაცვაში. სელენის დეფიციტი შეიძლება გახდეს თიროიდული დაავადების მიზეზი.
მიო-ინოზიტოლი არის უჯრედის ფოსფოლიპიდების შემადგენელი ნაწილი და მისი მთავარი ბიოლოგიური როლი არის ის, რომ მონაწილეობს მრავალი ჰორმონის სიგნალის გადაცემაში. მაგ: ინსულინი, FSH და TSH. ფარისებრ ჯირკვალში მიო-ინოზიტოლი ჩართულია TSH-ით ინდუცირებულ იოდის ორგანიფიკაციაში.
გამოყენების რეკომენდაცია:
პოპულაციის მიმოხილვამ (წყარო-NHANES III) აჩვენა, რომ TSH-ის ნორმალური საზღვრებია 0.4-4.0 mUI/L. TSH-ის მაჩვენებელი 4.0-სა და 10.0 mUI/L შორის ნორმალური FT3 და FT4-ით განიხილება როგორც სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის ღრმა ჰიპოთირეოზის დაავადების განვითარების რისკი.
თიროქსილი 4.0 მიო-ინოზიტოლისა და სელენის წყალობით, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს.
გაფრთხილება:
შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის და ჯანმრთელი ცხოვრების სტილის შემცვლელად. შეინახეთ მშრალ, გრილ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას. სპეციფიური სუნი არ მიანიშნებს პროდუქტის არავარგისიანობას, იგი ტიპიურია L-სელენომეთიონინის ორგანოლეპტიური თვისებებისთვის.
დოზირება:
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში დღის ნებისმიერ დროს.
შეფუთვა:
თიროქსილი 4.0 გამოდის 30 ტაბლეტიანი შეფუთვით, 15 ტაბლეტი ერთ ფირფიტაზე