შემადგენლობა
ტობრამიცინი 0.3%
დამხმარე ნივთიერებები: ტილოქსაპოლი,ბორმჟავა, ნატრიუმის სულფატის ანჰიდრიდი,ნატრიუმის ქლორიდი,ბენზალკონიუმის ქლორიდი,გამოხდილი წყალი
პრეპარატი რეკომენდირებულია თვალისა და ოკულარული ინფექციების სამკურნალოდ,რომლებიც გამოწვეულია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით:მწვავე კატარალური კონიუქტივიტი,მწვავე და ქრონიკული კონიუქტივიტი,ბლეფარიტი,კერატოკონიუქტივიტი,,დაკრიოცისტიტი, ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი პროფილაქტიკური საშუალება გარე სეგმენტის ოპერაციისას.
მწვავე მიმდინარეობისას 2 წვეთი 4-ჯერ დღეში და ქრონიკული პროცესის დროს__2 წვეთი 3-ჯერ დღეში.მკურნალობის კურსს ადგენს ექიმი
როგორც ყველა ამინოგლიკოზიდურმა ანტიბიოტიკმა,რომლებიც ოკულარული მკურნალობისას გამოიყენება,ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ან ადგილობრივი მგრძნობელობითი რეაქციები ,როგორიცაა ქავილი,ქუთუთოების შეწითლება,კონიუქტივიტის ერითემა.ეს მოვლენები პაციენტთა მხოლოდ 3%-ს აღენიშნება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ერთი ან რამოდენიმე კომპონენტისა და მათთან ქიმიურად დაკავშირებული სხვა ნივთიერებების მიმართ
ორსულობისა და პირველი მშობიარობისას ,პრეპარატი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ არსებითი საჭიროებიდან გამომდინარე და მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.თუ მკურნალობა დაინიშნა ,ამ პერიოდში ლაქტაცია უნდა შეწყდეს
ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში ტობრასტილის ხანგრძლივი მიღება იწვევს რეზისტენტული მიკროორგანიზმების,სოკოების განვითარებას.ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების სისტემური მიღებისას ტობრამიცინთან ერთად,შრატის კონცებტრაცია მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს.
ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული შედეგები არ არის ცნობილი.
პრეპარატში შემავალი არააქტიური ნივთიერება ტილოქსაპოლი შეუთავსებელია ტეტრაციკლინთან
3 წელი
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე
აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით.