Plasmon
ტობრექსი / Tobrex


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0.3%: ფლაკონში 5 მლ
1 მლ
ტობრამიცინი ..............                  3 მგ
დამცავი ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი ........   0.01%
ნეიტრალური ნივთიერება და გამოხდილი წყალი.

თვალის მალამო 0.3%: ტუბში 3.5 გ
1 გ
ტობრამიცინი ................      3 მგ
დამცავი ნივთიერების სახით შეიცავს 0.5% ქლორბუტანოლს, მინერალურ ზეთს, ვაზელინის ფუძეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტობრამიცინი წარმოადგენს წყალში ხსნად ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელიც მოქმედებს ოფთალმოლოგიური დაავადებების გამომწვევ გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრზე.
In vitro კვლევით დადგენილი იქნა, რომ ტობრამიცინი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამების მიმართ: Staphilococci, მათ შორის Staphilococcus aureus  და St. Epidermidis. (კოაგულაზა დადებითი და კოაგულაზა უარყოფითი), მათ შორის პენიცილინის მიმართ გამძლე შტამები. კვლევებით დადგენილი იქნა, რომ გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები ზოგ შემთხვევაში ინარჩუნებენ მგრძნობელობას ტობრამიცინის მიმართ, თუმცა არ არის გამორიცხული ბაქტერიების მდგრადობის მომატება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში.

ჩვენებები:
ტობრექსის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალის დაავადებები.
ტობრექსის გამოყენებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი დაკვირვება ბაქტერიათა მგრძნობელობაზე. კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ ტობრამიცინის გამოყენება ბავშვებში უსაფრთხოა და ეფექტური.

მიღების წესი და დოზირება:
ხსნარი
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში - 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ ოთხ საათში ერთხელ.
მწვავე ინფექციური დაავადებების შემთხვევაში 2 წვეთი ყოველ საათში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რის შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს სრულ შეწყვეტამდე.

მალამო
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებების დროს მალამო უნდა წასმული იქნას დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) 2-3-ჯერ დღეში;
მძიმე ინფექციური დაავადების შემთხვევაში დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ 3-4 სთ-ში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს მისი მიღების სრულ შეწყვეტამდე.
ტობრექსის მალამოსა და წვეთების გამოყენება შესაძლებელია ერთად.

გვერდითი მოვლენები:
ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციას წარმოადგენს თვალის ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც გამოიხატება ქუთუთოს ჰიპერემიით და შეშუპებით, აგრეთვე კონიუქტივური ერითემით. ანალოგიური რეაქციები ვითარდება სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაშიც. სხვა გვერდითი მოვლენები ტობრექსის გამოყენებისას არ აღინიშნება.
ტობრექსის ადგილობრივ გამოყენებასთან ერთად, სხვა ამინოგლიკოზიდების სისტემური მიღება, საჭიროებს მათი შემცველობის კონტროლს სისხლის პლაზმაში.
კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ტობრექსის ოფთალმოლოგიური მალამო გვერდით მოვლენებს იწვევს გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტებში (3.7%), ვიდრე ოფთალმოლოგიური მალამო - გენტამიცინი (10.6%).

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ დადასტურდა პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება. ტობრექსი ორსულებში ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:
თვალშიდა ინექციისათვის იგი არ გამოიყენება.
ამინოგლიკოზიდების ადგილობრივი გამოყენებისას ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის შემთხვევაში ტობრექსის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უსაფრთხოების ზომები: ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდის გაძლიერებას, მათ შორის სოკოების. სუპერინფექციის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.
ოფთალმოლოგიურმა მალამოებმა შეიძლება გამოიწვიონ ჭრილობის შეხორცების შეფერხება.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების სიმპტომები ემთხვევა გვერდით მოვლენებს (წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, გაძლიერებული ცრემლდენა, ქუთუთოს შეშუპება და ჰიპერემია).

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 8-30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგნ დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი; ფლაკონის ან ტუბის გახსნის შემდეგ  1 თვე.

სად შევიძინოთ?