Plasmon
ტობრიმედი / TOBRIMED


 

 

 

წამლის ფორმა
თვალის მალამო.
აღწერილობა: ყვითელ-მოთეთრო ფერის ჰომოგენური ნახევრადმყარი მასა.

შემადგენლობა
თვალის მალამო:
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი 3,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.

პრეპარატის ათქ კოდი S01AA12

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. დაბალ კონცენტრაციებში მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად (აბლოკირებს რიბოსომების 30შ სუბერთეულებს და არღვევს ცილების სინთეზს), ხოლო უფრო მაღალ კონცენტრაციებში – ბაქტერიციდულად. 
მაღალაქტიურია Staphylococcus spp. - ს მიმართ (მ.შ. Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis /კოაგულაზა-უარყოფითი და კოაგულაზა-დადებითი/, აგრეთვე მეთიცილინის მიმართ მდგრადი შტამებისადმი); Streptococcus spp. (მ.შ. а-b-ჰემოლიზური სახეობები, ზოგიერთი არაჰემოლიზური სახეობები, Streptococcus pneumoniae); Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Serratia spp., Providencia spp., Shigella spp., Citrobacter spp., Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis  (ინდოლ-უარყოფითი) და ინდოლ-დადებითი სახეობები Proteus spp., Hemophilius influenzae, Hemophilius aegyptius, Moraxella lacunata, Acinetobacter calcoaceticus (Herellea vaginacola), ზოგიერთი სახეობები Neisseria spp. (в т.ч. Neisseria gonorrhoeae)).

გამოყენების ჩვენებები
ტობრიმედის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული თვალის ზედაპირული ბაქტერიული დაავადებები:
- ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, დაკრიოცისტიტი, მეიბომიტი;

გამოყენების წესი და დოზები
ტობრიმედი თვალის მალამო 0,3%: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების შემთხვევაში 1 სმ სიგრძის მალამო თავსდება დაავადებული თვალის ქვედა ქუთუთოს უკან დღე-ღამეში 2-3-ჯერ; მძიმე ინფექციის დროს – ყოველ 3-4 საათში საჭირო ეფექტის მიღწევამდე, დაავადების სიმპტომების შემცირებისას პრეპარატის გამოყენების სიხშირეს ამცირებენ. 

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტობრამიცინისა და სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

გვერდითი მოქმედება
ალერგია, მომატებული ცრემლდენა, კონიუნქტივალური შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, კერატიტი, მხედველობის დაბინდვა.

განსაკუთრებული მითითებები 
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლების საშიშროების გამო.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ქავილი და ქუთუთოს შეშუპება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.

გამოყენება პედიატრიაში
ტობრიმედის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 თვემდე ბავშვთა ასაკში შესწავლილი არ არის.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ტობრიმედის გამოყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვიტარების რისკს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაქვეითება, ამიტომ არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ დანადგარებთან მუშაობა.

გამოშვების ფორმა
ტობრიმედის თვალის მალამო 5 გ ალუმინის ტუბში.
ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება 30oC-ტემპერატურამდე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში!

ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.


სად შევიძინოთ?