შემადგენლობა
1 მლ
ტობრამიცინი . . . . . . . . . 3 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, უწყლო ნატრიუმის სულფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
გამოიყენება კონიუნქტივალურ ტომარაში ჩასაწვეთებლად და შეიცავს ბაქტერიციდული მოქმედების მქონე ანტიბიოტიკს ტობრამიცინს.
სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება თვალისა და მისი დანამატების გარეგანი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების შტამებით, კერძოდ, იმ ბაქტერიების შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც რეზისტენტულია უმეტესი სხვა ანტიბიოტიკის მიმართ, ძირითადად, Pseudomonas aeruginosa.
სამკურნალო პრეპარატი ტობროსოპტი 0.3% გამოყენებული უნდა იყოს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან განმეორებითი ვიზიტი.
თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, სამკურნალო საშუალება გამოყენებული უნდა იყოს შემდეგნაირად:
- მსუბუქად მიმდინარე ინფექციები: ჩვეულებრივ 1 ან 2 წვეთი კონიუნქტივალურ ტომარაში ყოველ 4 საათში.
- გაუმჯობესებამდე, რის შემდეგაც, პრეპარატის გამოყენების შეწყვეტამდე დოზები თანდათან უნდა შემცირდეს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გამოყენება ბავშვებში:
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება შეიძლება ბავშვებში.
შეყვანის წესი:
სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის კონიუნქტივალურ ტომარაში. დაუშვებელია საწვეთური დოზატორის წვერთან შეხება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფლაკონის შემცველობის ინფიცირება.
სამკურნალო პრეპარატის ჩაწვეთებამდე აუცილებელია ხელების დაბანა. ფლაკონს მოხსენით თავსახური და პრეპარატი შეიყვანეთ კონიუნქტივალურ ტომარაში. თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, ჩაიწვეთეთ შემდეგი წვეთი. დახუჭეთ თვალები 2 წუთის განმავლობაში და ქუთუთოები არ ამოძრავოთ, რათა მოხდეს პრეპარატის შეწოვა ქსოვილში. შემდეგ დაიბანეთ ხელები, რათა მოიცილოთ პრეპარატის ნარჩენები და დახურეთ ფლაკონი.
რეკომენდებულია პრეპარატის რეგულარული გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის მთელ პერიოდში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვალის ინფექციის სიმპტომების მოხსნა უფრო ადრე აღინიშნა.
პრეპარატის ტობროსოპტი 0.3% დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
ტობროსოპტი 0.3% დოზის გამოტოვების შემთხვევაში, აუცილებელია დოზის რაც შეიძლება მალე მიღება. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და შემდეგი დოზა ჩაიწვეთეთ დანიშნული დოზირების სქემის შესაბამისად. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.
სამკურნალო პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ჩხვლეტის შეგრძნება, შეშუპება, კონიუნქტივის ჰიპერემია.
პრეპარატის ტობროსოპტი 0.3% გამოყენების პერიოდში ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები. ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ტობრამიცინის ან სამკურნალო პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. პრეპარატის ტობროსოპტი 0.3% გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, თუ პაციენტი ხანგრძლივად იყენებს ტობრამიცინს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ამ ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადი სხვა მიკროორგანიზმების, მაგ. სოკოების განვითარება. ამიტომ, სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ (მკურნალობის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში) ექიმმა შეიძლება დანიშნოს ბაქტერიული დათესვის ჩატარება.
პაციენტს განუვითარდა მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის) რეაქცია შეშუპების, ჩხვლეტის შეგრძნების, კონიუნქტივის ჰიპერემიის სახით. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ ზემოთ მოცემული გაფრთხილებები ეხება ისეთ სიტუაციებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წარსულში.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობისას შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ექიმი აუცილებლად მიიჩნევს.
გამორიცხული არ არის არასასურველი ეფექტების განვითარება ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში, რომელთა დედებიც იყენებენ ტობრამიცინს თვალის წვეთების ფორმით. ამის გამო, დედის მიერ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის გათვალისწინებით, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, პრეპარატის გამოყენების პერიოდში რეკომენდებული არ არის რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება. კონტაქტური ლინზების მოხსნა აუცილებელია პრეპარატის ჩაწვეთებამდე და მისი კვლავ გაკეთება შეიძლება მხოლოდ თხუთმეტი წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს
დაუშვებელია პრეპარატის დიდი დოზების გამოყენება ან რეკომენდებულზე მეტი სიხშირით გამოყენება. პრეპარატის ძალიან მაღალი დოზების ჩაწვეთების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მომატებული ცრემლდენა, კონიუნქტივის ჰიპერემია, შეშუპება, ქავილი.
პრეპარატის რეკომენდებულზე დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აუცილებელია ექიმს შეატყობინოთ ყველა გამოყენებული პრეპარატის შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.
ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს იმავდროულად სხვა ამინოგლიკოზიდების, მაგ. ნეტილმიცინის ან გენტამიცინის გამოყენების შესახებ. თუ ექიმი დანიშნავს ორ ან მეტ პრეპარატს თვალის წვეთების ფორმით, მეორე სამკურნალო პრეპარატის ჩაწვეთება უნდა მოხდეს 10 წუთის შემდეგ.
პრეპარატი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სამკურნალო საშუალება გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით