1. რა არის ტორაგამა 5მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის?
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება, რომელიც განეკუთვნება მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებების ჯგუფს.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები გამოიყენება გულის კუნთების ფუნქციის მოშლის (გულის უკმარისობა) საფუძველზე ქსოვილებში და/ან სხეულის ღრუებში სითხის დაგროვების (შეშუპების) სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზნით.
2. რა უნდა გაითვალისწინოთ ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღებამდე?
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ:
- თუ ალერგიული ხართ ტორასემიდის, ასევე სტრუქტურულად მსგავსი ნივთიერებების (სულფანიდშარდოვანა) ან მე-6 თავში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების მიმართ
- თუ თირკმელების მიერ არ ხდება შარდის გამოყოფა (ანურია)
- თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია, რასაც თან ახლავს გონების დაბინდვა (კომა ან პრეკომა)
- დაბალი წნევის დროს (ჰიპოტონია)
- ცირკულაციური ფუნქციის მოშლის დროს (ჰიპოვოლემია)
- ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობის დროს (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია)
- შარდის ნაკადის დარღვევის დროს (მაგალითად პროსტატას პათოლოგიური გადიდების გამო)
- ლაქტაციის პერიოდში.
უსაფრთხოება და განსაკუთრებული მითითებები
ტორაგამა 20მგ ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცეტთან ან ჯანდაცვის სხვა პროფესიონალან.
ვინაიდან არ არის ჩატარებული საკმარისი კვლევები, პრეპარატი ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდირებული შემდეგ შემთხვევებში:
- პოდაგრა
- მაღალი ხარისხის გულის კუნთის აგზნებადობის და გამტარებლობის დარღვევა (მაგ.: სინოატრიალური ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა)
- მჟავა-ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები
- ლითიუმთან და რიგ ანტიბიოტიკებთან (ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები) ერთდროული მკურნალობა
- პათოლოგიური ცვლილებები სისხლში (მაგ.: თრომბოციტოპენია ან ანემია, იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის დისფუნქცია)
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც გამოწვეულია იმ ნივთიერებებით, რომლებიც აზიანებენ თირკმელს
ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღებამ შეიძლება დოპინგის კონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენოს.
ბავშვები
იქიდან გამომდინარე, რომ 12 წლამდე ბავშვებში არ ჩატარებულა საკმარისი კვლევები, არ არის რეკომენდირებული მათთვის ტორაგამა 5მგ ტაბლეტების დანიშვნა.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტები ზრდის წნევის დამწევი სხვა საშუალებების, განსაკუთრებით აგფ-ინჰიბიტორების ეფექტს. თუ ტორაგამა 5მგ ტაბლეტებით მკურნალობისას დამატებით გამოიყენება აგფ-ინჰიბიტორები ან ტორაგამა 5მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებისთანავე მიიღება ეს ინჰიბიტორები, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს წნევის სწრაფი ვარდნა.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღებით გამოწვეულ შესაძლო კალიუმის ნაკლებობას, შედეგად შეიძლება მოჰყვეს პარალელურად დანიშნული დიგიტალისის (ფუტკარა) შემცველი პრეპარატების გვერდითი ეფექტების მომატება.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტებმა შესაძლოა შეამცირონ დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტი.
პრობენეციდმა (რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ) და გარკვეული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა (მაგ. ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლებელია შეამციროს ტორაგამა 5მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი ეფექტი.
იმ შემთხვევაში როდესაც მკურნალობისას სალიცილატები (ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის სამკურნალო მედიკამენტები) გამოიყენება დიდი დოზით, ტორაგამა 5მგ ტაბლეტები აძლიერებს მათ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
განსაკუთრებით მაშინ როდესაც ტორაგამა 5მგ ტაბლეტების დიდი დოზა გამოიყენება ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაუარესება: სმენის და თირკმელების დაზიანება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას (მაგ. კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) ცისპლატინის ნაერთის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ) და ცეფალოსპორინის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების დროს) გამოყენებისას თირკმელების დაზიანება.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი) და კურარეს მსგავსი პრეპარატების მიორელაქსური ეფექტის გაძლიერება.
საფაღარათო საშუალებების და კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონებმა (მინერალო- და გლუკოკორტიკოიდები მაგ. კორტიზონი) შესაძლებელია გაზარდოს ტორაგამა 5მგ ტაბლეტებით გამოწვეული კალიუმის კარგვა.
ლითიუმისა და ტორაგამა 5მგ ტაბლეტების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში გაიზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია და შესაბამისად გაიზრდება ლითიუმის გვერდითი ეფექტი გულზე და თირკმელებზე.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტებმა შეიძლება შეამციროს არტერიების ვაზოდილატატორების (მაგ. ადრენალინი, ნორადრენალინი) მიმართ მგრძნობელობა.
ქოლესტირამინთან (მედიკამენტი რომელიც ამცირებს სისხლში ლიპიდებს) ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს ტორაგამა 5მგ ტაბლეტების შეწოვა კუჭნაწლავის ტრაქტიდან და შესაბამისად მისი ეფექტიც.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსულად ხართ, გეგმავთ ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად, აგრეთვე თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ორსულობა
არ არის საკმარისი კლინიკური კვლევები წარმოდგენილი, თუ როგორ მოქმედებს ტორაგამა 5მგ ტაბლეტები ნაყოფზე.
ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ტორაგამა 5მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი, არ აჩვენა რაიმე ტერატოგენური ეფექტი, თუმცა აქტიური ნივთიერების დიდი დოზით გამოყენების შემდეგ ნაყოფზე და მშობელ ცხოველზე დაფიქსირდა გარკვეული არასასურველი ეფექტები.
რადგან ამ ეტაპზე არ არის რაიმე სხვა დამატებითი მონაცემები, შესაძლებელია ტორაგამა 5მგ ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს თუ თქვენი ექიმი მიიჩნევს, რომ მისი გამოყენება აუცილებელია. დასაშვებია მხოლოდ ყველაზე მცირე დოზის მიღება.
ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები გადადის თუ არა ძუძუთი კვების დროს ტორაგამა 5მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი ადამიანის ან ცხოველის რძეში. ასე რომ არ გამოიყენოთ ტორაგამა 5მგ ტაბლეტები ძუძუთი კვების დროს. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომ თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ტორაგამა 5მგ ტაბლეტები, ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე.
მართვა და დანადგარებთან მუშაობა
ტორაგამა 5მგ ტაბლეტების დანიშნული დოზებით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის ორგანიზმზე მოქმედების ისეთი მკვეთრი გამწვავება, რომ მაგ. ტრანსპორტის მართვას, დანადგარებთან მუშაობას, უსაფრთხოების ზომების გარეშე, ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. განსაკუთრებით საყურადღებოა ამის გათვალისწინება მკურნალობის საწყის ეტაპზე, დოზის გაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას, დამატებითი პრეპარატის პირველად მიღებისას და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.
3. ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღების წესი
მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზები
მკურნალობა იწყება დღეში 1 ტორაგამა 5მგ ტაბლეტით (5მგ ტორასემიდი).
ეს დოზა არის როგორც წესი შემანარჩუნებელი დოზა
დოზის გაზრდა დასაშვებია, შეგიძიათ მიიღოთ დღეში 20მგ ტორასემიდი.
შეგიძლიათ მიიღოთ ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), თუ ჩვეულებრივი დოზა - დღეში 1 ტაბლეტი - არ არის საკმარისი.
ასეთ შემთხვევაში მიიღება ტორაგამა 5მგ დღეში 2 ტაბლეტი (შეესაბამება 10მგ ტორასემიდს), ავადმყოფობის სიმძიმიდან გამომდინარე შეიძლება დოზის გაზრდა და 20მგ ტორასემიდის მიიღება.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძის ფუნქციის დარღვევა
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ამ მედიკამენტის დანიშვნა უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, რადგან შესაძლებელია სისხლში ტორასემიდის კონცენტრაციამ სასურველ დოზას გადააჭარბოს.
ასაკოვანი პაციენტები
ასაკოვანი პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული დოზის ადაპტირება.
ბავშვები
არ არსებობს საკმარისი მონაცემები, თუ რა გავლენას ახდენს ტორაგამა 5მგ ტაბლეტები 12 წლამდე ბავშვებში, აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული მათთვის აღნიშნული პრეპარატის დანიშვნა.
მიღების წესი
მიიღეთ ტაბლეტი მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად დილით. ტორაგამა 5მგ ტაბლეტები მიიღება შეიძლება კვების წინ ან საკვებთან ერთად.
ტაბლეტს აქვს შუაში ჭდე, ადვილად რომ გაყოთ ტაბლეტი, თუ მთლიანს ვერ ყლაპავთ მას.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა
როგორც წესი ამ პრეპარატით მკურნალობა ხანგრძლივია, ან იქამდე, ვიდრე ქსოვილებიდან არ მოხდება ჭარბი სითხის (შეშუპება) გაწოვა. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
დოზის გადაჭარბება
ტორაგამა 5მგ ტაბლეტების დოზის გადაჭარბება გამოიწვევს სითხის და მარილის ინტენსიურ გამოყოფას, რასაც შეიძლება მოჰყვეს გონების დაბინდვა, წნევის დაცემა, კოლაფსი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ის მიიღებს შესაბამის ზომებს.
თუ დაგავიწყდათ ტორაგამა 5მგ ტაბლეტის მიღება
თუ მიიღეთ მცირე დოზა ან საერთოდ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, ეს გამოიწვევს მოქმედების შესუსტებას. შესაძლოა გაგიუარესდეთ ჩივილები, მაგალითად წონაში მატება, ქსოვილში სითხის შეკავება და ა.შ.
დროულად გახსენების შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი დოზა, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, ან გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში.
ტორაგამა 5მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა
მკურნალობის თვითნებურმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩივილების გაუარესება. მკურნალობის შეწყვეტამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. გვერდითი ეფექტები
როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, ტორაგამა 5მგ ტაბლეტებსაც გააჩნიათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველას შემთხვევაში არ ვლინდება. ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი.
ხშირად (10-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
· მჟავური დიზბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი). კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება, სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია), რაც დაკავშირებულია დაბალკალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ღვიძლის ფუნქცია.დოზებისა და მკურნალობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოკალიემია და/ან ჰიპონატრიემია).
· კუჭ-ნაწლავის პრობლემები (მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა) განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
· ღვიძლში გარკვეული ფერმენტების მომატება (გამა GT).
· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).
იშვიათად (100-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
· სისხლში კრეატინინის და შარდოვანას მომატება, შარდის ნაკადის შეფერხების შედეგად შესაძლებელია პაციენტს აღენიშნოს შარდის შეკავება.
· პირის სიმშრალე, სმენის პრობლემები, სიცივის შეგრძნება სახსრებში (პარესთეზია).
ძალიან იშვიათად (10 000-დან 1 პაციენტის შემთხვევაში)
· სისხლის გასქელების შედეგად შესაძლებელია აღინიშნოს თრომბოემბოლური გართულებები, გონების დაბინდვა, წნევის დაცემა (ჰიპოტონია), ცირკულაციური ფუნქციის მოშლა, გულის კუნთებში და ტვინში ცირკულაციის დაქვეითება. შედეგად შეიძლება მოყვეს მაგალითად გულის არითმია, მკერდის არეში ტკივილები (სტენოკარდია), მწვავე მიოკარდიული დარღვევა და გონების უეცარი დაკარგვა (სინკოპა).
· პანკრეატიტი
· ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი (პრურიტუსი), ანთებითი ცვლილებები კანზე (ეგზანთემა), შუქზე მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა), კანის მწვავე რეაქციები
· ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების შემცირება
· მხედველობის გაუარესება, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს და გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ.
პრეპარატის პირველად მიღების შემდეგ რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, აღარ მიიღოთ ტორაგამა 5მგ ტაბლეტები.
გვერდითი ეფექების შესახებ შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმს მიმართეთ აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, რაც გამოყენების ინსტრუქციაში არ არის მითითებული.
5. როგორ შევინახოთ ტორაგამა 5მგ ტაბლეტები?
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
აღნიშნული პრეპარატი არ შეინახოთ ნესტიან ადგილას, რადგან შეიძლება ძალიან ადვილად დაიშალოს, შეინახეთ მშრალ ადგილას თავისივე ყუთში.
განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი არ სჭირდება შესანახად.
არ ჩაყაროთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ, თუ პრეპარატს გაუვიდა ვადა ან აღარ აპირებთ მის მიღებას. ამ ქმედებით თქვენ დაიცავთ გარემომცველ ბუნებას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტორაგამა 5მგ ტაბლეტი
აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი
1 ტაბლეტი შეიცავს 5მგ ტორასემიდს
დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმიsკროსკარმელოზა, მაღალდისპერსიული სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur) (მცენარეული).
ტორაგამა 5მგ ტაბლეტების ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი მრგვალი ტაბლეტები ცალ მხარეს ჭდით.