Plasmon
ტრანესტატი / Tranestat


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ყოველი ტაბლეტი ან 5 მლ-ანი ამპულა შეიცავს 500 მგ ტრანექსამის მჟავა

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტრანესტატი (ტრანექსამის მჟავა) არის ანტიფიბრინოლიზური პრეპარატი, რომელიც თრგუნავს პლაზმინოგენის პლაზმინად აქტივაციას.
ტრანესტატი ასტაბილიზებს ფიბრინულ სტრუქტურებს, ვინაიდან ფიბრინის დეფექტური ფორმაციის ან ფიბრინის ძალიან სწრაფი დაშლის შედეგად ვითარდება ძლიერი ან რეციდივული სისხლდენა და ეს ხდება პლაზმინით ჰემოსტაზური ფიბრინის საბოლოო დაშლის პრევენციით.
გარდა ამისა, ტრანესტატი ზრდის კოლაგენის სინთეზს და გრანულაციის ქსოვილებს, სავარაუდოდ ფიბრინული მატრიცის შენარჩუნების გზით.
ფარმაკოკინეტიკა:
ტრანესტატი (ტრანექსამის მჟავა) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 30-50% -ს ტრანესტატი ფართოდ ნაწილდება მთელ ორგანიზმში. მისი შეკავშირება ცილებთან ძალიან დაბალია. ის აღწევს პლაცენტაში და ნაწილდება დედის რძეში. 
ტრანესტატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ის ექსკრეტირდება უმეტესად შარდში უცვლელი პრეპარატის სახით.

ჩვენებები
სისხლდენის პრევენცია ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ:
-კბილის ამოღება ჰემოფილიის მქონე პაციენტებში;
-საშვილოსნოს ყელის კონიზაცია;
-ტონზილექტომია და ადენოდექტომია;
-პროსტატის ქირურგიული ოპერაცია; 
-თვალის ტრავმა;
-სტომატოლოგიური ოპერაცია იმ პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს. სუბარაქნოიდული სისხლდენის რეციდივის თავიდან აცილება. 
პირველადი ან საშვილოსნოს შიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებით ინდუცირებული მენორაგია - მკურნალობა.
რქოვანის სპონტანური ან პოსტოპერაციული შეშუპების პრევენცია. მემკვიდრული და არამემკვიდრული ანგიოშეშუპების მკურნალობა.
სისხლდენის პრევენცია მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დროს. 
გულის შუნტირების შემდეგ სისხლდენის პრევენცია.

მიღების წესები და დოზები
ტრანესტატი მიიღება პერორალურად და ნელი ინტრავენული ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის სახით.
რამდენიმე დღის შემდეგ ინექცია ჩვეულებრივ იცვლება პერორალური მიღებით. დოზა მოზრდილებში:
პერორალური დოზა- 1-15 გ (ან 15-25 მგ/კგ) დღეში 2-4 ჯერ
ნელი ინტრავენული ინექცია-0.5-1გ (ან 10-15 მგ/კგ) დღეში 3 ჯერ
უწყვეტი ინტრავენული ინფუზია სიჩქარით 25-50 მგ/კგ-ზე დღეში.
დოზა ბავშვებში:
15-25 მგ/კგ-ზე პერორალურად ან 10 მგ/კგ-ზე ინტრავენურად ჩვეულებრივ დღეში ორჯერ.

გვერდითი მოვლენები
ტრანექსამის მჟავა ხასიათდება კარგი ამტანობით. მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური დარღვევები (როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, დიარეა) და ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ვენებში სწრაფი შეყვანის შემდეგ.

უკუჩვენება
ტრანესტატის გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, აკუმულაციის რისკის გამო. აგრეთვე შარდსაწვეთური ობსტრუქციის რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა ფართო ჰემატურია ზემო საშარდე ტრექტიდან. ანამნეზში თრობოემბოლური დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში ტრანესტატი გამოიყენება მხოლოდ ანტიკოაგულანტებთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები
შესაძლებელია ტრანესტატის (ტრანექსამის მჟავას) შერევა უმეტეს ხსნარებთან, როგორიცაა; ელექტროლიტები, ნახშირწყლები, ამინომჟავისა და დექსტრანის ხსნარი. ის ასევე შეთავსებადია ჰეპარინთან. დაუშვებელია პრეპარატის შერევა სატრანსფუზიო სისხლთან ან პენიცილინის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატები ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ტაბლეტი 4 წელი. 
ამპულა 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
II ჯგუფი (გაცემის რეჯიმი: რეცეპტით).

სად შევიძინოთ?