შემადგენლობა:
- კატაბალახას მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) -50 მგ;
- ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი (Melissa oficinalis) – 38 მგ;
- კრაზანას ყვავილების ექსტრაქტი (Hypericum perforatum) -25 მგ;
- ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი (Tilia platyphyllos cordata) – 25 მგ;
- პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი (Passiflora Incarnata)-25 მგ;
- პიტნის ფოთლების ექსტრაქტი (Mentha Piperitia)-25 მგ;
- სვიის გირჩების ექსტრაქტი (Humulus Lupulus) - 25 მგ.
შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ხარის ჟელატინის კაფსულა
ჩვენებები: მოუსვენრობა, შფოთვა, ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიითა და ქოშინით; მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა; კონცენტრაციის დაქვეითება, ძილის დარღვევები, ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი არტერიული წნევის მომატებით; კლიმაქტერული სინდრომი; მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობა - ანგიონევროზი და ვეგეტონევროზი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კატაბალახას - ფესვები და ფესვურები შეიცავენ ეთერზეთებს: ბორნეოლისა და იზოვალერიანის მჟავას რთულ ეთერებს, თავისუფალი ვალერიანის მჟავას, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა. კატაბალახა ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აადვილებს და აღრმავებს ბუნებრივი ძილის პროცესს. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება. ცაცხვის ყვავილი შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მაკრო და მიკროელემენტებს. ცაცხვი ავლენს დამამშვიდებელ, სედაციურ, ანტიჰიპერტენზიულ და ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს. ბარამბო მდიდარია ეთერზეთებით (ციტრალი, გერანიოლი), ფლავანოიდებით (ლუთეოლინი, რამანოციტრინი), ფენოლური ნაერთებით ვიტამინებით (A, C, B1,B2) და ორგანული მჟავებით. ბარამბო ხსნის შფოთვის, პანიკის, შიშის, შეტევებს, ავლენს ანტიოქსიდანტურ თვისებებს.კრაზანას ფოთლები შეიცავს ფლავანოიდებს (ჰიპერიცინი, ქვერცეტინი, იზოქვერცეტინი), აზულინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს, რაც განაპირობებს კრაზანას ანტიდეპრესანტულ, შფოთვის საწინააღმდეგო, დამამშვიდებელ მოქმედებას. პასიფლორას ყვავილში არსებული ფლავანოიდი პასიფლორინი მოქმედებს GABA- რეცეპტორებზე და განაპირობებს მის სედაციურ ეფექტს, ალკალოიდი ჰარმანი და ნორჰარმანი აინჰიბირებს MAO- ს გამოყოფას, ათვისუფლებს სეროტონინს, ნორადრენალინს, დოფამინს რაც გუნება- განწყობის გაუმჯობესებით და ანტიდეპრესანტული მოქმედებით ვლინდება, პასიფლორას ასევე ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო თვისება პიტნის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით ეთერზეთი მენთოლი, კაროტინი,ფლავონოიდები, ტრიტერპენულ ნაერთები და სხვადასხვა მჟავები. რომლებიც განაპირობებს პიტნის ანტისტრესულ, დამამშვიდებელ, სპაზმოლიზურ მოქმედებას. იწვევს კორონარული სისხლძარღვების - რეფლექსურ გაფართოებას.სვიის გირჩების შემადგენლობაშია ალკალოიდი ლუპუოინი და ჰუმულენი, ეთერზეთი-მირცენოდი, ფარნეზენი, ფლავონური გლიკოზიდები, ფისოვანი ნივთიერებები, ვიტამინები და სხვა. სვია გამოირჩევა დამამშვიდებელი მოქმედებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე , სედაციური ეფექტით და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.
მიღების წესი და დოზირება: ტრანქვიპლანტი მიიღება 1-2 კაფსულა ერთხელ დღეში, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთნ ერთად.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ძირითადი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
გაფრთხილება და შენახვის პირობები: საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.