Plasmon
ტრანქვილი / Tranquil

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: HEALTHAID
  • მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

რეკომენდებულია: ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის ნორმალური ძილის ხელშეწყობისთვის, დატვირთული რეჟიმის მქონე პორებისთვის სტრესთან გამკლავების უნარის გასაძლიერებლად

რას წარმოადგენს ტრანქუილის კაფსულა?

ტრანქუილის კაფსულა ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტების განსაკუთრებული წესით დამუშავებით არის შექმნილი, რათა კომპონენტების ურთიერთქმედებით ორგანიზმის შესაბამისი ნივთიერებებით დაკმაყოფილება და თანამედროვე ცხოვრების წესით გამოწვეულ სტრესთან გამკლავების უნარის გაძლიერება მოხდეს.

რისთვის გამოიყენება ტრანქუილის კაფსულა?

- ნერვებისა და კუნთების მოდუნებისთვის და შედეგად მშვიდი ძილის უზრუნველსაყოფად

- კუნელი გულისცემის დარეგულირებას უწყობს ხელს

- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის და გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის

- ძახველი კუნთების რელაქსაციისთვის გამოიყენება

- კრაზანა გამოიყენება გაღიზიანებადობის, შფოთვის, დაძაბულობისა და უძილობის წინააღმდეგ

ვისთვის არის სასარგებლო ტრანქუილის კაფსულა?

ტრანქუილის კაფსულა სასარგებლოა:

- მათთვის, ვინც უძილობა აწუხებს 

- მათთვის, ვისაც ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნება სურს

- ქალებისთვის პრემენსტრუალური დაძაბულობის დროს

- მათთვის, ვინც სტრესსა და დაძაბულობას განიცდის

ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს (საშუალოდ):

 რდნ %

კუნელი ზეთის ნაყენი (1: 2)

264მგ

 *

კუნელის ფხვნილის ექსტრაქტი

100მგ

 *

კატაბალახას ექსტრაქტი (5: 1) (250მგ კატაბალახას ფხვნილის ექვივალენტი)

50მგ

 *

ძახველის ექსტრაქტი (10: 1) (500მგ ძახველის ფხვნილის ექვივალენტი)

50მგ

 *

მაგნოლიას ფხვნილის ექსტრაქტი

25მგ

 *

კრაზანას ფხვნილის ექსტრაქტი (სტანდარტიზებული 0.3% ჰიპერიცინი)

25მგ

 *

პასიფლორას ექსტრაქტი (4: 1) (10მგ პასიფლორას ფხვნილის ექვივალენტი)

2.5მგ

 *

* რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად) დადგენილი არ არის

 

გამოყენების წესი: მოზრდილები და 16 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ერთი კაფსულა დღეში საკვებთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დოზა დღეში ორ კაფსულამდე შეიძლება გაიზარდოს. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. 

გაფრთხილება:

- იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული გაქვთ მედიკამენტოზური მკურნალობა, პროდუქტის გამოყენებამდე აუცილებლად მიიღეთ ექიმის კონსულტაცია, რადგან კრაზანას პრეპარატი შესაძლოა გავლენას ახდენდეს სხვა სამკურნალწამლო საშუალებების ეფექტურობაზე. არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. აღნიშნულ შემთხვევებში, აგრეთვე, ძუძუთი კვების, , საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

- გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად

- საკვები დანამატი არ უნდა გამოიყენოთ სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად

- საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის

- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?