ჩვენებები
Herpes labialis da Herpes Genitalis მორეციდივე ინფექციები, სხვადასხვა
ეტიოლოგიის კერატოკონიუნქტივიტი; კანის ჰერპესული ინფექციები.
შეფუთვა, დოზირება
შეფუთვაში 20 კაფსულა, თითოეული 230 მგ. პერორალური მიღებისათვის.
მწვავე ინფექციები: 1 კაფსულა დღეში, 5 დღის განმავლობაში ყოველდღიურად,
შემდეგ – 2 დღე შესვენება. მკურნალობის კურსი
გრძელდება 4 კვირის განმავლობაში.
ქრონიკული მორეციდივე ინფექციები: 1 კაფსულა დღეში, 5 დღის
განმავლობაში ყოველდღიურად, შემდეგ – 2 დღე შესვენებით.
მკურნალობის კურსი გრძელდება 4 თვის განმავლობაში.