შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებებს: 25 მგ ტრიამტერენს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონ K 25, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, სახამებლის გლიკოლის მჟავას ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი.
- არტერიული ჰიპოტონია
- გულის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებებით გამოწვეული შეშუპება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევში, თუ საჭიროა კალიუმის შენარჩუნება.
- გულის უკმარისობის დროს პრეპარატი გამაოიყენება საგულე
გლიკოზიდებთან ერთად იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა სითხის დამატებით გამოძევება ორგანიზმიდან და კალიუმის გამოყოფის შემცირება.
თუ არ არის მკურნალი ექიმის განსხვავებული მითითებები, მაშინ გამოიყენება ტრიამპურ კომპოზიტუმის ქვემოთ მოყვანილი დოზირების რეჟიმი. აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული დოზების დაცვა, რადგან სხვა შემთხვევაში ტრიამპურ კომპოზიტუმი არ გამოიწვევს შესაბამის თერაპიულ ეფექტს!
ტრიამპურ კომპოზიტუმის დოზა და მიღების სიხშირე
თითოეული პაციენტისათვის პრეპარატის დოზას ექიმი არჩევს ინდივიდუალურად. 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე მოზრდილებში და მოზარდებში ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზირების სქემა:
შეშუპება:
მკურნალობის დასაწყისში დილით და შუადღეს მიიღება 2 (- 4) ტაბლეტი მანამდე, სანამ ორგანიზმიდან მოხდება სითხის გამოყოფა. შემდგომი მისაღები დოზა დამოკიდებულია სხეულის გაუწყლოვანების ხარისხზე. ზოგადად შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში (რაც მიიღება ყოველ დილას) ან 2 ტაბლეტს, რაც მიიღება ყოველ მეორე დღეს (1 ტაბლეტი დილით და შუადღეს). აუცილებლობის შემთხვევაში შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 ტაბლეტამდე დღეში ( 2 ტაბლეტი დილას და საღამოს).
ჰიპერტონული დაავადება:
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს დილით და 2 ტაბლეტს შუადღეს. თუ დამატებით მიიღება ჰიპოტენზიური ეფექტის მქონე სხვა მედიკამენტები ან თუ უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი მკურნალობა, ასეთ შემთხვევაში საკმარისია ტრიამპურ კომპოზიტუმის 2 ტაბლეტის მიღება დღეში (1 ტაბლეტი და საღამოს).
გულის უკმარისობის დროს ტრიუამპურის კომბინირებული მკურნალობა გლიკოზიდებთან ერთად:
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ზოგადად ასეთ პაციენტებს უნიშნავენ 2 ტაბლეტს დღეში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ნიშნავენ მაქსიმალურ დოზას – 4 ტაბლეტი დღეში (1 ტაბლეტი ან მაქსიმუმ 2 ტაბლეტი დილით ან შუადღეს).
თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას (შრატის კრეატინინი შეადგენს 1,5-1,8 მგ/დლ-ს ან კრეატინინის კლირენსი შეადგენს 50-30 მლ/წთ) სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს. არ შეიძლება მისი გადაჭარბება.
ტაბლეტის მიღების წესი:
ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
ტრიამპურ კომპოზიტუმის მკურნალობის დროს აუცილებელია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება!
ტრიამპურ კომპოზიტუმის მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
დოზის გამოტოვება:
ერთჯერადი დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა გახსენების თანავე უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა. თუმცა ეს არ ეხება საღამოს საათებს, რადგან ამ დროს შესაძლებელია გაძლიერდეს შარდის გამოყოფა. ამის შემდეგ მკურნალობა გრძელდება ჩვეულებრივი დოზირების სქემის მიხედვით.
მკურნალობის დროებით ან ნაადრევად შეწყვეტა:
ტრიამპურ კომპოზიტუმის მიღების შეწყვეტამდე პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს თავის მკურნალ ექიმს, რადგან ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია დაავადების სიმპტომების განახლება.
ხანგრძლივად მიმდინარე მკურნალობის შემთხვევაში არ შეიძლება ტრიამპურ კომპოზიტუმის მიღების უეცარი შეწყვეტა. მკურნალობა სრულდება დოზის თანდათანობით დაქვეითებით.
ჭამამდე პრეპარატის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება ან ფაღარათი.
შემთხვევით გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები (არაკოორდინირებული მოძრაობა, ძილიანობა), პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, გართულებები ეპიგასტრიუმის მხრივ, მუცლის კოლიკის მაგვარი ტკივილები, ყაბზობა (ცალკეულ შემთხვევებში განვითარდა ნაწლავის სანათურის დახშობა), კუნთების დაჭიმულობა, კუნთების მოდუნება, წვივის კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, ნევროზი, ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გონების დაბინდვა და მიდრეკილება გულის წასვლის მიმართ.
ჩვეულებრივ მკურნალობის დასაწყისში სისხლში დროებით მატულობს ისეთი აზოტშემცველი ნივთიერებების კონცენტრაცია (შარდოვანა, კრეატინინი), რომელთა გამოყოფა ხდება შარდის მეშვეობით.
პრეპარატის ხანგრძლივი და განუწყვეტელი მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რაც ძირითადად გამოიხატება ნატრიუმის, მაგნიუმის და ქლორის მაჩვენებლების შემცირებით, კალიუმის მაჩვენებლების მომატებით ან შემცირებით. აგრეთვე შესაძლებელია წყლის ბალანსის დარღვევა.
მოსალოდნელია სისხლის შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა, რის გამოც ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია მოხდეს პოდაგრის შეტევების პროვოცირება. პრეპარატის მიღებული სუმარული დოზიდან გამომდინარე, ზოგიერთ პაციენტში მოსალოდნელია სისხლში ცხიმის კონცენტრაციის მომატება.
სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატების შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი ან მოხდეს მისი გაუარესება.
სამკურნალო საშუალებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს არააქროლადი მჟავების დაგროვებას სისხლში (მეტაბოლური აციდოზი).
იმის გამო, რომ პრეპარატის მაღალი დოზების და/ან შარდის მასიური გამოყოფის გამო ხდება დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა და მოცირკულირე სისხლის შემცირება, ეს ხელს უწყობს თრომბოზის და თრომბოემბოლიის განვითარებას. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კრუნჩხვა, გონების დაბინდვა, კოლაფსი და ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს მხედველობის დარღვევა (მსუბუქი ფორმა), გაუარესდეს უკვე არსებული ახლომხედველობა, ან შემცირდეს ცრემლის რაოდენობა (რაც გასათვალისწინებელია კონტაქტური ლინზების გამოყენებისას). არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებითი პროცესები, ხოლო ნაღვლის ბუშტის კენჭების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ნაღვლის ბუშტის ანთება. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კანის, ლორწოვანი გარსის და სკლერების სიყვითლე. ძალიან იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია კენჭების განვითარება შარდგამომყოფ სისტემაში.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები. მაგ: სიწითლე, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, წითელი მგლურა (კანის ერითემატოზი), კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების მიმართ (ფოტოალერგიული ეკზანთემა), წამლისმიერი ცხელება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხევებში გამოვლინდა სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები, მაგ: ერითროციტების, ლეიკოციტები და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (აპლასტიური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპენია, აგრანულოციტოზი, მეგალობლასტური ანემია, იმ შემთხვევაში თუ ამას წინ უძღვოდა ფოლიუმის მჟავის დეფიციტი), ჰიდროქლორთიაზიდის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულებით ან მეთილდოპას კომბინირებული მიღებით გამოწვეული ჰემოლიზი, ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები), სისხლძარღვების ანთებითი პროცესები და თირკმლის ინტერსტიციული ქსოვილის არაბაქტერიული ანთებითი პროცესები (ასეპტიური ინტერსტიციული ნეფრიტი).
ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია შოკის სიმპტომებით მიმდინარე ფილტვის შეშუპება, რასაც სავარაუდოდ გამოწვეულია პაციენტის მომატებული მგრძნობელობით აქტიური ნივთიერების – ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ.
ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს თავის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ. იგი ჩაატარებს სპეციფიკურ მკურნალობას, შეარჩევს ტრიამპურ კომპოზიტუმის ახალ დოზას, ან დანიშნავს სხვა სამკურნალო საშუალებას.
ტრიამპურ კომპოზიტუმის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სულფანილამიდების მიმართ მომატებული მგრნობელობა; თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევები; შარდის გამოყოფის შემცირება (ანურია); თირკმლების მწვავე უკმარისობა (მწვავე გლომერულონეფრიტი); ძლიერ დარღვეული ღვიძლის ფუნქცია (პრეკომა და ღვიძლისმიერი კომა); ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (კალიუმის ან კალციუმის მომატებული დონე სისხლის პლაზმაში; კალიუმის და ნატრიუმის ძლიერ დაქვეითებული დონე სისხლის პლაზმაში); მოცირკულირე სისხლის რაოდენობის შემცირება (ჰიპოვოლემია).
ქვემოთ არის მოყვანილი ის შემთხვევები თუ როდის მიიღება ტრიამპურ კომპოზიტუმი გამონაკლის შემთხვევებში და განსკუთრებული სიფრთხილით. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ შემთხვევებს, თუ პაციენტს მანამდეც აღენიშნებოდა მსგავსი მოვლენები. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ და აუცილებლად უნდა შეფასდეს მკურნალობის სარგებელი და რისკი ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის: თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი, თუ არსებობს ეჭვი ფოლიუმის მჟავის დეფიციტის შესახებ (მაგ: ქრონიკული ალკოჰოლიზმით გამოწვეული ღვიძლის ციროზის დროს). მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ლაბორატორიული პარამეტრების რეგულარული კონტროლი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ტრიამპურ კომპოზიტუმის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ბავშვის კვება დედის რძით.
სიფრთხილის ზომები:
ტრიამპურ კომპოზიტუმის ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარებისას აუცილებლია პერიოდულად გადამოწმდეს სისხლის ლაბორატორიული პარამეტრები (ნარჩენი აზოტი, ელექტროლიტების, განსაკუთრებით კი კალიუმის და კრეატინინის კონცენტრაცია, აგრეთვე ლიპიდების, შაქრის და შარდმჟავას მაჩვენებლები). ხანდაზულ პაციენტებში, აგრეთვე გლიკოზიდების, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების (გლუკოკორტიკოიდები, მაგ: ბეტამეთაზონი, პრედნიზოლონი, ტრიამცინოლონი) და საფაღარათო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას ყველაზე ხშირად განსაზღვრავენ კალიუმის, კრეატინინის და გლუკოზის კონცენტრაციას სისხლიში.
თუ არსებობს ეჭვი ფოლიუმის მჟავის დეფიციტის შესახებ (ვიტამინი B ნაკლებობა, მაგალითად ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის დროს) ასეთ შემთხვევაში რეგულარულად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი.
ტრიამპურ კომპოზიტუმის მიღება უნდა შეწყდეს პარათიროიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევამდე და შაქრის დატვირთვის ტესტის ჩატარებამდე არანაკლებ 3 დღით ადრე, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული მონაცემების შეცვლა.
მანქანების და სხვა მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა:
მკურნალობა ტარდება ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ინდივიდუალური რეაქციებიდან გამომდინარე, პაციენტებს შესაძლებელია იმდენად დაუქვეითდეთ სწრაფი რეაგირების უნარი, რომ დამოუკიდებლად ვეღარ შეძლონ ქუჩაში გადაადგილება, აგრეთვე ავტომანქანის და სხვა მექანიზმების უსაფრთხო მართვა. აღნიშნული რეაქცია განსაკუთრებით გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში დოზის მომატების შემთხვევაში, აგრეთვე ერთი პრეპარატის მეორეთი ჩანაცვლების დროს და ალკოჰოლის კომბინირებული გამოყენებისას.
პირებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ რომ ტრიამპურ კომპოზიტუმმა შესაძლოა შეამციროს ცრემლის რაოდენობა (იხ. `გვერდითი ეფექტები~).
ტრიამპურ კომპოზიტუმის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება ხშირი შარდვა, სისუსტე, დაღლილობა, გონების დაბინდვა, ხელებში და ფეხებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა, ხოლო იშვიათად – კრუნჩხვები.
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
დოზის გადაჭარბების სიმპტომებიდან გამომდინარე ექიმი ჩაატარებს შესაბამის მკურნალობას (აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა).
ტრიამპურ კომპოზიტუმის კომბინირებული მიღებისას სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, შარდმდენებთან, სისხლძარღვების გამაფართოვებელ, სედატიურ (მაგ: ბარბიტურატები), ცნს-ს ფუნქციის დამთრგუნველ (ფენოთიაზინები) და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), მოსალოდნელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად კომბინირებული მიღებისას (პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას) მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება.
აქტიური ნივთიერების – ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოტენზიური და შარდმდენი ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების (არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები და რევმატიზმის სამკურნალო პრეპარატები, მაგ: სალიცილატები, ინდომეტაცინი) გამოყენების შედეგად. ტრიამპურ კომპოზიტუმთან ერთად კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში ინდომეტაცინმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს თირკმლის ფუნქციაზე (დააქვეითოს გორგლოვანი ფილტრაცია).
ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (გამოიყენება სისხლში ცხიმის მომატებული დონის დასაქვეითებლად) ამცირებენ აქტიური ნივთიერების - ჰიდროქლორთიაზიდის აბსორბციას კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან, რაც იწვევს მისი მოქმედების შესუსტებას და სისხლში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდას.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ტრიამპურ კომპოზიტუმის და ჰიპოტენზიური საშუალების – მეთილდოპას კომბინირებული გამოყენებისას გამოვლინდა სისხლის ცვლილებები (ე.ი. ჰიდროქლორთიაზიდის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულებით გამოწვეული ჰემოლიზი).
კალიუმის მარილების, აგრეთვე კალიუმის შემნახველი პრეპარატების და ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატების (აგფ-ინჰიბიტორები) კომბინირებული გამოყენების შედეგად მოსალოდნელია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება. კალიუმის კონცენტრაცია შესაძლებელია დაქვეითდეს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების (გლუკოკორტიკოიდები) ან საფაღარათო საშუალებების (დიდი რაოდენობით მიღებისას) კომბინირებული გამოყენებისას.
გარდა ამისა, სხვა პრეპარატებთან ერთად ტრიამპურ კომპოზიტუმის კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები:
- შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრის სამკურნალო პრეპარატების, ასევე ნორადრენალინის და ადრენალინის შემცველი პრეპარატების მოქმედების შესუსტება.
- ლითიუმის პრეპარატების მაღალი დოზების მიღებისას მოსალოდნელია ლითიუმის არასასურველი გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
- სალიცილატების მაღალი დოზების გამოყენებისას მოსალოდნელია სალიცილატების ზემოქმედების გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
- მიორელაქსანტების (კურარეს მსგავსი პრეპარატების) მოქმედების გაძლიერება.
- კალიუმის ან მაგნიუმის ნაკლებობის შემთხვევაში საგულე გლიკოზიდების მიღებისას ძლიერდება მათი გვერდითი ეფექტები
- ქინიდინის კომბინირებული მიღებისას მცირდება ქინიდინის გამოყოფა ორგანიზმიდან
- ერთდროული გამოყენებისას, ძლიერდება ციტოსტატიკების (სიმსივნის სამკურნალო პრეპარატები) დამთრგუნველი ზემოქმედება ძვლის ტვინზე.
- ბეტა-ადენობლოკატორებთან ერთად (გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატები) კომბინირებული მიღებისას ხდება პოტენციის დარღვევა.
ეს აგრეთვე ეხება იმ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებსაც პაციენტი ღებულობდა ტრიამპურ კომპოზიტუმის მკურნალობის დაწყებამდე.
3 წელი. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
რეცეპტით