5 მლ დამზადებული ხსნარი შეიცავს:
1,75 მგ მეტოპინს (5-1-მეთილპიპერიდილიდენ-4)-5H – დიბენზო(a,d ) ციკლოჰეპტენის აცეფილინატი)
250 მგ L- ლიზინის ჰიდროქლორიდს
375 mg D,L – კარნიტინის ჰიდროქლორიდს
30 მგ ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდს)
30 მგ ვიტამინი B6 ( პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)
1000 მკგ ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)
დამხმარე ნივთიერებები:
5 მგ ნატრიუმის საქარინი, 5 მგ მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი.
ტრიმეტაბოლი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მადის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის ჰარმონიული ზრდისათვის. ტრიმეტაბოლი ხელს უწყობს დაქვეითებული მადის, საჭმლის მონელების, აგრეთვე საკვების შეწოვის პროცესების გაუმჯობესებას.
მეტოპინი (5-1-მეთილპიპერიდილიდენ-4)-5H-დიბენზო ( a,d ) ციკლოჰეპტენის აცეფილინატი) პრეპარატის ძირითადი კომპონენტია. იგი წარმოადგენს ორიგინალურ ნივთიერებას, რომელიც ასტიმულირებს მადას ჰიპოთალამუსის დონეზე. ბავშვებში ხშირად მადის დაქვეითება დაკავშირებულია საჭმლის მონელების პროცესის დარღვევასთან. პრეპარატის შემადგენლობაში შედის კარნიტინი _ ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას და პანკრეასის სეკრეციას, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აგრეთვე ვიტამინების და სხვა საკვები ნივთიერებების შეწოვას. ტრიმეტაბოლი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B6, B12) , რომლებიც კოფერმენტების სახით მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში Dდა ხელს უწყობენ საკვების სრულ შეწოვას. აუმჯობესებენ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, მონაწილეობენ ნერვული ბოჭკოს მიელინური გარსის ფორმირებაში, აუმჯობესებენ ჰემოპოეზს. L- ლიზინი მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზში. იგი არაჰორმონული ანაბოლური საშუალების როლს ასრულებს.
პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმის ჰარმონიულ ზრდას
მადის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის ზრდისთვის, როგორც არაჰორმონული ანაბოლური საშუალება.
გამოყენების წინ აუცილებელია პაკეტის შიგთავსის ფლაკონის ხსნარში შერევა. პაკეტში მოთავსებულია ვიტამინები მშრალი ფხვნილის სახით. პაკეტში მოთავსებული ფხვნილი უნდა შევურიოთ ფლაკონში მოთავსებულ სითხეს, დავახუროთ ფლაკონს თავსახური და შევანჯღრიოთ. დამზადებული ხსნარის შენახვა შესაძლებელია 1 თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.
ტრიმეტაბოლის გამოყენება, სასურველი ეფექტის მიღების მიზნით, უმჯობესია ჭამამდე 0,5-1 სა-ით ადრე. სურვილის მიხედვით პრეპარატის დოზა რეკომენდებულია დამატებით განვაზავოთ რომელიმე სითხით.
3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება - 2,5 მლ 3-ჯერ დღეში;
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5 მლ 3-ჯერ დღეში;
6 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში - 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.
აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გავზარდოთ.
იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, რომელიც ქრება პრეპარატის დოზის დაქვეითებით, თუმცა აღნიშნული გვერდითი მოვლენა 3-4 დღის შემდეგ თავისით ქრება.
პრეპარატის ან მის შემადგენელობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დამზადებული ხსნარი ვარგისია 1 თვის განმავლობაში. მისი მაცივარში შენახვა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
შეფუთვაზე არსებული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.