ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ცისტელა

Cistela

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: 10 პაკეტი
მწარმოებელი: OMEGA PHARMA (იტალია)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნ აქტივი (დენკ ფარმა)

აღწერა

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საშარდე გზების ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად,  D-მანოზას, ბროწეულის ექსტრაქტის, პრობიოტიკების და პრებიოტიკების ბაზაზე.

შემადგენლობა:

D-მანოზა - 2000მგ; ბროწეულის ექსტრაქტი- 250 მგ, 70% ტიტრირებული ელაგის მჟავით- 175 მგ; ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS) – 1000 მგ; Lactobacillus Plantarum Lp 115 (Acc SD 5209) – 2მლრდ (2 X 109 )

შემავსებლები: მალტოდექსტრინი; არომატიზატორი; ბუნებრივი საღებავი - წითელი ჭარხლის ფესვი(E162); დამატკბობელი -  სუკრალოზა (E955); შეწებების საწინააღმდეგო აგენტი  - სილიციუმის დიოქსიდი (E551).

D-მანოზა არის დაბალმოლეკულური მონოსაქარიდი, რომელიც ხელს უშლის  პათოგენური ბაქტერიების (Escherichia coli, Klebsiella, Proteus,  Enterococcus და Streptococcus) უროთელიუმზე ადჰეზიას, გამოიყენება მწვავე ბაქტერიული ცისტიტის წინააღმდეგ ხელს უშლის რეციდივის განვითრებას . შესაძლებელია მისი განხილვა როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატიული გზა. D-მანოზა შეიწოვება ნაწლავებში და უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთნ ერთად.

ბროწეულის ექსტრაქტი კერძოდ მასში შემავალი ელაგის მჟავა მიეკუთვნება ფენოლის მჟავებს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.  თრგუნავს Escherichia coli-ის შოლტებით საშუალებით მოძრაობის უნარს.

Lactobacillus Plantarum აუმჯობესებს ლაქტობაცილების ვაგინალურ კოლონიზაციას, რაც საშარდე გზების ინფექციებისგან ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმია. კერძოდ, ლაქტობაცილებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ უროპათოგენური ბაქტერიების ადჰეზიას, ზრდას და კოლონიზაციას.

ფრუქტოოლიგოსაქარიდები პრებიოტიკებია, რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებას და წარმოადგენენ  მათთვის  აუცილებელ სუბსტრატს.

გამოყენების სფერო:

შეიძლება გამოყენებულ იქნას შარდის ბუშტისა და ქვედა საშარდე გზების ნორმალური

ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით ისეთი დაავადებების პრევენციისთვის, როგორებიცაა

საშარდე გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი;

საშარდე გზების ინფექციების რეციდივი;

საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები;

ასევე გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთნ ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პირველი  5 დღის განმავლობაში 2 საშეტი დღეში და შემდეგი 10 დღის განმავლობაში   1 საშეტი  დღეში

საშეტის შიგთავსი იხსნება 150 მლ სითხეში. მიიღება საღამოს ძილის წინ და/ან დილას. მაქსიმალური ეფექტისთვის  სასურველია მისი მიღება ჭამის  წინ, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

რეკომენდებულია დღეში  2 ლიტრამდე სითხის მიღება.

შემადგენელი კომპონენტები

1 საშეტი (4 გ)

2 საშეტი (8 გ)

D-მანოზა

2000მგ

 

4000 მგ

ბროწეულის ექსტრაქტი

250 მგ,

500 მგ

-მასში შემავალი  ელაგის მჟავა

175 მგ

350 მგ

Lactobacillus Plantarum Lp 115 (Acc SD 5209)

2მლრდ  C.F.U.*(2 X 109 )

4მლრდ  C.F.U.*(4 X 109) )

ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS)

1000 მგ

2000 მგ

CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

გაფრთხილება:

ცისტელა, როგორც წესი,  კარგად აიტანება პაციენტის მიერ, იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოიყენება სიფრთხილით დიაბეტის მქონე მომხმარებლებში

არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში

ცისტელას გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. დანამატები არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ინახება გრილ და მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,ორიგინალურ შეფუთვაში.

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

Cordex

Cordex

ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი