შემადგენლობა
პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.
პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აჩქარებს შეხორცებით პროცესს. ხსნის წვისა და ქავილის უსიამოვნო შეგრძნებებს და დისკომფორტს. ბუასილის (ჰემოროის) ან რომელიმე სხვა პროქტოლოგიური დაავადების დროს, მალამოს ხმარება აიოლებს დეფეკაციასთან (კუჭის მოქმედებასთან) დაკავშირებულ პრობლემებს.
- მწვავე ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი);
- ანალური ნაპრალი;
- პარაპროქტიტი(ინფილტრაციის სტადია);
- ორსულობისა და მშობიარობის ფონზე განვითარებული ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი);
- ბუასილისა და პარაპროქტიტის პოსტოპერაციული მკურნალობა პროფილაქტიკის მიზნით;
- ანალური დერმატიტი (ქავილი, წვა).
- პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ;დილა-საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ მალამო შეიზილეთ ანალურ არეში. რეკომენდებულია მალამოთი გაჟღენთილი არაჰიგროსკოპული(მიტკალი) საფენის მიფენა. მალამოს უფრო ღრმად შესაყვანად ტუბზე წამოაცვით აპლიკატორი, დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდაა დამაგრებული. შემდეგ აპლიკატორს გადაუსვით მალამო, ფრთხილად შეიყვანეთ სწორ ნაწლავში, დააწექით ტუბის ქვედა ნაწილს, შეუშვით მალამო და თანდათანობით გამოიღეთ აპლიკატორი ტუბთან ერთად.
გამოყენების შემდეგ აუცილებელია აპლიკატორის გაწმენდა/გარეცხვა.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად მკურნალობა გააგრძელეთ მინიმუმ 7 დღე.
- არ არის გამოვლენილი
არ გააჩნია, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
- პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში;
- პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებულებში;
სწორი ნაწლავიდან სისხლდენის ან დაავადების სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი
შენახვის ვადა 3 წელი
ინახება მშრალ, გრილ ადგილას