თურმანიძის მალამო ბავშვებისთვის / Turmanidze Ointment for Babies
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Turmanidze
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: თურმანიძე
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- გამოშვების ფორმა: პოლიეტილენის ქილა (40 გ), ხრახნიანი თავსახურით.
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივად ტკივილ გამაყუჩებელი და ანტისეპტიური მოქმედება. ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ჩვენებები
კანის გაღიზიანების, მაცერაციის გამოყელვის მკურნალობისა და მათი პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესები და დოზები
მალამოს თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ ადგილას დღეში ორჯერ.
უკუჩვენება
არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.
შენახვის პირობები და ვადები
2 წელი, ინახება მშრალ, გრილ ადგილას.