Plasmon
ტუსიპრესი / Tussipress

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Fortex Nutraceuticals
  • მწარმოებელი ქვეყანა: ბულგარეთი
  • გამოშვების ფორმა: 200 მლ სიროფი #1 ფლაკონი
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით წლის განმავლობაში მოზრდილი ადამიანი საშუალოდ 4-5-ჯერ, ბავშვები კი - 6-8-ჯერ ხდებიან ავად. გაციების ერთ-ერთი სიმპტომი არის ხველა.

რა არის ტუსიპრესი:
ტუსიპრესი არის ინოვაციური კომბინირებული პროდუქტი, რომელიც ამშვიდებს ხველას და იცავს სასუნთქ სისტემას, შეიცავს ტუხტს, ბეგქონდარას, მრავალძარღვას და ისლანდიური ხავსის ექსტრაქტებს.


ტუსიპრესის შემადგენლობა
:  

აქტიური ნივთიერებები

15 მლ-ში

30 მლ-ში

60 მლ-ში

ტუხტი (Althaea officinalis)

450 მგ

900 მგ

1800 მგ

ბეგქონდარა (Thymus vulgaris)

375 მგ

750 მგ

1500 მგ

მრავალძარღვა (Plantago lanceolata)

300 მგ

600 მგ

1200 მგ

ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica)

180 მგ

360 მგ

720 მგ


ისლანდიური ხავსი
(Cetraria islandica L. Ach.) - გამოიყენება უძველესი დროიდან, ექსტრაქტი შეიცავს ფენოლის ნაერთებს, ეთერზეთებს, პოლისაქარიდებს და ფლავანოიდებს. აქვს იმუნოსტიმულაციური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პოლისაქარიდები მოიცავს ზედა სასუნთქი სისტემის ლორწოვანის მემბრანას და ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ამშვიდებს და ხსნის ხველას.

მრავალძარღვას ექსტრაქტი (Plantago lanceolata) - აქვს ამოსახველებელი, ანთებისაწინააღმდეგო, ლორწოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აადვილებს მის გამოყოფას.

ტუხტი (Althaea officinalis) - ამშვიდებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.

ბეგქონდარა (Thymus vulgaris) - სტანდარტიზებული ეთერზეთის ექსტრაქტი თიმოლი ხასიათდება ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებებით და ასევე აქვს მუკოლიზური მოქმედება. ბეგქონდარას ეთერზეთი ამცირებს გაციების სიმპტომებს, როგორიცაა გაღიზიანებული და შეწითლებული ყელი, ტკივილის შეგრძნება და ხმის ჩახლეჩა.

 

დამხმარე ნივთიერებები:
წყალი, ქსილიტოლი, მარწყვის არომატი, სქელმიერი ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ციტრინის მჟავა, კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი.


ჩვენება
:

ტუსიპრესის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ათხიერებს ბრონქულ სეკრეტს, ეხლს უწყობს ამოხველებას, ასევე ავლენს შემომგარსველ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ხახის ლორწოვან გარსზე.


მიღების წესი
:
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ და გამოიყენეთ მზომი ჭიქა. შეგძლიათ მიიღოთ ყოველ 3 საათში, არაუმეტეს 6-ჯერ დღეში.
ბავშვები 1-დან 6 წლამდე 2,5 მლ დოზა (მთლიანი 15 მლ)
ბავშვები 6-დან 12 წლამდე 5 მლ დოზა (მთლიანი 30 მლ)
ბავშვები 12 წელზე უფროსი და მოზრდილები 5-10 მლ დოზა (მთლიანი 30-60 მლ)


უკუჩვენება
:

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. პროდუქტი არ გამოიყენება მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.


შენახვის პირობები
:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ტუსიპრესი შეფუთვაში ან ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.


გამოშვების ფორმა
:
მუყაოს კოლოფში ყავისფერი PET ბოთლი 200 მლ სიროფით, დახურული ხრახნიანი თავსახურით და დამცავი რგოლით, აღჭურვილია საზომი მოწყობილობით (საზომი თავსახურით), 2,5-10 მლ გრადუირებით.

 
 
 
სად შევიძინოთ?